მხოლოდ ქმარი ერთი დღით ადრე ჩავიდა
კურორტზე.
ჩავიდა, აიღო ნომერი. ოთახში კომპიუტერი
დახვდა ინტერნეტით.
გადაწყვიტა დაეწერა ცოლისთვის
შეტყობინება, რომელიც მეორე დღეს უნდა
ჩამოსულიყო. მაგრამ მისამართი აკრიფა
არასწორედ და ერთი ასო შეეშალა.
გამოვიდა, რომ მისწერა სხვას, ქვრივ ქალს,
რომელმაც წინა დღეს დაასაფლავა ქმარი.
ქვრივმა ფოსტის შემოწმება გადაწყვიტა. იქ
იყო რამოდენიმე შეტყობინება სამძიმრით და
ერთი სათაურით: "ჩემს ცოლს, რომელიც ჯერ
კიდევ სახლშია". შედის ქვრივის შვილი
დედასთან ოთახში. ხედავს გაფითრებული
დედა სკამიდან ცურდება. შვილი უყურებს
მონიტორს, იქ კი შეტყობინებაა: "ძვირფასო!
ვიცი, რომ არც კი გეგონა, რომ მოგწერდი,
მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქ ინტერნეტია!
მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ
ნორმალურად ჩავაღწიე. დავრეგისტრირდი.
ვემზადები შენი ჩამოსვლისთვის. იმედი
მაქვს ჩამოაღწევ დაბრკოლებების გარეშე,
როგორც მე! მოუთმენლად გელოდები:)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 13