Предыдущая публикация
წმინდა ნინო ლოცულობდა,
ყოველ ღამე ბავშვობაში,
ანგელოზმა გააღვიძა,
რომ ეძინა მას ოდაში.
ასე უთხრა შენ წილად გხვდა,
მოიარო საქართველო,
თან წაიღე ვაზის ჯვარი,
და სუყველგან მტკიცედ გევლოს.
ნინომ კაბადოკიიდან,
საქართველის გამოსწია,
თმას ჩაიწნა ვაზის ჯვარი,
და ჯავახეთს მიაღწია.
გადმოლახა მტკვრის სათავე,
წამოვიდა ახალციხეს,
სომხებმა რომ დაინახეს,
ეს ვინაა? ერთურთს ჰკითხეს.
ნინომ სამცხე-ჯავახეთში,
იქადაგა უფლის ნებით,
მერე ბარში წამოვიდა,
ნახა მცხეთა-მთიანეთი.
იქაც ბევრი მოაქცია,
უფლის წესებს და ადათებს,
როცა მეფეც დაარწმუნა,
მას უგებდენ დიდ ფარდაგებს.
მოიარა წმინდა ნინომ,
საქართველოს ყველა კუთხე,
ბევრ ქრისტიანს გაუხარდა,
ის წმინდანად რომ აკურთხეს.
06/07/2019წ ვ.მოსიძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев