მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. თვალებით თანხმობა, თვალებით უარი და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია, შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის, მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია! მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 1
დავთვერიო დააბრალა სმას,
მეხვევაო დააბრალა ქალს,
ვერ ხვდებაო დააბრალა ხალხს.
დავიწვიო დააბრალა მზეს,
რა ბილწიო დააბრალა ზმნებს,
შევბერდიო დააბრალა ცრემლს,
ვერ შეკრა და დააბრალა წრეს.
გავცივდიო დააბრალა თოვლს,
არ მიცდიო დააბრალა დროს,
უვიციო დააბრალა ბრბოს,
ცრუ ფიციო დააბრალა ბოზს.
უზრდელიო დააბრალა შვილს,
კურდღელიო დააბრალა შიშს,
თავს ვკარგავო დააბრალა ფიქრს,
რას ვგავარო დააბრალა ფირს.
არ მყოფნისო დააბრალა ფულს,
მაყოვნებსო დააბრალა პულსს,
კარგიაო დააბრალა ცუდს,
ნაღდიაო დააბრალა ცრუს.
მოკლედ ყველაფერი ასე დააბრალა სხვას
ცარიელი ცოდვით სავსე საფლავის ქვად დგას.
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია