ნუ
შეაწუხებთ მათ და ნუ გააგონებთ ძვირისსიტყვას,
რადგან იგი საწამლავიანი ისარივით ხვდება მის გულს
და ნათელ სულს უბნელებს, რამეთუ წერია: "უკეთუ
ვიყვარებოდეთ ურთიერთას ღმერთი ჩვენ შორის
ჰგიეს” (იოან. 4,12).დაიცავით ერთურთის სიყვარული
და სიყვარულის სიტკბოთი იფიქრეთ, რათა მოიპოვოთ
სულიერი ცხოვრების ყოველგვარი წესი. განიძარცვეთ
ბნელის საბურველი, რადგან, როცა გულისტკივილი
შეგემთხვევათ, მაშინ იგრძნობთ მტრის სიმწარეს,
რომელიც ნისლივით ჰფარავს თქვენს სახეს და არ
გაძლევთ თქვენი ძმის სიტკბოების დანახვის
საშუალებას. შეიცანით მისი ღირსება, რადგან კაცი
ღვთის ხატება და ტაძარია, როგორც პავლე ამბობს”
"ტაძარნი ვართ ღმრთისა ცხოველისანი” (კორ. 3,16)
და როგორც ღმერთი ამბობს "დავემკვიდრო მე მათ
შორის”.
--
ამიერიდან იყოს ეს დამკვიდრებული თქვენს გულებში,
რათა გეშინოდეთ და არ თქვათ ბოროტი მოყვასზე, და
არც რომელიმე საქმით ავნოთ თქვენს ძმებს, რათა არ
განარისხოთ ღმერთი, რომელიც მასშია
დამკვიდრებული. რადგან ღვთის ხატია კაცი,
გეშინოდეს მისი იმის გამო, რომელიც მასშია
დამკვიდრებული, რადგან ყოველი პატივი, რომელსაც
კაცი მოყვასს სცემს, ღმერთთან მიდის და ყოველგვარ
სიკეთეს, რომელსაც კაცი მოყვასს უყოფს, ღმერთს
უყოფს. რადგან თავად იგი ამბობს."რავდენი უყავთ
ერთსა ამას მცირეთაგანსა, იგი მე მიყავთ” (მათ.
25,40).
--
ამიერიდან თქვენი გულები ღვთისადმი მოდრიკეთ და
გახსოვდეთ, რომ იგი თქვენში არის და თქვენ
შეგეწევათ, რათა სიკეთით სრულყოფილნი იყოთ,
რადგან თქვენ უფლის მიერ ჩემი ნამუშეკევნი ხართ,
თქვენ ხართ ჩემი ყანა, და თუ ნაყოფს გამოიღებთ, ეს
ჩემს გულს გაუხარდება. წრფელად მოიქეცით და
თქვენი გული წმინდა იყოს ყველა ადამიანის მიმართ,
რადგან ესაა ეშმაკის საძაგელი გულისთქმების
წამალი. განაშორე შენი თავი კაცთაგან, დაჯექი შენს
სენაკში, მოიპოვე მოთმინება, შენი სხეული მარხვით,
მღვიძარებით, გალობით, სიმდაბლით, მოწყალებით,
დღე და ღამე ცრემლებით შეავიწროვე. ესენი
დაწვავენ, გააუჩინარებენ, მოაუძლურებენ დრო და
დრო მოსულ ეშმაკის მავნებელ გულისთქმებს. სხვა
რამ ვერ შეეწევა კაცს, ყოველივე ფუჭი, ტყუილი და
უძლურია. ხოლო ბოროტი გულისსიტყვა ადამიანში
სხვის მიმართ შფოთით, ძვირისსიტყვითა და
მოსმენით მოიწევა. რადგან სადაც სიყვარული არაა,
იქ ეშმაკები კადნიერდებიან ადამიანებზე. ამიტომ
ეუბნება უფალი თავის მოწაფეებს:"უკეთუ
იყვარებოდეთ ურთიერთას, მე თქვენ თანა
ვარ” (იოანე 4,12). რადგან სიყვარული სული წმიდაა,
ხოლო ეშმაკი - ამპარტავნება, ძვირისსიტყვა, შური,
დავა.
(წმინდა მაკარი დიდი)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев