Предыдущая публикация
მალე მოვა გაზაფხული ვიცი
და მოგვიტანს სითბოსა და ნიავს
აყვავდება ტყემალი და შინდი
ვარდები კი გაიშლიან გვიან...
გამწვანდება მინდორი და ველი
ბაღში ატმებს გამოაყრის კვირტი
ფრინველებიც დატოვებენ ბუდეს
მერე ტკბილად იჭიკჭიკებს ჩიტი...
გამოთბება და ბუნებაც მყისვე
ცაზე ღამეს მიახატავს მთვარეს
ჯადოსნური ფუნჯით გადახატავს
და შეაყრის ვარსკვლავების ხალებს...
დღე რომ მოვა მასაც უცილებლად
დაუმშვენებს ცას ღრუბლების ფერი
მალე მოდი გაზაფხულო მალე
და დაატყვე შენი თბილი ხელი...
ლეილა მაჩაიძე..
01/02/2017
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев