,,,,,,,,,,,,,,,,,,,
იცით რთულია ოქროს ასაკში
რომ უკვირდები იმ ფეხთ საბიჯგებს
და ვით ჭეშმარიტ ყოფის არაკში
ეამბორები ნამდვილ ნაბიჯებს
გულში შევბოჭე განვლილი წლები
მიუალერსე ქართულ ნაპირებს
უქარქაშოთ არ დავტოვოთ ხმლები
მათ დაჩლუნგებას აღარც ვაპირებთ
ცოტა ძნელია ეს შედარება
მტრებთან ერთადა ჩვენ გვძარცვავს მგლებიც
აქ ერის სულიც ზვავს ედარება
თითქოს იმსხვრევა მომთმენის თვლებიც
ბევრი სიკეთე ვნახეთ სასწორზე
ულამაზესი საღი თვისება
სამყარო მყდამ იდგა გზა სწორზე
დღეს გარყვნილების ქუხს ათვისება
მე ესე ვიტყვი ზოგჯერ მრცხვენია
სამშობლოს ყელზე ეხვევა ბარდი
ზოგს არც აწუხებს ხალხის სხვენია
თუმც მათით , სტუმრად გვეწვიოს დარდი
ორპირმა მთქმელმა , მთქმელმა ვაცურმა
ვხედავ სიყალბით შეავსო თასი
დილით ნათქვამმა სიტყვამ კაცურმა
საღამოს რატომ დაკარგა ფასი
ჩასუნთქულ დაისს სევდა სდევს მთელს წამს
ამოსუნთქვისას კი აისს ვდარდობთ
ქარიც სიმშვიდეს უკარგავს ლერწამს
ამ ქვეყანაში ან როდის ვარდობს
მწარე სიმართლით უფრო ვრწმუნდებით
გულმართალ ღვთის შვილს ვაგზავნით გერად
რადგან მთავრობას არ აქვს ხუნდები
ჩვენ მათ უცქერით სიმბოლურ ბგერად
ძველი მთავრობა რატომ არ გარბის
ახალი ნეტავ რას ფიქრობს ქვეყნად
აკვნის სიწმინდე სიწმინდე კარბის
აღარ დავკარგოთ ვიბრძოლოთ ერთად
თქვენ წასულებო აქ ლექსად რომ ვთქვათ
რად დაიგულეთ ერი თქვენს ყანად
თქვენი წარსულით დღეს აწმყოც მოსთქვამს
ფეხქვეშ რად სთელეთ მთელი ქვეყანა
აქედან მხოლოდ გუშინ წახვედით
თქვენმა საქმემაც ცუდად გვატარა
ზოგი ქონებით ცაში ახვედით
უნდა გეფიქრად ალბათ პატარა
სიდუხჭირისთვის მოძღვნილ ფულებით
ურწმუნოებმა ბანკები გახსნა
თან უსირცხვილო ყალბი ფულებით
თითქოს ცოდვების დაიწყეს დახსნა
შეპირებების ტყუილი წუთებით
რის სამუშაო ან კიდევ რა ხსნა
ხალხიც რომ სადღაც გარბის ფუთებით
ვისი ბრალია რად უნდა ახსნა
ძარცვეს დოვლათი და თითო გროშში
მენახევრებად ჩაგვიჯდნენ წილში
უიარაღო კრედიტულ ომში
ხალხი გაწამდა და ოხრავს ძილშიც
ზღვარი არ უჩანს ჩაგვრის კიდეებს
მთავრობის სიტყვა ? მუდამ სატანა
მათი სიხარბის გადამკიდეებს
სულ მუდამ გვიჭირს თავის გატანა
ღმერთმა ჰქნას მაგრამ კეთილს არც ველი
ამიტომ არ მაქვს მათი ატანა
ისტორიამაც იგრძნო ნაღველი
მსურს მოვახერხო ფურცელს დატანა
სიკეთის მადლი ქართულ ოჯახებს
თან სამსახურიც დოვლათთან ერთად
ფესვები აძლევს ხალხნო, ო, ჯანს ხეს
და ახალისებს სინაზე ფერთა
,, გერმანე საზანოველი,,, 5,28.2014. წელი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев