კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ დაიბადა, 1985 წლის 5 თებერვალს, პორტუგალიის ქალაქ ფუნშალში. იგი არის პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და მადრიდის "რეალის" წამყვანი ფეხბურთელი.
2009 წლის 26 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდა, რომელიც იმ დღიდან ისტორიას ქმნის. მისი ტრანსფერი 96 მლნ. ევრო დაჯდა, და რონალდუ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.
კარიერის დაწყება:
ბავშვობაში კრიშტიანუს საყვარელი კლუბი ლისაბონის "ბენფიკა" იყო, იგი 8 წლის ასაკში "ანდორინიაში" თამაშობდა, შემდეგ 1995 წელს ნასიონალში გადაბარგდა. მისი კარიერა როგორც ახალგაზრდა მოთამაშე "სპორტინგში" დაიწყო, სადაც მან 2 სეზონი ითამაშა, შემდეგ მას მანჩესტერ "იუნაიტედი" აკვრდებოდა, რომ არა სირ ალექს ფერგიუსონი, იგი კატალონიის "ბარსელონაში" გადაბარგდებოდა.
სკლუბო კარიერა:
"სპორტინგი"
რონალდუ თავიდანვე ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. თუმცა ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი სპორტინგის ისტორიაში, რომელსაც 16-წლამდელთა გუნდიდან ძირითად გუნდში გადასვლისათვის სულ რაღაც 1 სეზონი დასჭირდა. მან სწორედ ამ დროში გაიარა 4 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი. სადებიუტო შეხვედრაში კრიშტიანუმ მორეირენსეს ორი გოლი გაუტანა. იმავე წელს კი ეროვნული გუნდის რიგებში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.
რონალდუს ყიდვა პირველად "ლივერპულს" სურდა, თუმცა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალგაზრდული ასაკის გამო არ გადაიბირა. მანჩესტერ "იუნაიტედი" რონალდუთი 2003 წლის ზაფხულში დაინტერესდა, "სპორტინგი" – მანჩესტერ "იუნაიტედის" შეხვედრის შემდეგ, რომელი მატჩიც მან საოცრად კარგად ჩაატარა, და სირა ალექს ფერგიუსონის სურვილით იგი ინგლისში გადაბარგდა.
მანჩესტერ "იუნაიტედი"
კრიშტიანუ პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი იყო მანჩესტერ "იუნატედის" ისტორიაში, იგი ინგლისურმა კლუბმა 12,24 მლნ. ევროდ შეიძინა. თავიდანვე კრიშტიანუმ 28-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა განიზრახა. მას არ სურდა მიეღო ვაკანტური მე-7 ნომერი, რომლითაც თავის დროზე იუნაიტედის ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი.
"როდესაც გუნდს შევუერთდი, მწვრთნელმა მითხრა, თუ რა ნომრით მსურდა ასპარეზობა. მე 28 დავუსახელე. მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა, რომ ადრე თუ გვიან 7-ნომრიან მაისურს მაინც მოვირგებდი და ჯობდა ეს ახლავე მომხდარიყო. ეს კი ჩემთვის მოტივაციის ძალიან დიდი წყარო იყო. მხვდა პატივი, მეტარებინა იუნაიტედის 7-ნომრიანი მაისური." – განაცხადა რონალდუმ.
რონალდუს დებიუტი ბოლტონის წინააღმდეგ შედგა. ის მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. 2005 წლის 29 ოქტომბერს კი მიდლსბროსთან 4-1 წაგებულ მატჩში მან გაიტანა იუნატედის ისტორიაში საიუბილეო, მეათასე პრემიერლიგური გოლი. იმ სეზონში რონალდუმ საერთო ჯამში 10 გოლი გაიტანა და წლის ბოლოს, იუნაიტედის ფანებმა გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზიც გადასცეს.
2006 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ფეხბურთელი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ზედიზედ ორჯერ კი ეს ჯილდო მხოლოდ დენის ბერგკამპსა და რობი ფაულერს ჰქონდათ მოგებული. მანჩესტერულ კარიერაში ორმოცდამეათე გოლი კი რონალდუმ მანჩესტერ სიტის გაუტანა. იმავე წელს კი იუნაიტედმა 4-წლიანი შესვენების შემდეგ პრემიერლიგა მოიგო.
2007 წლის მარტში რონალდუს სანაცვლოდ რეალ მადრიდი სარეკორდო თანხას, 80 მლნ. ევროს იხდიდა. ხელფასის სახით კი ფეხბურთელს 120 000 გირვანქას ჰპირდებოდა, თუმცა იმავე წლის 13 აპრილს, ახალი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.
იმავე სეზონის პორტუგალიელმა ინდივიდუალური ჯილდოებიც მოიპოვა: ის დაასახელეს ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და ასევე პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ.
2007-08 წ.წ სეზონი კი რონალდუსთვის უიღბლოდ დაიწყო, რამეთუ პირველივე ოფიციალურ მატჩში გააძევეს პორტსმუთთან შეხვედრაში. სეზონის სადებიუტო გოლი კი კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა, კიევის დინამოს წინააღმდეგ.
2007 წელს პორტუგალიელმა კაკას შემდეგ ოქროს ბურთის ლაურეანტებში მეორე ადგილი დაიკავა.
2008 წლის 12 იანვარს კი რონალდუმ თავის მანჩესტერულ კარიერაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი, ეს ნიუკასლთან მატჩში მოხდა. ჩემპიონთა ლიგაში კი მისი გუნდი სულ უფრო წინ მიიწევდა, მანჩესტერელებმა 1/8-ფინალში ფრანგული ლიონი დაამარცხეს, რონალდუმ განმეორებით მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
2007-2008 წ.წ. სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რონალდუმ ჩელსის წინააღმდეგ, ანგარიშის გახსნა მოახერხა. საბოლოო ჯამში, კი ტიტულს მისი გუნდი დაესაკუთრა, ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს, ანგარიშით 6-5.
მადრიდის "რეალი"
2008 წლის ზაფხულში პორტუგალიელი მადრიდის რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა მანჩესტერულმა მხარემ იუარა. აგვისტოში კი თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ ის მინიმუმ ერთი სეზონით კვლავ მანჩესტერში აპირებს დარჩენას.
2009 წლის 26 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა, რომ რონალდუ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდა, რომელშიც მადრიდის რეალმა 80 მლნ. ფუნტი ხადაიხადა, რაც 96 მლნ. ევრო გახლავთ, იგი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურელი გახდა.
აქედან მოყოლებული რონალდუ მადრიდის "რეალის" წამხვანი ფეხბურთელი ხდება, მას 216 გოლი 226 მატჩში აქვს გატანილი, 2010/11 წლის სეზონში მან რეკორდი დაამყარა "ლა ლიგაში", ამ სეზონში მან "პრიმერა დივიზიონში" 40 გოლი გაიტანა. ლეგენდარული დიეგო მარადონას აზრით ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" 90 000 კაცი შეიკრიბა, რათა მისი პრეზენტაციისთვის ეყურებინა. 4 წლის შემდეგ რონალდუმ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ რონალდუ 216 მატჩში 226 გოლს გატანდა და სამეფო კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. მან "რეალში" 4 ძალიან კარგი წელი გაატარა.
მან პირადი რეკორდი გააუმჯობესა 2013/14 წლის სეზონის დასაწყისში, სუკეთესო სტარტი აქვს მას ამ სეზონში. ხოლო პორტუგალიელი ახალ რეკორდთან ახლოს არის მან "ჩემპიონთა ლიგაში' 4 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა, რაც ჯგუფურ ეტაპზე მაქსიმუმია, კრიშტიანუს შანსი აქვს, რომ რეკორდი დაამყაროს და ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანოს.
ეროვნული ნაკრები
რონალდუს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდუს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.
2008 წელს კი კრიშტიანუმ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.
2007 წლის 6 თებერვალს რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში კამერას შეაფურთხა, რის გამოც სამკლავური ჩამოართვეს. ევრო 2012-ზე რონალდო კვლავ ნაკრების კაპიტანია. ამ ტურზნირზე მან სამი გოლის გატანა მოახერხა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев