Предыдущая публикация
www.loveis.ge esaris egskluzivi gacnobis servisi, jer amsaitis analogi arshekmnila sakartveloshi, loveis.ge amsocialuri kselit tkven shedzlebt gaicnot damegobrdet moidziot dzveli megobrebi, shemogviertidit chven bevrni vart
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2
პირველი ბერძენი ფილოსოფოსების შესწავლისას მკაფიოდ ჩანს მითოსიდან (ფანტასტიკური წარმოდგენა) ლოგოსზე (რაციონალური ანალიზი) გადასვლა. მითოსის ტრადიციაში ფესვგადგმული ეს ფილოსოფოსები ბუნებას აპყრობენ ყურადღებას და, საგანთა მიერ თითქმის მოჯადოებულნი (=ისინი პოეტები არიან), მის საწყისს ეძებენ (=ფილოსოფოსობენ).
ამგვარად, მათი ფილოსოფიური პრობლემა უფრო რეალობის (ანუ სამყაროსა და ბუნების) პრობლემაა. საგანთა მრავალფეროვნებისა და მათი უწყვეტი სახეცვლილების წინაშე ბუნების ეს მკვლევარები რწმუნდებიან, რომ მრავლობითი (=საგანთა და მათ მოვლენათა მრავალფეროვნება და სიმდიდრე) ერთს ექვემდებარება: ერთი კი არ მომდინარეობს მრავლობითიდან, არამედ პირიქით, მრავლობითი-ერთიდან, რომელიც ასევე ცვლადი, ცვალებადი, ანუ ქმნადი (φύσις = ბუნება) მრავლობითის საწყისიცაა (άρχή).
ბერძენ ფილოსოფოსებს სწამთ, რომ ყოველივეს ქვემოთ არსებობს ერთადერთი და მარადიული რეალობა (საწყისი) და ყოველივე არსებული მისი წარმ
...Ещёპირველი ბერძენი ფილოსოფოსების შესწავლისას მკაფიოდ ჩანს მითოსიდან (ფანტასტიკური წარმოდგენა) ლოგოსზე (რაციონალური ანალიზი) გადასვლა. მითოსის ტრადიციაში ფესვგადგმული ეს ფილოსოფოსები ბუნებას აპყრობენ ყურადღებას და, საგანთა მიერ თითქმის მოჯადოებულნი (=ისინი პოეტები არიან), მის საწყისს ეძებენ (=ფილოსოფოსობენ).
ამგვარად, მათი ფილოსოფიური პრობლემა უფრო რეალობის (ანუ სამყაროსა და ბუნების) პრობლემაა. საგანთა მრავალფეროვნებისა და მათი უწყვეტი სახეცვლილების წინაშე ბუნების ეს მკვლევარები რწმუნდებიან, რომ მრავლობითი (=საგანთა და მათ მოვლენათა მრავალფეროვნება და სიმდიდრე) ერთს ექვემდებარება: ერთი კი არ მომდინარეობს მრავლობითიდან, არამედ პირიქით, მრავლობითი-ერთიდან, რომელიც ასევე ცვლადი, ცვალებადი, ანუ ქმნადი (φύσις = ბუნება) მრავლობითის საწყისიცაა (άρχή).
ბერძენ ფილოსოფოსებს სწამთ, რომ ყოველივეს ქვემოთ არსებობს ერთადერთი და მარადიული რეალობა (საწყისი) და ყოველივე არსებული მისი წარმავალი გამოხატულებაა. ამგვარად, შეგვიძლია აღვნიშნოთ პირველი ბერძენი ფილოსოფოსების საერთო თვისებები:
1. ისინი ცდილობენ ცვლადი, ანუ ქმნადი მრავლობითის საწყისს მიაკვლიონ, რადგანაც სურთ, იპოვონ ცვლადი და ქმნადი საგნების ფესვი და შემადგენელი.
2. თითქმის ყველა მათგანი საკუთარ დოქტრინას წარმოადგენს პოემის სახით, სახელწოდებით ,,ბუნების შესახებ“ (Περί φύσεως), ამიტომაც მათ ფილოსოფოს-პოეტებს უწოდებენ და ბერძნულ პოეტურ-მითოლოგიურ ტრადიციას უკავშირებენ.
3. შედეგად, მათი რაციონალობა, ანუ კრიტიკული განსჯა (რაშიც მდგომარეობს ფილოსოფოსობა) ძლიერ შემოქმედებით წარმოსახვას ერწყმის. ამგვარად, მიღებული რაციონალობა თანამედროვე ეპოქის ადამიანებს ზოგჯერ ცოტა მოუხეშავი გვეჩვენება. ბერძნული ფილოსოფიის ეს პერიოდი (სოკრატემდელი პერიოდი) ჩვ. წ.-აღ.-მდე VI-V საუკუნეებს მოიცავს: ის იონიური სკოლიდან სოფისტებამდე გრძელდება.