მიმძიმს ამაზე საუბარი. მოდი, იმას მოგიყვებით, რატომ მოიკლა ჩემმა ძმამ თავი. არა! ეს თემაც ძალიან მტკივა. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ეს თემა იმდენად მტკივა, რამდენადაც ახლა სარკის წინ მდგარ ბოთლში სითხე იმაზე სწრაფად იცლება, ვიდრე თოკზე ჩამოკიდებულ ძმას ეხუთებოდა ჰაერის უკმარისობისგან შეკუმშული გულის ორივე ნაწილი. ხანდახან, როდესაც ვსვამ და ჩემს თავს სარკეში ვუყურებ, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ჩემი ძმის შევიწროვებული სისხლძარღვებიდან უფუნქციოდ დარჩენილი ჟანგბადი ხეთქავს პრიალა კედლებს და გაშმაგებით მოფრინავს ჩემსკენ, ცხვირთან ახლოს მიტრიალებს და ელის, როდის ჩავისუნთქავ. ჩემი ორივე მეგობარი იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ნებისმიერ თქვენთაგანს გიტირიათ, როდესაც თავსხმა წვიმაში დარჩენილი უსახლკაროსთვის, ქუჩის კუთხეში მიგდებულს მოგიკრავთ თვალი. მიყვარს, არა იმიტომ, რომ მე სიყვარული შემიძლია, უბრალოდ ვგრძნობ, რომ ვიღაც აუცილებლად უნდა გიყვარდეს, როდესაც გადაწყვეტ საკუთარი მშობლების საფლავთან იდგე, მშრალ ცხვირსახოცს სხვას აწვდიდე და თავად მესაფლავეს აჩქარებდე, რადგან ჰაერი იმაზე მეტად ჭამს გვამებს, ვიდრე მიწას შეუძლია მათი ჩახუტება. ჰო, ასეა... ჩახუტებაზე მახსენდება ნებისმიერ თეატრში დადგმულ სპექტაკლზე უკეთესი სცენა, როდესაც მამაჩემმა უკომპლექსო თვალებით მთხოვა მისთვისაც დამესხა ერთი ჭიქა სასმელი და იცით რატომ, თურმე მარტო დალევა არ შეიძლება. ჰო, ასე ყოფილა... ჩემს თავში როდესაც ეჭვი მეპარება, მაშინვე ვიწყებ ფიქრს, თუ როგორ მიყვარს ჩემი ორივე მეგობარი იმაზე მეტად, ვიდრე მამაჩემი მძულდა თავისი თვალებით, როდესაც მიყურებდა და ლუღლუღებდა, რომ მე ძლიერი უნდა ვიყო. მძულდა იმიტომ, რომ ჩემი ფეხსაცმელი იმაზე მეტად განიცდიდა პატრონის ფეხის ტკივილებს, ვიდრე ნებისმიერ ნაგვის ბუნკერს სძულს მასთან მიახლოვებული სტუმარი და შორიდან ნასროლი საჩუქრების დასტა. აი, მე კი, მამაჩემი მძულდა, იცით რატომ? იმიტომ, რომ მე ჩემი ორი მეგობარი მიყვარდა. ვერ ვხვდებოდი ხოლმე, რატომ მოდიოდა თვეგამოშვებით ჩემს სიახლოვეს და რატომ მაქეზებდა სიძლიერისკენ მაშინ, როდესაც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ორი მეგობარი, რომელთაც იმაზე მეტად ეყვარებოდათ მამაჩემი, ვიდრე მე მძულდა ის. ახლა კი, ამ უსაათო დროში, რომლის დღეებიც იმაზე სწრაფად გადიან, ვიდრე ჩემი ცხვირიდან წამოსული სისხლი იჟღინთება მაისურის სახელურში, მე მამის სიძულვილზე ვყვები. ჰო, ასეა. ნამდვილად ასეა... ჩემს ორ მეგობარს არასდროს მოვუყვები, რომ მე მამის საფლავთან თვალები დავხუჭე, რადგან არ მინდოდა მეყურებინა როგორ ტიროდნენ მას, ხოლო ისინი, ვინც ამას აკეთებდნენ, იმაზე მეტად მძულდნენ, ვიდრე მამაჩემის სახე, როდესაც მამშვიდებდა, რომ ყველაფერი გამოსწორდებოდა. ჩემი გული გრძნობდა იმ საშინელებას, რასაც ხანდახან თვითონვე გავურბოდი, ოღონდ არა შორს, ადამიანთა დასალიერში, არამედ ჩემთან ახლოს, ტვინის იმ სიბნელეში, სადაც მუდამ ვინახავდი სასიამოვნო ადამიანთა ხელის კონტურებს. ჩემი ორივე მეგობარი დაჟინებით იცავს ცხოვრებას და ფიქრობს, რომ სამყარო იმაზე დიდია ჩვენთვის, ვიდრე ჩემი მაისური, რომლის წარწერაც მუდამ მიბიძგებს ზიზღისკენ. ახლა, ამ ბოთლს რომ დავცლი, იმაზე მეტად მეყვარება ჩემი ორივე მეგობარი, ვიდრე დალევის დაწყებისას. ფიქრობთ რომ მთვრალი ვარ?! არა, შეცდით! კიდევ ერთხელ შეცდით იმაზე მეტად, ვიდრე მამაჩემი შეცდა ჩემი არმოკვლის გამო დაბადებისას. შეცდით, იმიტომ რომ მე ყოველთვის ცარიელი ბოთლიდან ვსვამ, რადგან მეზიზღება ყველაფერი სავსე მას შემდეგ, რაც მამაჩემი შემძულდა. ჰო, ასეა... ჰო, მე მიყვარს ჩემი ორივე მეგობარი იქამდე, სანამ შემძულდებaშენ გგონია მარტო შენ მიყვარხარ? ცდები ... შენზე მეტად მე შენი სუნთქვა მიყვარს, ჩუმი, ჯიუტი, თანაბარი. შენზე მეტად მე შენი თმა მიყვარს, რბილი, ოდნავ ჭაღარა, სურნელოვანი, თავ-გზა აბნეულს საალერსოდ რომ მიიწვევს. შენზე მეტად მე შენი თვალები მიყვარს, მოჭრილი კლდის სისხლიანი ოკეანით ამოვსებული, დაკვირვებული და საკუთარ თავში დაჯერებული. შენზე მეტად მე შენი ხმა მიყვარს, ხავერდივით რუხი, მთვარისფერ ზღაპარს ჩამრჩურჩულებს შეღამებისას. შენზე მეტად მე შენი ტუჩები მიყვარს, სიტყვების ნაცვლად კოცნით მოსაუბრე. შენზე მეტად მე შენი სული მიყვარს, ალისფერ გულში გამომწყვდეული, მეტად დიდი და მეტად ტეხვადი. შენზე მეტად მე ისევ შენ მიყვარხარ, თითქოს დიდი და ძლიერი, მაგრამ რთული, მღელვარე, ცრემლნარევი, ზოგჯერ მშიშარა,უპასუხისმგებლო, ეჭვიანი, მატყუარაც კი მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჩემთვის მფეთქავი... და არ გეგონოს უჩემოდ შეძლებ ყოფნას ოდესმე. ყოველთვის როდესაც სხვის ღრმა თვალებში ჩაიხედები მე გეგონები და ყოველი ნაზი სიტყვა სხვისი ყურით გაგონილი, ჩემთვის იქნება ნათქვამი... ვერავის სხეულს ვერ შეითვისებ,ვერ შეერწყმები რადგანაც ვერც ერთი სხვა კალაპოტი ვერ აიტანს ასეთ დინებას და ზიზღით გაიხდის შემთხვევით შემოცმულ პერანგს. და არ გეგონოს რომ ცალ -ცალკე ყოფნა შევძლოთ ოდესმე რადგანაც შენზე მეტად მე მხოლოდ შენ მიყვარხარ ჩემზე მეტად კი საიდუმლოდ შენთვის ჩუმად მხოლოდ შენ ხარ შეყვარებული. P.S. "კიდევ შენი სიცილი მიყვარს და ჭკუას მაკარგვინებს ხოლმე,მაგრამ არ ვიცი რატომ გამომრჩა... ალბათ იმიტომ რომ ყველაზე ძალიან მიყვარს და ბოლსთვის მოვიტოვე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев