Предыдущая публикация
ჯვარზე გაგაკრეს,
ოცდაათ ვერცხლზე გაყიდულო,
ჩვენო მეუფევ,
გაწამეს წმინდა გულის გამო,
ჩვენო იესო,
ცოდვები ჩვენი ხომ შენ ერთმა
მარტო იტვირთე.
ცოდვილიანი ვართ, უფალო,
გვიმძიმს ვატაროთ,
ასეთი წმინდა სულის კაცი,
როგორ გაწამეს,
ეს ხომ ჩვენს გამო მოხდა,ღმერთო,
ყველამ შეგცოდეთ,
ვერ დავაფასეთ შენი სულის
წმინდა სინათლე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев