Предыдущая публикация
დედამიწის წიაღში,
რა ღრმად (არანაკლებად ვაზზე)
მიდგას ფესვები,
შუბლზე მეარილება მზე,
ათასწლის წინაშე,
ვსუნთქავ მარილიანად
და მითრთიან მყესები.
მეკუმშება კუნთები,
ვიზმორები და ვხარობ,
ახლად გაღვიძებული
ერთი ციდა ბალღივით,
პირველად რომ შეხედა
მიამიტად სამყაროს
და ვიშლები ბეჭებში
ფართო იალაღივით.
მერე,უცებ ერთგვარი
გარინდება შემიპყრობს
და მე,როგორც შუადღის
სიო გავისუსები,
ჰო,გამგები - გამიგებს,
ადრესატი - შეიტყობს,
აკი,ძველად გვიწოდეს
კიდეც "მიწის მუშები
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев