მმკურნალობ... შორიდან გულმართალ ლაციცში შემოპარებული ალერსის ნოტებით... ამ რტოებს, ოდესღაც თეთრად აფეთქებულს, გვალვამ ამოართვა სული და... მოტეხე! რაღა საჭიროა გასული ზაფხულის სიცოცხლენაკლული, ფერბნელი აჩრდილი? პირველი რაუნდი... ჩვენ ვიწყებთ მოთელვას და შენი სიწმინდე გრძნობამდე მაცილებს...
რა ლამაზი ხარ ქალაუ, ნეტავ შენს მკერდზე მაძინა, ჩამაფლო დიდვან მკერდში და არასდროს გამომაღვიძა. დაგიკოცნიდი თვალ-ბაგეს, ნელნელა ჩამოვყვებოდი, ჭიპამდე რომ მივიდოდი, ვნებით სულ ჩამოდნებოდი. შენი სურნელით გაპოხილს, სუნთქვაც კი შემეკვრებოდა, დილამდე რომ მივიდოდით, ისევ განმეორდებოდა.’
>ნეტა რას იტყვი, სამუდამოდ შენზე, რომ ვწერო, დროის გადაღმა, ავაშენოთ პატარა სახლი. არ მემეტები არავისთვის, ამიტომ გჩემობ, შენც ამიჩემე და ხანდახან ამ სახლში დარჩი. ნეტა რას იტყვი?- -ჩემ წილ, ღიმილს სევდაში გიცვლი, მე შენში უფრო გამახარებს, ჩემი დანახვა და შეიძლება ყველაფერი შევძლო ზეგისთვის, მაგრამ ვერ შევძლებ ავიტანო შენი დაკარგვა. ნეტა რას იტყვი?- -შეგიყვარებ ყველას მაგივრად, თუ აცივდება, სხეულითვე სხეულს გაგითბობ. ბოლო ხანებში მარტოობა, რაღაც გაჭირდა, თუ დაგავიწყდი მერე რა და ისევ გაგიცნობ. ნეტა რას იზავ, რომ მოვიდე, უბრალოდ დავრჩე და რომც გაბრაზდე არ გამაგდო დაგითვლი სუნთქვას. -სიყვარული,რომ არ არსებობს ამ ქვეყანაზე თურმე ეგეთი სისულელეც ვიღაცას უთქვამს. - ხოდა მიყვარხარ, სიყვარულად,რომ აღარ ითქმის, ხოდა მიყვარხარ, ხოდა ესეც შენი ბრალია, დროის გადაღმა ავაშენოთ პატარა სახლი, სადაც საათებს უსაათოდ, კოცნით დათვლიან...
ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი... ღამეს ავზნიანი ქალივით აზმორებს... გარსონ! ჩამომისხით ეს ერთი სურვილიც და მარტო დამტოვეთ... ( kargiaaa...momwons.....
გწერ მოღალული და მოღიმილე, ტერფებს მითბობენ შალის წინდები, ხან მოღუნღულე, ხან მოღიღინე, შემეღიმილე! შემაღერე თაფლა თვალები.... სულს შენი მზერის სწყურის სიტკბო, დაგლევდი ახლა ტკბილ ბადაგივით, მცივა და გითხოვ, ცისკრის ლოცვაზე წრფელი ბალღივით, როგორც მზის სითბოს...
დილაადრიან მოაკითხავენ შენი ჩიტები ჩემს მონატრებებს. აჭიკჭიკდება ბაღი, დაღლილი, გადაიზნიქავს წელს სიმარტოვე. გადაიყოლებს ჩემი სიზმარიც დღის მირაჟისკენ ღამის კენწეროს. ესეც ბედია, მთელი სიცოცხლე რომ სიყვარულის ნატვრა გეწეროს. ქარის ექოში შენს ხმას დავეძებ გაფაციცებით. . . ყველას ვაჩუმებ. გამოგვაკერეს ავგაროზივით ჩვენ ერთმანეთის სიზმრის სარჩულებს. აღარც ვაჩნივარ ცხადის ქალაქებს, როგორც დღეს _ თეთრი მთვარის ფრანები. სიყვარულს თავიც კი მოვაბეზრე ბედნიერების გადაბრალებით. ან რად მინდოდა, ოდესღაც ღვთისგან სიხარულივით რომ ვინათხოვრე ყველაზე დიდი და სევდიანი უსიყვარულო ცის სიმარტოვე..
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 18
ki dawere shen rogorc gindaaa
მმკურნალობ...
შორიდან გულმართალ ლაციცში
შემოპარებული ალერსის ნოტებით...
ამ რტოებს,
ოდესღაც თეთრად აფეთქებულს,
გვალვამ ამოართვა სული და...
მოტეხე!
რაღა საჭიროა გასული ზაფხულის
სიცოცხლენაკლული,
ფერბნელი აჩრდილი?
პირველი რაუნდი...
ჩვენ ვიწყებთ მოთელვას
და შენი სიწმინდე
გრძნობამდე მაცილებს...
ხელები.
-ხელები.
-თითები.
-თითები.
-შეხება.
-შეხებით
ნუ გადაფითრდები.
თალია მითია.
მთვარეა უსახო
ლამფა და ფითილი
და ღამის ტუსაღი.
მე მახსოვს ოთახიც, საწოლიც, სარკმელიც,
კარადაც, რომელშიც კაბები ეკიდა.
შენ - მხოლოდ პეპლები, ფერებს რომ აკმევდნენ,
ფრთებით რომ დაფარეს პატარა ეკვდერი.
ვარდების მოკრეფა მკლავების დაღლამდე
და წვიმის ღრუბელი - დამწვარი ზეფირი,
საღამო - გველივით ჭრელი და მაღალი
ალვების ხმაური, რომელიც გვეფარა
ხელებზე.
-ხელებზე.
-თითებზე.
-თითებზე.
-შეხება.
-შეხებით
ნუ გადაფითრდები.
თალია მითია,
მე - ასე უსახო
დამწვარი ფითილი,
შენ - ჩემი ტუსაღი.
ძაალიან მაგარია თითების ინტიმი
ახლა ის დროა,როცა სულ ყველა
უნდა ხედავდეს სანატრელ სიზმარს
ახლა ის დროა,როცა ზარები
აღარ რეკავენ,უცდიან დილას.
მაგრამ ბუნებას სულ არ სურს ძილი
თეთრი ფანტელი ჩამოდის ციდან,
გათენებულზე ალბათ ბავშვები
გადათელავენ თოვლიან მიწას…
თუმცა ბუნება არ არის ერთი,
ვისაც არ სურს,რომ მოხუჭოს თვალი
ვისაც არ უნდა,რომ წარიტაცოს
სიზმრების გუნდმა ამ შუა ღამით…
ის ზის სარკმელთან და უცქერს თოვას,
უცქერს და ფიქრებს ატანს ამ ფიფქებს,
სენტიმენტები გულთან რომ მოდის
უჩვეულოა მისთვის ხომ მუდამ…
მაგრამ რა ჰქნას მან?რა ჰქნას თუ უნდა
სატრფოს მკლავებში მოქცევა წამით?
თუ უნდა ფიფქთან გაქცევა მალვით
თუ უნდა კოცნა ამ სუსხიან ღამით?!
მაგრამ სარკმელი ჩაკეტილია
ფიფქი კი დნება თანდათან დაბლა,
მას კი ერევა ფიქრები თავში
პატარა გოგო ზის მარტო სახლში…
მეუდაბნოე ბერების დარად,
ვარ გარიყული როგორც ტუსაღი.
მათხოვრად მოვალ მე შენთან კარად,
ყველაფრის მერე დავრჩი თუ საღი.
თუ ტელეფონის დარეკა ზარმა,
და ლექსად გითხრა ვიღაცამ რამე.
ანდა სანთელი ჩაგიქრო ქარმა,
ეს მე ვიქნები მასავით მავნე.
თუ გაგაღვიძებს ღამით სიმღერა,
და დაინახავ ანთებულ ჯამებს.
მიხვდები მდგარი ფარდების მიღმა,
ეს შენ გჩუქნიან ამ ლამაზ წამებს.
ფოსტალიონი მოგიტანს წერილს,
და შენს კარებთან ჭკნება ვარდები.
თუკი პასუხი მასზე არ მელის,
დეპრესიაში მე ჩავვარდები.
მოდიან ჯარად და უსირცხვილოდ,
ესემსები, იმეილები.
ჩემი გახდები შენ უსიკვდილოდ,
ადრე თუ გვიან ხომ დაიღლები.
რა ლამაზი ხარ ქალაუ,
ნეტავ შენს მკერდზე მაძინა,
ჩამაფლო დიდვან მკერდში და
არასდროს გამომაღვიძა.
დაგიკოცნიდი თვალ-ბაგეს,
ნელნელა ჩამოვყვებოდი,
ჭიპამდე რომ მივიდოდი,
ვნებით სულ ჩამოდნებოდი.
შენი სურნელით გაპოხილს,
სუნთქვაც კი შემეკვრებოდა,
დილამდე რომ მივიდოდით,
ისევ განმეორდებოდა.’
>ნეტა რას იტყვი,
სამუდამოდ შენზე, რომ ვწერო,
დროის გადაღმა, ავაშენოთ პატარა სახლი.
არ მემეტები არავისთვის,
ამიტომ გჩემობ,
შენც ამიჩემე და ხანდახან ამ სახლში დარჩი.
ნეტა რას იტყვი?-
-ჩემ წილ, ღიმილს
სევდაში გიცვლი,
მე შენში უფრო გამახარებს,
ჩემი დანახვა
და შეიძლება ყველაფერი
შევძლო ზეგისთვის,
მაგრამ ვერ შევძლებ
ავიტანო შენი დაკარგვა.
ნეტა რას იტყვი?-
-შეგიყვარებ ყველას მაგივრად,
თუ აცივდება,
სხეულითვე
სხეულს გაგითბობ.
ბოლო ხანებში მარტოობა,
რაღაც გაჭირდა,
თუ დაგავიწყდი
მერე რა და ისევ გაგიცნობ.
ნეტა რას იზავ,
რომ მოვიდე,
უბრალოდ დავრჩე
და რომც გაბრაზდე
არ გამაგდო დაგითვლი
სუნთქვას.
-სიყვარული,რომ არ არსებობს
ამ ქვეყანაზე
თურმე ეგეთი სისულელეც
ვიღაცას უთქვამს.
- ხოდა მიყვარხარ,
სიყვარულად,რომ აღარ ითქმის,
ხოდა მიყვარხარ,
ხოდა ესეც შენი ბრალია,
დროის გადაღმა ავაშენოთ პატარა სახლი,
სადაც საათებს უსაათოდ,
კოცნით დათვლიან...
ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი...
ღამეს ავზნიანი ქალივით აზმორებს...
გარსონ! ჩამომისხით ეს ერთი სურვილიც
და მარტო დამტოვეთ... ( kargiaaa...momwons.....
გწერ მოღალული
და მოღიმილე,
ტერფებს მითბობენ
შალის წინდები,
ხან მოღუნღულე,
ხან მოღიღინე,
შემეღიმილე!
შემაღერე
თაფლა თვალები....
სულს შენი მზერის სწყურის სიტკბო,
დაგლევდი ახლა
ტკბილ ბადაგივით,
მცივა
და
გითხოვ,
ცისკრის ლოცვაზე წრფელი ბალღივით,
როგორც მზის სითბოს...
Какое счастье
быть красивой женщиной,
И ... чувствовать спиной ...........
............. мужские взгляды,
По тротуарам не шагать, а - шествовать,
Носить не только ..... в праздники - наряды.
Какое счастье
быть красивой женщиной,
Купаться в восхищении мужчин,
Дарить улыбки с щедростью божественной ––
Так просто, без особенных причин.
Какое счастье
быть красивой женщиной,
Окутанной туманами духов,
В сердцах мужчин выстукивая трещины
Ударами высоких каблуков
vudzgvni yvela lamaz da kekluc qalbatons...
დილაადრიან მოაკითხავენ
შენი ჩიტები ჩემს მონატრებებს.
აჭიკჭიკდება ბაღი, დაღლილი,
გადაიზნიქავს წელს სიმარტოვე.
გადაიყოლებს ჩემი სიზმარიც
დღის მირაჟისკენ ღამის კენწეროს.
ესეც ბედია, მთელი სიცოცხლე
რომ სიყვარულის ნატვრა გეწეროს.
ქარის ექოში შენს ხმას დავეძებ
გაფაციცებით. . . ყველას ვაჩუმებ.
გამოგვაკერეს ავგაროზივით
ჩვენ ერთმანეთის სიზმრის სარჩულებს.
აღარც ვაჩნივარ ცხადის ქალაქებს,
როგორც დღეს _ თეთრი მთვარის ფრანები.
სიყვარულს თავიც კი მოვაბეზრე
ბედნიერების გადაბრალებით.
ან რად მინდოდა, ოდესღაც ღვთისგან
სიხარულივით რომ ვინათხოვრე
ყველაზე დიდი და სევდიანი
უსიყვარულო ცის სიმარტოვე..