მან თავისი 2 წლის ძმა წიგნების კარადას რამდენჯერმე შეახეთქა და ასე მოკლა.
გაგაცნობთ საქმის მასალებს:
დანაშაული რომელზეც ვისაუბრებთ ჩადენილია 2011 წლის მარტში. კრისტიანი დედამ მარტო დატოვა სახლში 2 წლის ძმის მისახედად. ფერნანდესმა რატომღაც გადაწყვიტა ძმის მოკვლა, სასტიკად ცემა და რამოდენიმეჯერ მიარტყმევინა თავი წიგნების კარადას. (ძიების მონაცემებით და ექსპერტიზის დასკვნებით ირკვევა, ბავშვი 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა თავის ქალის ტრამვის, ტვინში სისხლჩაქცევების და შინაგანი სისხლდენის გამო, ასევე მას აღენიშნებოდა სხვა ტრამვებიც სხეულის სხვა ნაწილებზე) სამართალდამცავი ორგანოების აქტიური მუშაობით გაირკვა, რომ ეს პირველი ფაქტი არ ყოფილა კრისტიანის მიერ ძმის ცემის, მას რამოდენიმე თვით ადრე ფეხიც ქონდა მოტეხილი და რატომღაც დედამ ამის შესახებ არსად განაცხადა, მან სოციალური მუსაკებიც მოატყუა და მათ განუცხადა, რომ ბავშვმა ფეხი ფეხბურთის მოედანზე თამაშისას მიტეხაო. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ამ შემთხვევაშიც დედამ როგორც კი სისხლიანი ბავშვი დაინახა სასწრაფო დხმარების გამოძახების მაგივრად მას სისხლი მობანა სახიდან და ყინულით სცადა მისი მოსულიერება. როგორც აღმოჩნდა ამ პროცედურამ 6 საათი გასტანა და რომ არა დედის ასეთი გულგრილობა 2 წლის დევიდი ძმის უსასტიკეს ქმედებას ცოცხალი გადაურჩებოდა. ჩემთვის ახლაც აუხსნელია, თუ რატომ შეიძლება 12 წლის ბავშვს თავში აზრად მოუვიდეს საკუთარი ძმის მკვლელობა, თანაც ასეთი საშინელი სისასტიკით, თუმცა ამის მიზეზები ალბათ მის მძიმე წარსულსი და ფსიქიკურ ტრამვებში უნდა ვეძებოთ, იგი დედამისს 12 წლის ასაკში შეეძინა, ორივე მათგანი სპეციალურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ სანამ დედამისს – ბიანელა სუზანას 14 წელი არ შეუსრულდა, ამის შემდეგ კი ქუჩა-ქუჩა დახეტიალობდნენ, სანამ ბებიამ არ შეიფარა, რომელიც იმ დროისათვის 34 წლის იყო და ნარკოტიკებისაგან გასათავისუფლებლად მკურნალობის კურსს გადიოდა. სასამართლო დოკუმენტებით ასევე დგინდება, რომ მას დედა ხშირად ცემდა და შეურწყოფას აყენებდა ადრეული ასაკიდანვე, ასევე მისმა მამინაცვალმა ოჯახის თვალწინ დაიხვრიტა თავი, ციხეს რომ გადარჩენოდა ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით. ფერნანდესი პროკურატურის მოთხოვნით ორმა სასამართლო ექსპერტმა შეამოწმა გამოეძიების მსვლელობისას და მათი დასკვნით იგი ემოციურად განუვითარებელია, თუმცა ეს არცაა გასაკვირი მისი ცხოვრების გამო, მიუედავად ამ გარემოებისა იგი მაინც ფსიქიკურად ჯანმრთელად ჩათვალეს. ფლორიდის შტატის მთავარმა პროკურორმა კი სასამართლოს რეკომენდაცია მისცა მაქსიმალური სასჯელით დაესაჯათ კრისტიანი, მან განაცხადა : “ჩვენ უნდა დავიცვა საზოგადოება ამ ახალგაზრდისაგან !!! საზოგადოებას აქვს უფლება იყოს დაცული მისგან !!!”
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев