Предыдущая публикация
ყველა სევდას და დარდებს წალეკავს,
დღეს შენი დღეა,მაგრამ დრო მოვა
და უჩემობა სულში გაგატანს.
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას
და გატაცების ცეცხლით ინთები,
ახლა არ გჯერა,მაგრამ დრო მოვა
და მტკივნეული დარდი ვიქნები.
მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო
და სინანულის მხარეს ეწვია,
ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი
და უღმერთობას გადაეჩვია.
სუსტი ხელებით,ნაწვიმარ ცაზე
ისე აგწიე,რომ ვეღარ შეგწვდი,
ღმერთად გაქციე,და ღმერთი რატომ
გამიხსენებდი ვინ ვიყავ შენთვის.
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას
და სხვის კოცნაში არ გახსენდები,
მაგრამ,მერწმუნე ის დღეც დადგება
რომ სიგიჟემდე მოგენატრები
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев