Предыдущая публикация
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელები "ოსასუნასთვის" მზადებას განაგრძობენ. აღსანიშნავია, რომ სესიაზე ერთადერთი კანტერანო, ლუკასიც იმყოფებოდა.
კარლო ანჩელოტიმ გუნდი ორ სხვადასხვა ჯფუფად დაყო. პირველ ჯგუფში 18 ფეხბურთელი იმყოფებოდა, რომლებმაც სესია ინტენსიური გახურებით და სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიშებით დაიწყეს. მეორე ჯგუფში მეკარეები კასილიასი, დიეგო ლოპესი, ხესუსი და მეხიასი იმყოფებოდნენ, რომლებიც ვილიამ ვეკის მიერ, მითითებულ კონკრეტულ დავალებებს ასრულებდნენ, ბურთთან ერთად. ამასობაში, ვარანი შენობის შიგნით იმყოფებოდა, ხოლო ხედირა და კოენტრაუ აღდგენით ვარჯიშებს განაგრძობდნენ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев