გთავაზობთ იკერ კასილასის მატჩის შემდგომ კომენტარს..
"ჩვენ შესანიშნავად ვასპარეზობთ "ჩემპიონთა ლიგაზე" და გაფქტობრივად განაღდებული გვაქვს ჯგუფიდან პირველ ადგილზე გასვლა. ახლა დროა გადავერთოთ "ლა ლიგაზე", ჩვენ გვაქვს საშუალება დავეწიოთ "ატლეტიკოს" და "ბარსელონას".
"ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, რომ კარგი მატჩი ჩავატარე. მე მესმის მწვრთნელის, ის მენდობა და მაძლევს თამაშის საშუალებას. დიეგო შესანიშნავი გოლკიპერია და ნამდვილად იმსახურებს სათამაშო დროს. რთულია კონცეტრირებული იყო, როდესაც 2 კვირაში ერთხელ გიწევს თამაში, მაგრამ თანაგუნდელები ყველაფერს მიადვილებენ. მე "რეალში" ვრჩები იანვარშიც, ივნისშიც და კონტრაქტის ამოწურვამდე არსად წასვლას არ ვაპირებ".
"ბუფონი ჩემი კარგი მეგობარია. იგი მოვიდა ჩემთან და მომილოცა ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა. ასევე წარმატებები მისურვა და იმედი გამოთქვა, რომ მალე მიხილავდა".
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев