ხელით შეხებას ნატრულობს და შვილებს ვერ წვდება,
იმ დღეს დავლოცავ, გადაღლილი სახლში რომ მიდის,🐾
მაგრამ წართმეულ ჯანმრთელობას ვეღარ შეწვდება.
იმ წლებს დავლოცავ, შეალია რასაც სიცოცხლე,
ტკივილს და განცდას მოთმინებით გულში დამალულს,
იმ დედას ვლოცავ, ძლიერ ხელს რომ გამოგიწოდებს
და აგარიდებს სახეს ჯაფით, შრომით დაღარულს.
იმ თვალებს ვლოცავ, რა თვალებიც შვილებს ამშვიდებს,
ლოცვა-კურთხევით ნაჩურჩულებ სიტყვებს ხატის წინ.
იმ ქართველს ვლოცავ, აღმართები რომ არ აშინებს,
გულში იმარხავს თუ რამ ტკივილს ტანჯვას განიცდის.
იმ ხელებს ვლოცავ ნაჯაფარს და ნაოჭით სავსეს,
რამაც ოჯახი გამოკვება წლების მანძილზე,
იმ დაღლილ ბეჭებს, საქართველო ტვირთად რომ აწევს,
დედას ლუკმა რომ ყელში ახრჩობს უცხოს სადილზე.
იმ სიზმრებს ვლოცავ, რა სიზმრებმაც სულ რაღაც წამით,
ნანატრ შვილებთან ჩაახუტათ გულის უბეში.
იმ მთვარეს ვლოცავ, თქვენ სათქმელს რომ მოისმენს ღამით
და უფლის ძალას, ვინაც მოგცათ დღემდე ნუგეში.
გლოცავთ იმ გულით, რა გულითაც გლოცავდით დღემდე,
თქვენი ტკივილი ჩემში უკვე ნაკვერჩხლად იქცა,
ცეცხლნაკიდები ალალ გულით რამდენსაც ვენდე,
ღალატს წავაწყდი, მაგრამ მაინც უფალი მიცავს.
არ შეუშინდეთ, აიტანეთ გზა გოლგოთისა,
ყოველ ნაბიჯზე შეგაშველებთ ხელებს უფალი.
რწმენა,იმედი თუ გექნებათ მაღალ ღმერთისა,
მუდამ გექნებათ გზა ხსნილი და თავისუფალი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев