ჩალით დახურულ რუსეთს სალამი! სისხლიანი, რომ ამკობს ალამი! მე სტოლიპინის რონოდით მოვვლე ბნელი რუსეთი... ვრცელი რუსეთი, და ყველგან შევხვდი ქედმოხრილ მონებს და ყველგან დამხვდა ბრმა ბურუსეთი. წამართვეს ქნარი ტკბილმოუბარი მომწყვიტეს მშობელ მთებს და ტრამალებს და ჟანგიანი ხელთ მომცეს ბარი, რომ თვით გავთხარო ჩემი სამარე! კაცი ჩალად ღირს,სიცოცხლე გროშად, ყველგან ჯალათის ელვარებს დანა, აქ ყოვლისშემძლე ატომის დროში ჯერ კიდევ მეფობს ბრინჯაოს ხანა... და მაინც გულში ღვივის იმედი, თუმც მწუხრი ჰმოსავს მიწას და ზეცას და მეც რა მეთქმის იმისი მეტი `ამ ბორკილებით ვამაყობ დღესაც~ ! ს. პუშკინო, 1952 წ.
რის სიჭაბუკე,რა სიჭაბუკე! ზღვა ბობოქრობდა და ზღვა მიწყნარდა! ყველა,ყოველი ქარს გაჰყვა უკვე, ვინც კი მიყვარდა და რაც მიყვარდა! ცხოვრება მართლაც არის ბაზარი, `ამაოების ბაზარი` ბილწი, ცრუ,ულმობელი და შესაზარი, და თურმე ყველა ამაოდ ვიღწვით! შავ,გავეშებულ უფსკლულებს ვხედავ და საიმედოს გნატრობ ბილიკო, რა იქნებოდა ცხოვრება ნეტა, პოეზია რომ არ ყოფილიყო!
მინდა მტერსა და მოყვარეს ვუთხრა: არ დავიჯერებ,არა აროდეს, თვისივე ხატად შემქმნელ ჩვენს უფალს სიმდაბლე ჩვენი რომ უხაროდეს! მოსწონდეს კრძალვით მის წინ რომ თავს ვხრით, მუხლს ვიყრით,ანდა მუცელზე ვხოხავთ! მწამს უმოწყალოდ წვავს მწარე ფიქრი `ვაი რას ჰგვანან` ჰგოდებს და ოხრავს! ამაყი იყავ ადამიანო! `არსთა გამრიგემ` არ დაინანოს, რომ უბადრუკი თიხისგან შეგვქმნა!
როცა ტუნდრიდან მზიან ღამეში, დაისის ალში მოსჩანს ურალი, მუდამ მწუხარე შენი ხმა მესმის, შენი აჩრდილის ხმა იდუმალი: რომელიც ასე ჰგავს გედის კვნესას, ჰგავს ვერთქმულს ვერცერთ მოკვდავის ენით, მუდამ სარკოფაგს მაგონებს ეს მთა რომელშიც ყრმობა ჩამარხეს ჩვენი. სიმართლისათვის ენებს რომ გვჭრიდნენ და ზურგში გვცემდნენ დანას ფარულად, რადგან სამშობლოს სიყვარულს სთვლიდნენ ცოდვად, უსაზღვრო დანაშაულად! მჯერა განკითხვის ჟამი ეწვევათ ეს `კართაგენიც` დაილეწება!
გახსოვს,ბავშვური საიდუმლო როგორ გამანდე?.. მალვით მაჩვენე იადონის ბუდე პატარა თქვენს ქოხში,ვარდობის თვეში!.. ჰო... ახლა...ახლა აქ რომ იყო ყველასგან მალვით,ბავშვური კრძალვით, მეც საიდუმლოს გაგიმჟღავნებდი: ეს ჩემი გულიც ბუდე არის იადონისა, შენი უკვდავი სიყვარულის ჰანგით აღსავსე!
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 8
განშორების ჰანგები
`ოთახში სიჩუმეა,სიჩუმე განწირულ ძახილზე
მძლავრი`... `მეუბნებოდი,რომ გინახავს ვაშლის
ბაღი,სადაც ქარიშხალმა ყველა ყვავილი გაანადგურა`
ანა ფილიპი
ციმბირის გზებზე
ჩალით დახურულ რუსეთს სალამი!
სისხლიანი, რომ ამკობს ალამი!
მე სტოლიპინის რონოდით მოვვლე
ბნელი რუსეთი... ვრცელი რუსეთი,
და ყველგან შევხვდი ქედმოხრილ მონებს
და ყველგან დამხვდა ბრმა ბურუსეთი.
წამართვეს ქნარი ტკბილმოუბარი
მომწყვიტეს მშობელ მთებს და ტრამალებს
და ჟანგიანი ხელთ მომცეს ბარი,
რომ თვით გავთხარო ჩემი სამარე!
კაცი ჩალად ღირს,სიცოცხლე გროშად,
ყველგან ჯალათის ელვარებს დანა,
აქ ყოვლისშემძლე ატომის დროში
ჯერ კიდევ მეფობს ბრინჯაოს ხანა...
და მაინც გულში ღვივის იმედი,
თუმც მწუხრი ჰმოსავს მიწას და ზეცას
და მეც რა მეთქმის იმისი მეტი
`ამ ბორკილებით ვამაყობ დღესაც~ !
ს. პუშკინო, 1952 წ.
რის სიჭაბუკე,რა სიჭაბუკე!
ზღვა ბობოქრობდა და ზღვა მიწყნარდა!
ყველა,ყოველი ქარს გაჰყვა უკვე,
ვინც კი მიყვარდა და რაც მიყვარდა!
ცხოვრება მართლაც არის ბაზარი,
`ამაოების ბაზარი` ბილწი,
ცრუ,ულმობელი და შესაზარი,
და თურმე ყველა ამაოდ ვიღწვით!
შავ,გავეშებულ უფსკლულებს ვხედავ
და საიმედოს გნატრობ ბილიკო,
რა იქნებოდა ცხოვრება ნეტა,
პოეზია რომ არ ყოფილიყო!
შეგონება
მინდა მტერსა და მოყვარეს ვუთხრა:
არ დავიჯერებ,არა აროდეს,
თვისივე ხატად შემქმნელ ჩვენს უფალს
სიმდაბლე ჩვენი რომ უხაროდეს!
მოსწონდეს კრძალვით მის წინ რომ თავს ვხრით,
მუხლს ვიყრით,ანდა მუცელზე ვხოხავთ!
მწამს უმოწყალოდ წვავს მწარე ფიქრი
`ვაი რას ჰგვანან` ჰგოდებს და ოხრავს!
ამაყი იყავ ადამიანო!
`არსთა გამრიგემ` არ დაინანოს,
რომ უბადრუკი თიხისგან შეგვქმნა!
აქ ყინვის ლოდებით ნაგებ სასახლეში,
ძაძით შესუდრულა,შავია ყოველი...
ყინვის კელაპტართა სხივნი ცახცახებენ
და მგზნებარ მეუღლეს ამაოდ მოველი.
ცივი,ამაზრზენი ყინულის ქანდაკი,
მომგვარეს მის ნაცვლად!.. ყალბია ყოველი!
მთვარემ გაგვიშალა ყინვის სასთუმალი
და ვით ოკეანე ჰქუხს `ავე მარია `
კვლავ ველურ ჰანგებზე დაუკარ მაესტრო,
იქნებ ამ გლოვის ხმას სადმე დავემალო,
ეს ჩემი გზაკვალი უღვთოდ რომ არია,
ო, `ავე მარია`!
`ეგ საფლავთა კუნძულია მდუმარე,
იქვეა საფლავი ჩემი სიყრმის,იქ მივიტანე მე სიცოცხლის მწვანე გვირგვინი!`
ფრ. ნიცშე
როცა ტუნდრიდან მზიან ღამეში,
დაისის ალში მოსჩანს ურალი,
მუდამ მწუხარე შენი ხმა მესმის,
შენი აჩრდილის ხმა იდუმალი:
რომელიც ასე ჰგავს გედის კვნესას,
ჰგავს ვერთქმულს ვერცერთ მოკვდავის ენით,
მუდამ სარკოფაგს მაგონებს ეს მთა
რომელშიც ყრმობა ჩამარხეს ჩვენი.
სიმართლისათვის ენებს რომ გვჭრიდნენ
და ზურგში გვცემდნენ დანას ფარულად,
რადგან სამშობლოს სიყვარულს სთვლიდნენ
ცოდვად, უსაზღვრო დანაშაულად!
მჯერა განკითხვის ჟამი ეწვევათ
ეს `კართაგენიც` დაილეწება!
გახსოვს,ბავშვური საიდუმლო
როგორ გამანდე?..
მალვით მაჩვენე იადონის ბუდე პატარა
თქვენს ქოხში,ვარდობის თვეში!..
ჰო... ახლა...ახლა აქ რომ იყო
ყველასგან მალვით,ბავშვური კრძალვით,
მეც საიდუმლოს გაგიმჟღავნებდი:
ეს ჩემი გულიც ბუდე არის იადონისა,
შენი უკვდავი სიყვარულის ჰანგით აღსავსე!