Предыдущая публикация
ჯიში მაქვს ისეთი - სულს აგიწიოკებს,
სამშობლო - არხვატი, მტირსათვის - შიშეთი!
ბრძოლის ჟინს ვერ იკლავს, ვერაფრით იოკებს.
სულ რომ არაფერი - გული მაქვს იმხელა,
რწმენა - ქრისტიანის, მთებს რომ აზანზარებს,
ცეკვა მაქვს ისეთი... ისეთი სიმღერა...
აღადგენს საფლავში ჩადებულ ლაზარეს!
სულ რომ არაფერი - ისეთი ქალი მყავს,
ისეთი შვილი მყავს - სამოთხის მარცვალი,
როგორ ვთქვა - "ასეთი სამშობლო არ მიყვარს?!.."
ასეთი სამშობლო რა განძში გავცვალო?
შორს რომ არ წავიდე, არ გავცდე ბასიანს,
ღმერთი მყავს ჯვარცმული და მზეზე ნათელი,
"ფეხებზე მკიდია ევროპაც, აზიაც..."
მე ისიც მეყოფა, რომ მქვია ქართველი! (თორრნიკე ნაროზაული)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев