დავტოვებ სევდით, დავტოვებ ცრემლით,
მე გულში უკვე ვიგრძენ სიცივე,
სიბნელე არის გარშემო ვრცელი მე ყველას გტოვებთ და შენ ერთს გეტყვი.
შენ ჩემს გულში ხარ იქნები მუდამ ,
ეს ნათქვამი მაქვს და გეტყვი მუდავ,
ნუ მომატყუებ მხოლოდ ამას გთხოვ
ეს ჩემი გრძნობა წმინდაა სუფთა.
შენც შემიყვარე მე ხომ მეტს არ გთხოვ ,
ვიქნებით ერთად ყოველთვის ყველგან ,
მე შენ მიყვარხარ გაგიმეორებ
და ამას ვიტყვი ყველასთან ერთად ,
მე ის არ მითქვამს რომ არ მიყვარხარ
შენ ნუ გაიგებ ჩემს სიტყვებს ცუდათ ,
გული მკარნახობს რასაც ახლა ვწერ
ვზივარ მე მარტო გატეხილ გულთან.
ბოლოს ყველაფერს გული გააქრობს ,
როგორც მან შექმნა ეს გრძნობა წმინდა ,
ამ სიყვარულმა სული გაათბო
და მე ყოველთვის შენ გვერდით მინდა.
მომბეზრდა ! ღმერთო სეტყვა მზის ნაცვლად...
მომბეზრდა ! გულში ამ ბოღმის თოვა,
მომბეზრდა ! ღმერთო ჯურღმული სახლად,
მომბეზრდა ! ლოდინი ის როდოს მოვა...
მომბეზრდა ! სულთან გაბმული ბრძოლა,
მე შენ მიყვარხარ და არ მესმის რად მიბრაზდები?
ნუ გგონია რომ მე ოდესმე დამავიწყდები
მე შენ მიყვარხარ ჩემო კარგო ძლიერ მიყვარხარ
და გევედრები გაიგო რომ ძლიერ მჭირდები!!!
შენმა თვალებმა დამავიწყა ვინ ვარ რა მინდა
რატომ მოვედი ამ ქყევყანაზე,რად დავიბადე?
მე სიყვარულმა უკვე ბევრჯერ მწარედ მატირა,
გაიგე კარგო მიყვარხარ და მუდამ მეყვარები.
ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ
და სიყვარულის ამბებს ყვებიან
მარტო დარჩენის ნუ გეშინია
დაგიბრუნდები ჩემო ფერია
აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?
მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები
მუხლმოდრეკილი მხოლოდ ერთსა გთხოვ
როცა მე წავალ ნუ ატირდები
შენი ცრემლები დარდად გამყვება
მწარე წარსულად გამყვება გულში
მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ
რომ დარდი ვნახო შენს სიყვარულში
ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს
ჩვენ ხომ ერთმანეთს ასე ვჭირდებით
განშორება ხომ შეხვედრას უხმობს
და შეხვედრამდე ნუ ატირდები!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1