Предыдущая публикация
სევდა მაწვიმს თვალებზე,
ახლა ჩუმად დავჯდები და ავტირდები რამეზე....
იცი მართლა დავიღალე,ყელში სული მეხუთება,
ყველაფერი იქნებაო,რაღაც ძალა მეუბნება.
იცი როგორ დავიღალე?!სამუდამოდ მეძინება,
ხვალაც ფიქრი გამაწამებს,ხვალაც ასე მეტკინება.
ახლა ისე უძლური ვარ,თვალში ფერი მერევა...
რამის რწმენა რომ გამაჩნდეს,ვერვინ ვერ მომერევა.
ფიქრებს ზღვარი გაუჩნდა,ამერია ერთურთი.
.თურმე სულ უსამართლოდ,რამდენ ვინმეს ვენდური.
მართლა ძლიერ დავიღალე,ამერია გზა-კვალი...
ღმერთო კარგად დამისრულე,ეს ცხოვრება ზღაპარი...
ეკა ᲭიᲗავა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев