Предыдущая публикация
რომ ვთქვათ,
ვერც ვერავინ მომაწონა თავი,
არავისთვის ამიგია კოშკი
ვერავისთვის დამითმია გული,
ოცნებებში ვიხატავდი გრძნობას,
რეალობას ვამარცხებდი შიშით,
სულ გავრბოდი,ვაჩერებდი განცდით
სინანულით გამოწვეულ ტკივილს,
ახლაც ასე, სიყვარულის შიშით
სიყვარული ავიფარე ფარად,
არც არავინ მყვარებია
რომ ვთქვათ
ვერც ვერავინ ვერ მოვხიბლე თავად,
მე უბრალოდ გავურიგდი უფალს
რომ სატანჯველს არ მომაკლებს
ამ მხრივ......
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев