ო, რა იქნება, დამმარხე, ქარო, ახლობელთაგან არვინ მოვიდა, ჩემს გვერდით მხოლოდ სუნთქვაა მიწის და მონაქროლი სიო შორიდან. ერთ დროს მეც ვიყავ თავისუფალი, ვერ ვერეოდი სიცოცხლის წყურვილს, ახლა კი გდია ჩემი ცხედარი და უკანასკნელს შენ განდობ სურვილს. დაფარე ჩემი შავი ჭრილობა საღამოს ბინდის ნაზი სალბუნით, სთხოვე ცისფერ ნისლს, რომ წაიკითხოს, როგორც წესია, ჩემთვის ფსალმუნი, რომ მარტოდმარტო, ადვილად შევხვდე მარადი ძილის მხარეზე ფიქრებს, აახმიანე მაღალი ისლი, ჩემს გაზაფხულზე იმღეროს იქნებ
დგას ეკლესია პატარა ბაღში... აქ თითქოს რაღაც გამოიცვალა... ამ სკამთან ხშირად ვხედავდი მოხუცს, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. მოდის საღამო, ზეცა მშვიდია, ბაღში ვიღაცა უცნობი დადის, სადღაც ღრუბლები ნელა მიდიან... და ახლა ვხვდები, დრო როგორ გადის. მოხუცი მოკვდა. სხვაც ბევრი ხდება. ვის, ანდა რისთვის დასწყდება გული... სადღაც, მახლობლად, ჩიტი უსტვენდა, და ბაღში იდგა სიმშვიდე სრული. და მაინც, მაინც რაღაცა მოხდა, აქ თითქოს რაღაც გამოიცვალა... ამ სკამთან ხშირად ვხედავდი მოხუცს, რომელიც გუშინ გარდაიცვალა...
არ დაგიჩოქებ! რადგანაც ვიცი, რომ წამოდგომა გამიჭირდება. არ დაგიჩოქებ! მე დაჩოქება სულ არავისთან არ მჩვევია. არ დავუჩოქებ! შენს ლამაზ თვალებს შენზე ამაყი მე ვარ იცოდე. არ დაგიჩოქებ! რადგანაც ფასი არ აქვს ჩოქზე დამდგარ სიცოცხლეს
მე ვხედავ თვალებს, თვალებს ვნებიანს, თვალებს ციმციმას, თვალებს ცრემლიანს. მე ვხედავ თვალებს სიცოცხლით სავსეს, მზერით რომ დაცლის ღვინიან თასებს. მე ვხედავ თალებს ლამაზს, სევდიანს, მრავლის მთქმელსა და თანაც ეჭვიანს. მე ვხედავ თვალებს ძლიერ იშვიათს, თვალებს ნაზსაც და თვალებს ცეცხლიანს, მე ვხედავ თვალებს მორცხვს, ალერსიანს, თვალებს ტურფას და თვალებს ეშხიანს. და ეს თვალები ჩვენი სიცოცხლის, თვით სიყვარულის მყარი ღერძია, ვერვინ ამ თვალებს ვერ იპოვიდით, თუნდაც უაზროდ ბევრი გეძიათ!
ვინ რა იცის, როგორ ვცხოვრობ, რად ვიღიმი მუდამ ასე,არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე,მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს,ვერ ხვდებიან, რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს...
შარზე ვარ, ცხოვრებას ვაკვდები ნერვებით... უაზრო ლოდინში, თანდათან ვბერდები... არ მინდა სიცოცხლე შავ-თეთრი ფერებით... ცა მინდა ცისფერი და თეთრი დღეები..
ნუ მისტირი წარსულს!... ის კლავს შენს ძვირფას დროს... ისტორია არ მეორდება...ადამიანები არ იცვლებიან!... ნურასდროს,ნურავის ნუ ელი!... ნუ დგახარ ერთ ადგილზე!...იარე მხოლოდ პირდაპირ!... უკან ნუ იყურები!... ადამიანები,რომლებსაც სჭირდები,აუცილებლად დაგეწევიან!
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 58
ბედმა უცნობი გზით გამაქანა,
თქვენ დარჩით შორი… ცაზედაც შორი…
და, როგორც კარტში აგურის ქალებს
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები
ჩემს შეპირებას ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.
ო, რა იქნება, დამმარხე, ქარო,
ახლობელთაგან არვინ მოვიდა,
ჩემს გვერდით მხოლოდ სუნთქვაა მიწის
და მონაქროლი სიო შორიდან.
ერთ დროს მეც ვიყავ თავისუფალი,
ვერ ვერეოდი სიცოცხლის წყურვილს,
ახლა კი გდია ჩემი ცხედარი
და უკანასკნელს შენ განდობ სურვილს.
დაფარე ჩემი შავი ჭრილობა
საღამოს ბინდის ნაზი სალბუნით,
სთხოვე ცისფერ ნისლს, რომ წაიკითხოს,
როგორც წესია, ჩემთვის ფსალმუნი,
რომ მარტოდმარტო, ადვილად შევხვდე
მარადი ძილის მხარეზე ფიქრებს,
აახმიანე მაღალი ისლი,
ჩემს გაზაფხულზე იმღეროს იქნებ
წუხს ჩემი ფიქრი წლები მიდიან,
ალბათ ბოლომდე უნდა ვღელავდე,
ჩემამდე ალბათ უფრო მეტია,
რა მანძილია ნეტავ შენამდე?!...
ვბერდები წლები ისევ მაგიჟებს
და მაინც ისევ მომაგონდები
მივდივარ ისევ ვითვლი ნაბიჯებს,
ჩემში ხარ მაგრამ მაინც მშორდები..
წვიმს და მიდიხარ დღეს...
ნისლია და ქარი ქრის...
ეს მაინც მითხარი: მე
იმედი მქონდეს რის?
იმედი მქონდეს რის,
როდესაც ცივა და ქრის,
როდესაც მიდიხარ დღეს
და ნახავ არ ვიცი ვის...
არ ვიცი ვის ან რას,
იქნება... ვინმე სხვას...
დგას ეკლესია პატარა ბაღში...
აქ თითქოს რაღაც გამოიცვალა...
ამ სკამთან ხშირად ვხედავდი მოხუცს,
რომელიც გუშინ გარდაიცვალა.
მოდის საღამო, ზეცა მშვიდია,
ბაღში ვიღაცა უცნობი დადის,
სადღაც ღრუბლები ნელა მიდიან...
და ახლა ვხვდები, დრო როგორ გადის.
მოხუცი მოკვდა. სხვაც ბევრი ხდება.
ვის, ანდა რისთვის დასწყდება გული...
სადღაც, მახლობლად, ჩიტი უსტვენდა,
და ბაღში იდგა სიმშვიდე სრული.
და მაინც, მაინც რაღაცა მოხდა,
აქ თითქოს რაღაც გამოიცვალა...
ამ სკამთან ხშირად ვხედავდი მოხუცს,
რომელიც გუშინ გარდაიცვალა...
მე მეშინია შენი სიზმრების
იანვრის ღამის მკაცრი ყინვების
და უნუგეშო ჩუმი ფიქრების
ფერფლად ქცეული თეთრი ფიფქების.
მე მეშინია შენი ოცნების
მეწამულ ფერის ზღვების ტალღების
და შორეული ცის ელვარების
ჩაქრობისა და გარდაცვალების.
მე მეშინია შენი თვალების
წარსულის ბნელი ღრმა მღვიმეების
და მახსოვრობის ცეცხლის ალების
არყოფნის ცივი ნაპერწკალების.
მე მეშინია შენი ბავშვობის
დაბერებული უკვდავი სულის
და სიმარტოვის თეთრი კუნძულის
მოგონებების ნისლში გაქრობის.
მე მეშინია შენი სიზმრების
ცხადად ქცეული მოჩვენებების…
მე მეშინია მოჩვენებების
სიზმრად ქცეული შენი სიცოცხლის.
cxovrebashi ert shecdomas kvela ushvebs,
mxolod im erts ver ascorebs veraferi,
tu ki martlac damnashaved migachnivar,
mapatie,mapatie kvelaferi.
tu ki sevda gars gexveva rogorc nisli,
tu simartles tkualisgan vegar
varchevt,
tu orive gadagvgala ertad kofnam
mashin mxolod ganshoreba gadagvarchens.
me mivdivar, me gshordebi radgan
vxedav,
chvens shexvedrebs ar shordeba
muki feri
da tu martlac damnashaved migachnivar
mapatie,mapatie kvelaferi
არ დაგიჩოქებ! რადგანაც ვიცი,
რომ წამოდგომა გამიჭირდება.
არ დაგიჩოქებ! მე დაჩოქება
სულ არავისთან არ მჩვევია.
არ დავუჩოქებ! შენს ლამაზ თვალებს
შენზე ამაყი მე ვარ იცოდე.
არ დაგიჩოქებ! რადგანაც ფასი არ აქვს
ჩოქზე დამდგარ სიცოცხლეს
დუმს ტელეფონი...
და ამ დუმილში შენი ფარული ზიზღი იწყება.
მე ჩემს გრძნობებთან ისე მიგიშვი,
ტკივილში იშვა თავდავიწყება.
და დავიღალე ამ თამაშებით...
და ამომევსო სულის სისრულე,
თუ შენ გინდოდა,გადამარჩენდი,
მაგრამ ვაი,რომ არ მოისურვე.
მე მინდა შენი წაწალი მერქვას
და თივის ზვინთან ვნებად ვდიოდე,
ვგრძნობდე შენს სუნთქვას და გულის ფეთქვას
და გათენება არ მოდიოდეს...
მე ვხედავ თვალებს,
თვალებს ვნებიანს,
თვალებს ციმციმას,
თვალებს ცრემლიანს.
მე ვხედავ თვალებს
სიცოცხლით სავსეს,
მზერით რომ დაცლის
ღვინიან თასებს.
მე ვხედავ თალებს ლამაზს, სევდიანს,
მრავლის მთქმელსა და
თანაც ეჭვიანს.
მე ვხედავ თვალებს
ძლიერ იშვიათს,
თვალებს ნაზსაც და
თვალებს ცეცხლიანს,
მე ვხედავ თვალებს
მორცხვს, ალერსიანს,
თვალებს ტურფას და
თვალებს ეშხიანს.
და ეს თვალები ჩვენი სიცოცხლის,
თვით სიყვარულის მყარი ღერძია,
ვერვინ ამ თვალებს ვერ იპოვიდით,
თუნდაც უაზროდ ბევრი გეძიათ!
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა,
ქვეყანასა ზედა მშვიდობა და
კაცთა შორის სათნოება!
მამაო ჩვენო,
მოგვმადლე ცოდვილთ,
ბოროტი ვდევნოთ
სიკეთის ცოდნით.
დედაო ღვთისავ,
წილხვედრი ერი,
გაგვხადე ღირსად -
გვიყვარდეს მტერიც.
წმინდაო ჯვარო,
ლოცვა და მარხვა,
ცხონების წყაროდ
ირწმუნოს ხალხმა.
ნუგეში გვერთვის,
ყოველი წამით, -
ჩვენთან არს ღმერთი!
და იყოს, ამინ
ქალი ისეთი ვინმეა, ვერას დააკლებს ხანი,
გულს მუდამ შეუთამაშებს ალერსიანი ქმარი,
ქალი ისეთი ვინმეა, ქარსა და გრიგალს უძლებს,
ხელდახელ შეებრძოლება მეხად მოვარდნილ ღრუბელს!
ქალი ისეთი ვინმეა, ვითა მაისის ვარდი,
სულ ნაადრევად დაჭკნება, თუ გაუჩინე დარდი,
ქალი ისეთი ვინმეა, უნდა ეფერო მუდამ,
ქალს არაფერი არ უნდა? ქალს ყველაფერი უნდა!
ქალი ყოველთვის ქალია, ქალი-მზეა და სითბო,
შენ არ გეგონოს არა სწყინს, თუკი ყველაფერს გითმობს....
_________JNNMNNN_¿¿¿¿¿¿gg¶¶g¡
____ g¿_______ÑÑJÑg¶ÑÑÑÑÑÑÑÑÑÑÑÑÑ_
____ÑÑÑѶ ¿ ___’Ñ_*ÑÑÑÑÑÑÑ°$°ÑÑÑÑÑÑ¿
____ÑÑÑÑ ÑÑ__æ g ¶¶¶g¡_Ñ_gÑÑѶ¶Nþ’ÑÑ[
______Ѷµ¯g¶Ñ ÑÑÑÑÑ Ñ ÑØ_¶ÑÑÑÑÑÑÑÑ_¹ÑÑ
__________~¶ÑÑÑÑÑÑÑѸ¶ _ ¶Ñ ¶Ñ¶@ ÑÑgÑѶþ
__________¶ÑÑÑÑÑÑ¡ÑÑ_Ñ@»^°_, ÑLÑÑÑÑѾ
__________¶ÑÑÑÑÑ_ÑÑÑѶg¿¿¿g¶ÑÑ NÑÑÑÑÑÑL
__________, ÑÑÑÑÑL_ÑÑÑÑÑÑÑÑÑÑÑÑÑgÑÑÑÑÑÑ
__________á ÑÑÑÑÑÑ¿_ÑÑÑÑÑÑÑÑÑѯ_¿¯ÑÑÑÑÑ
___________ Ñ ÑÑÑÑѶg¿_¯^^^¿g¶ÑÑÑÑLÑѯ
__________]Ñѯ _ _¶ÑÑÑÑÑÑÑÑÑÑÑÑÑÑÑ
_________, ÑÑ____¶ÑÑÑÑÑÑÑÑÑÑÑÑÑѯ
________¿ÑÑ_____ _¶ÑÑÑÑÑÑÑ°¿¿¿¿¿__
______¿¶ÑmNN~°°° ã¿^°ÑÑÑѶg_
____æÑÑ__`µ’¶µ__________ÑÑÑÑÑѶgg¿°ÑѶ þ¿_
_g¶Ñ______ÑÑ¿ÑѶ_________¯ÑÑÑÑÑÑÑÑÑ ÑÑÑ ÑÑþ_
JÑ________¶ÑѾ`ÑÑç ¯¯¯^^¯¯¯¯ ¯¯
__________`ÑÑѶÑÑÑ_
___________'¶ÑÑ ÑÑÑ
_____________¯ÑÑÑÑÑ
________________°ÑÑ
,,ნიღბად არასდროს არ ვხმარობ ღიმილს , სიმართლეს პირში მივახლი ყველას , ამაყი გული ზოგჯერ თუ ტირის, მაინც არვისგან ვთხოულობ შველას..
" იმაზე საშინელი არაფერია,როცა ვერ გიგებენ როცა ოცნების კოშკებს დაგინგრევენ,როცა ღიმილის ღირსი ხარ და მწარედ გატირებენ .
ვინ რა იცის, როგორ ვცხოვრობ, რად ვიღიმი მუდამ ასე,არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე,მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს,ვერ ხვდებიან, რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს...
შარზე ვარ, ცხოვრებას ვაკვდები ნერვებით... უაზრო ლოდინში, თანდათან ვბერდები... არ მინდა სიცოცხლე შავ-თეთრი ფერებით... ცა მინდა ცისფერი და თეთრი დღეები..
ფეხზე მკიდიხარ უბედურებავ,არ დაგნებდები და არ ვიტირებ,ღვინოს დავლევ და ავხარხარდები და რომ დავთვრები,დედას გიტირებ
ნუ მისტირი წარსულს!... ის კლავს შენს ძვირფას დროს... ისტორია არ მეორდება...ადამიანები არ იცვლებიან!... ნურასდროს,ნურავის ნუ ელი!... ნუ დგახარ ერთ ადგილზე!...იარე მხოლოდ პირდაპირ!... უკან ნუ იყურები!... ადამიანები,რომლებსაც სჭირდები,აუცილებლად დაგეწევიან!
მთავარია - იცხოვრო, როგორც ბავშვობაში. გრძნონებისა და ემოციების დამალვის გარეშე.