შეცდომები. მე არ ვიცი, ცხოვრების გზა სად წამიყვანს, ნუ გგონია, რომ მე
შენგან მეტს მოველი. ნუ იდარდებ, მე შევძლებ და წამოვდგები, არ დავუხრი
თავს ამ მძიმე განსაცდელებს. მერე რა, თუ გული კვლავაც მომიკალი, უფლის
მადლი ვიცი თავს არ დამანებებს. ნუ იდარდებ, მე ხომ შენზე ძლიერი ვარ,
შემიძლია დავამარცხო ყველა დარდი. მერე რა, რომ გული წყენას ვეღარ იტევს,
მერე რა, რომ თავზე მეტად შემიყვარდი. ნუ იდარდებ, ხომ იცი, რომ ღმერთს
ვუყვარვარ და ვიცი რომ არ გამწირავს მისი ძალა. მერე რა თუ ამ ზამთარს ვერ
გადავურჩი, მერე რა, თუ ვერ შევძელი დარდის მალვა. ნუ იდარდებ, მე
ყველაფერს გაპატიებ, მოგიტევებ ყველა ნატკენს, ნაიარევს. ძალა შემწევს
ძველებურად გავძლიერდე, ძალა შემწევს გავუმკლავდე ამ იარებს. არ იდარდო, თუ
შენს მიმართ აღარა ვარ ძველებურად გულღია და თავმდაბალი. მერე რა, თუ
იმედები გამიცრუე, მიტევების ფასი ქვეყნად სხვა რა არის. ჩემს გულში კვლავ
აყვავდება ალუბლები, ჰორიზონტზე სათნოების წამი ხარობს. მერე რა თუ
მაწყენინე, არა უშავს, მე შენ მაინც მოგიტევებ, არ იდარდო. #u6b7bb95d75s#
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев