1996 წლიდან დავდივარ სოფელ-სოფელ, სხვადასხვა ქვეყნის არქივებსა და წიგნთსაცავებში რათა გოგიტიძეებზე მეტი საინტერესო მასალები, საგვარეულო გენეალოგიები და ისტორიული ფაქტები გამომევლინა. მომზადებულია 900 გვერდიანი უნიკალური მონოგრაფია "გოგიტიძეთა საგვარეულო". სამწუხაროდ მისი ქართულად გამოცემა სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა (2001 წ. სტამბოლში გამოიცა ამ წიგნის თურქული ვარიანტი - 444 გვერდად, თურეთში მცხოვრები გოგიტიძეების სურვილით, მათი დაფინასებით). მოგმართავთ: - ამ წიგნის გამოუცემლობა ძალიან დიდი ცოდვა იქნება, ამიტომ გთხოვთ ყველას, ვისაც გოგიტიძეების სისხლი უჩქეფთ, ერთიანი ძალებით გამოვცეთ ქართულ ენაზე. მოგმართავთ ყველა გოგიტიძეს: დღევანდელი კრიზისის მიუხედავად, ვისაც სურვილი აქვს, რომ საოჯახო რელიქვიად ჰქონდეთ წიგნი "გოგიტიძეთა საგვარეულო (სადაც წარმოჩენილია ჩვენი გვარის წარსული, გვარის როლი ქართველი ერის ისტორიაში), გთხოვთ გამოგვეხმაუროთ. უკვე დაწყებულია წიგნზე შეკვეთები. მხოლოდ ეხლა, ვინც მისცემს დაკვეთას, მათ გადაეცემათ წიგნი, სხვა შემთხვევაში აღარ გამოიცემა. წიგნის ფასი - 50 ლარი უნდა მოგვაწოდოთ 30 ივნისამდე, გამოიცემა მხოლოდ შეკვეთილი ოდენობით სექტემბერში. პატივისცემით, ავტორი - ზაურ გოგიტიძე, მობ.: 557 00 90 70, მის.: ქ. ბათუმი, ფიროსმანის ქ. 3, ბინა 2. დაწყებულია შეკვეთები! ჩვენს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: http://ojakhi.ge/chven
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев