(mtvaris romansi)
შროშანის ქათქათა კაბით
სამჭედლოს ეწვია მთვარე,
და ბიჭი უყურებს ჩუმად
და ვეღარ აშორებს თვალებს.
თეთრ მკლავებს იშიშვლებს ურცხვად
და ოდნავ ნისლიან ცაში
ავხორცი და წმინდა მთვარე
თითბერის ძუძუებს აჩენს.
- ო, მთვარევ, გაიქეც, თორემ
სულ მალე ბოშები მოვლენ
და გამოადნობენ შენგან
ბეჭდებს და საყურის რგოლებს.
- პატარავ მომეშვი ახლა,
მე მინდა ცეკვა და ლხინი,
ბოშები როდესაც მოვლენ,
შენ გრდემლზე გნახავენ მძინარს.
ო, ჩქარა, გაიქეც მთვარევ
არ გესმის ფლოქვების ეხო?
_ უყუჩე პატარავ, კარგი,
კაბაზე ნუ მადგამ ფეხებს. . .
ველების შმაგ დოლზე უკრავს
ნალების ფიცხელი რკინა,
სამჭედლოს ვეება გრდემლზე
პატარას ნებივრად სძინავს.
მოჭუტულ თვალების ელვით
განათდა უეცრად შარა,
ბოშები გამოჩნდნენ გზაზე _
ბრინჯაოს ზმანებას გვანან.
ო, როგორ აკივლდა ჭოტი,
დაბურულ ჭალების მთვარეს
ხელჩაკიდებული მიჰყავს. . .
სამჭედლოს ეზოში ისმის
ბოშების ტირილის ზარი,
და ოდნავ ნისლიან ცაში
მიდიან ბიჭი და მთვარე.
/ფედერიკო გარსია ლორკა/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5
espanelia ciraa espaneli
getanxmebii