შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს, საათებს, წუთებს,წამებს... შენ მოგიძღვნიდი გულის სიმღერას, გულის სიმებით ნამღერს... შენთვის დავკრეფდი ჩემო ძვირფასო, წიტელ ეკლიან ვარდებს... ტაძრის კედელთან მუხლმოდრეკილი შენ დაგინთებდი სანთელს... შენ მოგიძღვნიდი წმინდა სიყვარულს, გულის სიღრმეში ნადებს... შენ მოგიძღვნიდი ცრემლის ნაკადულს წმინდა გრძნობებით სავსეს... სიკვდილიც კი ვერ შემაშინებდა, თავს გავწირავდი გწამდეს! შენ დაგლოცავდი შენთვის დავლევდი, სიკეთით სავსე ყანწებს... შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს, საათებს, წუთებს, წამებს... შენ მოგიძღვნიდი სიცოცხლის ბოლოს, უხმოდ დაშვებულ ფარდებს.
როგორ მტანჯავენ შენზე ფიქრები,ვეღარასოდეს შეგხვდები ნეტავ? მენატრებიან შენი თვალები,შენი ღიმილი,წამწამთა რხევა! ასე მგონია სიზმარი იყო ან მოჩვენება შეხვედრა შენთან... მიყვარხარ-მეთქი რად ვერ გითხარი...გული უშენოდ ვერ გაძლებს ვერა!
უნდა მოგძებნო, უნდა გიპოვო,მაგრამ ვაითუ დამაგვიანდეს... როგორღა გავძლებ მაშინ უშენოდ,ვინ მომიშუშებს გულის იარებს... მომკლავენ მაშინ შენზე დარდები,უცრემლოდ ტირილს მე ვერ გავუძლებ... მხრებჩამოყრილი შევალ საყდარში და ყველა წმინდანს სანთელს დავუნთებ...
მუხლმოდრეკილი მე შევუდგები ჩემი ცოდვების მონანიებას, ჩემი ცხოვრების წარსულ დღეებზე მამაზეციერს ვთხოვ პატიებას... ვთხოვ შემისრულოს მე ერთი თხოვნა ჩემთვის ყველაზე უძვირფასესი, კვლავ შემახვედროს შენ ლამაზ თვალებს,რომ გაქვს სიცოცხლის შუქით სავსენი...
შენ მსაყვედურობ, თითქოს ლექსებს აღარ გთავაზობ, შენ მსაყვედურობ, თითქოს შენთვის ცა დამენანა, რად ვერ გაიგე იშვიათი სევდის რაინდო, მე თუ შენი ვარ, ლექსიც შენი არ არის განა?!
შენში განფენილ სიფაქიზეს ბავშვივით ვუვლი, სულის შებერვით მოგირჩინო მინდა ჭრილობა. მოაქჟამამდე მუდამ ჩუმი და მარტოსული, შენთან ზეიმობს ყველა ჩემი გულახდილობა.
ფიქრი ფარფატა, მობიბინე ყვავის მოლივით, ბედს ბედისწერა ეღობება ზოგჯერ ზეკარად. ჩვენს ლამაზ დღეებს, მსტოვრებივით წამოყოლილი, შური და ჭორი უხამს ფერად ვერ მიეკარა.
დრო მძიმე ფრთებით სხვა სივრცეებს გვპირდება, ვიცი, სიყვარულის მზე მარადიულ საზღვარს გადასცდა. არსებულსა და დაჯერებულს რად უნდა მტკიცი, მე რომ შენ ხარ და შენ რომ მე ვარ, ცაში გადაწყდა.
შენ ნიშნად ჩემი ცხელი ბაგის გატყვია შანთი, შენ, ვინაც მძიმედ გადალეხე სიმწრის ფერდობი, ჩემგან და ჩემთვის მარადიულ კოცონად დანთილს, სიცოცხლე რაა, სიკვდილშიაც კი მოგენდობი.
შენ სიყვარულის ჯადოქარი ხარ! თვით ჯოჯოხეთსაც-სამოთხედ აქცევ, ვისთვის სიო და ვისთვის ქარი ხარ, ვის გულს ამთელებ, ვის ლახვარს ჩასცემ. ოცნებებს, ნატვრებს, სურვილად აქცევ... მერე სურვილებს უთქმელად ხვდები... ბედნიერების სცენარებს დასწერ, და ყველა გრძნობის ბრძანებლად ხდები. მერე მბრძანებლის უფლებებს ამცნობ, ვინც შეგიყვარებს, გასწირავს ღმერთი. დამწყდარ ნერვებზე თამაშობ, ანცობ, და ძლიერ მოგწონს ძალა და ხვედრი... შენ სიყვარულის ჯადოქარი ხარ..."
,მოვალ ,ნარცისებად გაზაფხულზე თეთრით შეგერევი დარდიანო... მოვალ მზის სხივებად ყოველ დილით ყოველ ცისმარეს და ადრიანო... მოვალ კვარაკუნჩხად ღობის ძირში მარტის არეული თვეებიდან... წყაროდ წამოსვლასაც შევეცდები შენ რომ ამომცალო ხელებიდან... მოვალ წვიმის ათას წვეთებში და თმებში გაგებნევი ღიღინებით... შენ ნუ გეშინია საყვარელო აგე,რა ლამაზად ვიღიმები?! მოვალ თეთრი თოვლით დაფიფქული ორთქლში გაგერევი ნაბიჯებით... მერე სიმშვიდიდან მოგიპარავ თავის დაკარგვაში გავგიჟდებით... მოვალ ,ნარცისებად გაზაფხულზე თეთრით შეგერევი დარდიანო... მოვალ მზის სხივებად ყოველ დილით ყოველ ცისმარეს და ადრიანო.
მე არ გიცნობ მაგრამ მაინც მიყვარხარ, არც კი გკითხავ ვისი ხარ ან ვინა ხარ, მე უბრალოდ სულ შორიდან გიყურებ, შემიყვარდი და თავსაც არ ვიტყუებ. მე რატომღაც მომწონს შენი სიჩუმე, და თვალებით წარმოთქმული სიტყვები, დამიჯერე უსასრულოდ მიყვარხარ, და სიკვდილის დღემდე ასე ვიქნები. ისევ ვხედავ ამ ქუჩებს ავდარიანს, ისევ გნატრობ ყველაფერზე ძალიან, მიყვარხარ და ამის თქმას მე არ ვნანობ, კიდევ ჩვენზე ბევრ ოცნებებს გაგანდობ. მე შენ გეტყვი რაც აქამდე არ მითქვამს, არვიცი შენ ამას როგორ აღიქვამ, მაგრამ მაინც ბევრი ცრემლი დავღვარე, და ფიქრები ჩემი მე შენ გაგანდე დაიბენი არ იცოდი რა გეთქვა გულის დარდი ჩემთვის როგორ წაგერთვა მაგრამ მაინც პირდაპირი პასუხით ჩემი გული დაიპყარი ვარ სუსტი და მე ამას წამითაც კი არ ვნანობ ამდენი არ მიტანჯია ამაოდ. ჩვენ ხომ ახლა გულით ერთნი ვართ კარგო სიყვარული არ მინდა რომ დავკარგო
10 წამია რაც გაგიცანი 9 წამი არის რაც გავიხარე 8 არის წამი ვიგრძენი ტანი 7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე 6 გავიდა -წამება ექვსი 5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი 4 უაზრო უშენო წამი 3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი 2 წამში ხდება შეტევა გულის 1 წამში სკდება გულის ფიცარი 10 წამია რაც გაგიცანი საუკუნეა რაც შეგიყვარე..
შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები, მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას. მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები, ვაჟები ჰკოცნიან შენს სავალ შარაგზას. რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას, კვლავ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს. შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას, შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს. კვლავ ნუღარ შემხვდები მერიდე მზექალო, კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით. შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს, მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით. და როგორც ყაჩაღი, არწივთა საბუდარს მივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი, შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს, უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.
არა!ნუ წახვალ! მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან, გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან. ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების ტყეში, შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან, მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან, ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს ავიტან, ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების თქეშში, განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან, მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც, ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან. დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში, გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან, არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.
,სულს ტკივილად მოეხატე იცი როგორ მომენატრე? როგორ ვეძებ თვალებს შენსას დღეებს ვითვლი ესა-მესა გადის ცრემლი, რჩება ბევრი წამი მარტოდ ყოფნის მყოფნის ღიმად იმად, რომ ფეთქავდეს მოსასვლელი გზა შენამდეს. ჰო, შენ მყავდე ოღონდ ჩემში ხელში, სხვენში, დარში, თქეშში ვერ ვშლი არც ვშლი ფრთას, რომ გავშლი იმ იმედს და რწმენას მტკიცეს... თუმცააააა ბევრჯერ სილა მტკიცეს დამაფიცეს, ჰო, გამკიცხეს მაინც!!! რაიც გინდა მოხდეს მთა მყოფდეს თუ წყალი მყოფდეს შენთან ვიცი მიცდი... გიცდი... არად უნდა ფიცი მტკიცი მე ვწერ ლექსად შენ კი ხატე, რომ ძალიან მო მე ნატ რე...."
იყო და არა იყო რა, ამქვეყნად რა არ ხდებოდა, ვიღაცა გრძნობას იძენდა, ვიღაცის გრძნობა ქრებოდა, ვიღაცას ვიღაც უყვარდა, ვიღაცას ის არ უყვარდა, ვიღაცა იმას ნანობდა ის ვიღაც რომ შეუყვარდა. მეკი ძალიან მიყვარდი, განვიცდი რომ შემიყვარდი.. ახლა შენამდე შორია, მეგონა გული გქონდა და თურმე ყინული გქონია. ეს ლექსიც მაშინ დავწერე როცა შენ ჩემგან წახვედი, ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და სულ სხვა ნაპირზე გახვედი. წახვედი?....წადი შორს წადი, იქნებ სულ გადამავიწყდე... ადრე თუ ვიან ინანებ.. იქნებ ოდესმეც წამოგცდეს, რომ სიყვარული არ იცი, სიცივე რატომ ჩაიცვი???? ჩემს გულში თბილად იჯექი, ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ, ლექსს როცა ვწერდი მიყვარდი, ახლა კი.......აღარ მიყვარხარ!
შენს მკერდზე ჩამეძინა, მეჩვენა სიზმარი, თითქოს სიყვარულის მემოსა მანტია, მშვენოდა ყვავილთა რძისფერი სურნელი, და შენს მოლოდინში დრომ თითქოს დამხია.
გშვენოდა შენ ჩემი სურვილი ქარიანს, ზღვის პირას სილაში ვიჯექით ფეხმორთხმით, ოცნება ლამობდა მოფრენას ბურუსში, მზესთან საზიარო ალერსით ჩვენ მოვკვდით.
მესმოდა მოტკბილო გალობა ფრინველთა, და შენით მეწვოდა გამშრალი ტუჩები, ცა იყო ცისფერი, უსაზღვროდ კამკამა, და არ მასვენებდნენ თითები – ურჩები.
ბუნებას ვნებისგან სიშიშვლე დაკრავდა, აკრთობდა ხეობას სხეულთა შიშინი, სიყვარულს თან ახლდა გიჟური ჩურჩული და ქარის სანაცვლოდ ციმციმა ფიქრი ქრის .
დღეს ისევ დასდევდა მსუბუქი ნიავი, ზღვა კი მოჰგავდა ქარიშხალს, იქუხებს, ტალღები ეხურა სიყვარულს თეთრ საბნად, მის ქვეშ კანკალებდა სიტკბო და სილურჯე. ---------------------------- შენს მკერდზე მეძინა ბავშვივით ჩამალულს, სხეული შენს სითბოს შეერწყა ფარულად, და ძილში ლურჯ სიზმრებს ვხედავდი, საოცარს, შენმა ჩახუტებამ (ძილშიც კი ) მაცდუნა..
Он хочет мне сказать люблю. А я хочу забыть про чувства. Быть может я опять бегу, Страшно, холодно и грустно.
Боюсь ему боль причинить, Боюсь свою не излечить. С пути свернуть - тупик. Моё сердце молчит.....
Впустить кого-то,поверить вновь? Кому нужна эта любовь? Пустые слёзы, переживания, Мечты забыты, лишь желанья.
То чистое и нежное куда-то испарится, И утром ранним возможно не приснится. А сердце будет ждать,а сердце будет верить. Я не могу понять,на что закрыты двери.
მე გადავწყვიტე ვიქცე ჰაერად, რომ ჩამისუნთქო, მე ჩემს სურვილებს ოცნებებივით ჩუმად ვინახავ, მე გადავწყვიტე ვიქცე მთვარედ, ცაში ვიქნები, და “ღმერთო ჩემო”-ს როცა იტყვი, ხომ დამინახავ… მე გადავწყვიტე ვიქცე ლექსად, რომ წამიკითხო, მერე დადუმდე… დაგადუმებს დროის დაკარგვა, მე გადავწყვიტე ამ ქვეყნიდან გადავიკარგო, რომ ერთხელ მაინც მოგენატროს ჩემი დანახვa
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 58
შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს,წამებს...
შენ მოგიძღვნიდი გულის სიმღერას,
გულის სიმებით ნამღერს...
შენთვის დავკრეფდი ჩემო ძვირფასო,
წიტელ ეკლიან ვარდებს...
ტაძრის კედელთან მუხლმოდრეკილი
შენ დაგინთებდი სანთელს...
შენ მოგიძღვნიდი წმინდა სიყვარულს,
გულის სიღრმეში ნადებს...
შენ მოგიძღვნიდი ცრემლის ნაკადულს
წმინდა გრძნობებით სავსეს...
სიკვდილიც კი ვერ შემაშინებდა,
თავს გავწირავდი გწამდეს!
შენ დაგლოცავდი შენთვის დავლევდი,
სიკეთით სავსე ყანწებს...
შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს,
საათებს, წუთებს, წამებს...
შენ მოგიძღვნიდი სიცოცხლის ბოლოს,
უხმოდ დაშვებულ ფარდებს.
როგორ მტანჯავენ შენზე ფიქრები,ვეღარასოდეს შეგხვდები ნეტავ?
მენატრებიან შენი თვალები,შენი ღიმილი,წამწამთა რხევა!
ასე მგონია სიზმარი იყო ან მოჩვენება შეხვედრა შენთან...
მიყვარხარ-მეთქი რად ვერ გითხარი...გული უშენოდ ვერ გაძლებს ვერა!
უნდა მოგძებნო, უნდა გიპოვო,მაგრამ ვაითუ დამაგვიანდეს...
როგორღა გავძლებ მაშინ უშენოდ,ვინ მომიშუშებს გულის იარებს...
მომკლავენ მაშინ შენზე დარდები,უცრემლოდ ტირილს მე ვერ გავუძლებ...
მხრებჩამოყრილი შევალ საყდარში და ყველა წმინდანს სანთელს დავუნთებ...
მუხლმოდრეკილი მე შევუდგები ჩემი ცოდვების მონანიებას,
ჩემი ცხოვრების წარსულ დღეებზე მამაზეციერს ვთხოვ პატიებას...
ვთხოვ შემისრულოს მე ერთი თხოვნა ჩემთვის ყველაზე უძვირფასესი,
კვლავ შემახვედროს შენ ლამაზ თვალებს,რომ გაქვს სიცოცხლის შუქით სავსენი...
სინამდვილე ბევრჯერ გამიზღაპრებია,
სიმახინჯე სილამაზით დამიხატავს,
ლურჯ ოცნებას ლურჯი ფრთები დამტვრევია,
საქორწილო ფიქრს გასცლია თეთრი ფატა.
სიძულვილშიც სიყვარული მიძებნია,
ღალატის წილ ღალატს როგორ გავივლებდი.
იქ დავმდგარვარ,სადაც მეტი სიძნელეა,
გოლგოთაზე როგორ გავიაპრილებდი.
რაღა შემრჩა?-დარდიანი ფოთოლცვენა,
დარდიანი ფოთოლცვენის მუნჯი ფერი...
მე კეთილი ჯადოქრების მაინც მჯერა,
ასეთი ვარ, მაპატიეთ ყველაფერი
შენ მსაყვედურობ, თითქოს ლექსებს აღარ გთავაზობ,
შენ მსაყვედურობ, თითქოს შენთვის ცა დამენანა,
რად ვერ გაიგე იშვიათი სევდის რაინდო,
მე თუ შენი ვარ, ლექსიც შენი არ არის განა?!
შენში განფენილ სიფაქიზეს ბავშვივით ვუვლი,
სულის შებერვით მოგირჩინო მინდა ჭრილობა.
მოაქჟამამდე მუდამ ჩუმი და მარტოსული,
შენთან ზეიმობს ყველა ჩემი გულახდილობა.
ფიქრი ფარფატა, მობიბინე ყვავის მოლივით,
ბედს ბედისწერა ეღობება ზოგჯერ ზეკარად.
ჩვენს ლამაზ დღეებს, მსტოვრებივით წამოყოლილი,
შური და ჭორი უხამს ფერად ვერ მიეკარა.
დრო მძიმე ფრთებით სხვა სივრცეებს გვპირდება, ვიცი,
სიყვარულის მზე მარადიულ საზღვარს გადასცდა.
არსებულსა და დაჯერებულს რად უნდა მტკიცი,
მე რომ შენ ხარ და შენ რომ მე ვარ, ცაში გადაწყდა.
შენ ნიშნად ჩემი ცხელი ბაგის გატყვია შანთი,
შენ, ვინაც მძიმედ გადალეხე სიმწრის ფერდობი,
ჩემგან და ჩემთვის მარადიულ კოცონად დანთილს,
სიცოცხლე რაა, სიკვდილშიაც კი მოგენდობი.
გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
გულის კარებთან დაუკვნესია,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი ჩაუთესია,
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უკეთესია!
შენ სიყვარულის ჯადოქარი ხარ!
თვით ჯოჯოხეთსაც-სამოთხედ აქცევ,
ვისთვის სიო და ვისთვის ქარი ხარ,
ვის გულს ამთელებ, ვის ლახვარს ჩასცემ.
ოცნებებს, ნატვრებს, სურვილად აქცევ...
მერე სურვილებს უთქმელად ხვდები...
ბედნიერების სცენარებს დასწერ,
და ყველა გრძნობის ბრძანებლად ხდები.
მერე მბრძანებლის უფლებებს ამცნობ,
ვინც შეგიყვარებს, გასწირავს ღმერთი.
დამწყდარ ნერვებზე თამაშობ, ანცობ,
და ძლიერ მოგწონს ძალა და ხვედრი...
შენ სიყვარულის ჯადოქარი ხარ..."
,მოვალ ,ნარცისებად გაზაფხულზე
თეთრით შეგერევი დარდიანო...
მოვალ მზის სხივებად ყოველ დილით
ყოველ ცისმარეს და ადრიანო...
მოვალ კვარაკუნჩხად ღობის ძირში
მარტის არეული თვეებიდან...
წყაროდ წამოსვლასაც შევეცდები
შენ რომ ამომცალო ხელებიდან...
მოვალ წვიმის ათას წვეთებში და
თმებში გაგებნევი ღიღინებით...
შენ ნუ გეშინია საყვარელო
აგე,რა ლამაზად ვიღიმები?!
მოვალ თეთრი თოვლით დაფიფქული
ორთქლში გაგერევი ნაბიჯებით...
მერე სიმშვიდიდან მოგიპარავ
თავის დაკარგვაში გავგიჟდებით...
მოვალ ,ნარცისებად გაზაფხულზე
თეთრით შეგერევი დარდიანო...
მოვალ მზის სხივებად ყოველ დილით
ყოველ ცისმარეს და ადრიანო.
მე არ გიცნობ მაგრამ მაინც მიყვარხარ,
არც კი გკითხავ ვისი ხარ ან ვინა ხარ,
მე უბრალოდ სულ შორიდან გიყურებ,
შემიყვარდი და თავსაც არ ვიტყუებ.
მე რატომღაც მომწონს შენი სიჩუმე,
და თვალებით წარმოთქმული სიტყვები,
დამიჯერე უსასრულოდ მიყვარხარ,
და სიკვდილის დღემდე ასე ვიქნები.
ისევ ვხედავ ამ ქუჩებს ავდარიანს,
ისევ გნატრობ ყველაფერზე ძალიან,
მიყვარხარ და ამის თქმას მე არ ვნანობ,
კიდევ ჩვენზე ბევრ ოცნებებს გაგანდობ.
მე შენ გეტყვი რაც აქამდე არ მითქვამს,
არვიცი შენ ამას როგორ აღიქვამ,
მაგრამ მაინც ბევრი ცრემლი დავღვარე,
და ფიქრები ჩემი მე შენ გაგანდე
დაიბენი არ იცოდი რა გეთქვა
გულის დარდი ჩემთვის როგორ წაგერთვა
მაგრამ მაინც პირდაპირი პასუხით
ჩემი გული დაიპყარი ვარ სუსტი
და მე ამას წამითაც კი არ ვნანობ
ამდენი არ მიტანჯია ამაოდ.
ჩვენ ხომ ახლა გულით ერთნი ვართ კარგო
სიყვარული არ მინდა რომ დავკარგო
დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.
როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.
ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.
ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა...
10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე..
დაიღალა მთვარე ღამით,
დღემ დაღალა მზე.
დაიღალნენ მთები ზვავით,
ზღვამ იცვალა ზნე.
დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო...
შატილის ცასავით ლურჯი გაქვს თვალები,
მშვენებით მოჰგევხარ სალი კლდის ავაზას.
მაგ სილამაზისთვის გწყევლიან ქალები,
ვაჟები ჰკოცნიან შენს სავალ შარაგზას.
რამდენჯერ ვევედრე ლაშარს და კოპალას,
კვლავ დამიბრუნებდნენ აპრილებს გაფრენილს.
შორს გაგიტაცებდი ცელქსა და ლურჯთვალას,
შენს დალალს ვნახავდი ჩემს მკლავზე დაფენილს.
კვლავ ნუღარ შემხვდები მერიდე მზექალო,
კაცი არ მაცდუნო მაგ თვალთა მშვენებით.
შევცდები, შეგტაცებ პერანგის საყელოს,
მთებს გადაგატარებ ლურჯაის ჭენებით.
და როგორც ყაჩაღი, არწივთა საბუდარს
მივალ და გავხდები სალი კლდის ხიზანი,
შურთხებთან დაგმალავ საცოლეს ნაქურდალს,
უშენოდ სიცოცხლეს არა აქვს მიზანი.
არა!ნუ წახვალ!
მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან,
გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან.
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების
ტყეში,
შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან,
ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს
ავიტან,
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების
თქეშში,
განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც,
ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან.
დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში,
გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან,
არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.
,სულს ტკივილად მოეხატე
იცი როგორ მომენატრე?
როგორ ვეძებ თვალებს შენსას
დღეებს ვითვლი
ესა-მესა
გადის ცრემლი, რჩება ბევრი წამი
მარტოდ ყოფნის
მყოფნის ღიმად
იმად, რომ ფეთქავდეს
მოსასვლელი გზა
შენამდეს.
ჰო, შენ მყავდე ოღონდ ჩემში
ხელში, სხვენში, დარში, თქეშში
ვერ ვშლი
არც ვშლი
ფრთას, რომ გავშლი
იმ იმედს და რწმენას მტკიცეს...
თუმცააააა
ბევრჯერ სილა მტკიცეს
დამაფიცეს,
ჰო, გამკიცხეს
მაინც!!!
რაიც გინდა მოხდეს
მთა მყოფდეს თუ წყალი მყოფდეს შენთან
ვიცი
მიცდი... გიცდი...
არად უნდა ფიცი მტკიცი
მე ვწერ ლექსად
შენ კი ხატე, რომ ძალიან
მო
მე
ნატ
რე...."
იყო და არა იყო რა,
ამქვეყნად რა არ ხდებოდა,
ვიღაცა გრძნობას იძენდა,
ვიღაცის გრძნობა ქრებოდა,
ვიღაცას ვიღაც უყვარდა,
ვიღაცას ის არ უყვარდა,
ვიღაცა იმას ნანობდა
ის ვიღაც რომ შეუყვარდა.
მეკი ძალიან მიყვარდი,
განვიცდი რომ შემიყვარდი..
ახლა შენამდე შორია,
მეგონა გული გქონდა და
თურმე ყინული გქონია.
ეს ლექსიც მაშინ დავწერე
როცა შენ ჩემგან წახვედი,
ჩემს გულის ნაპირს მოსწყდი და
სულ სხვა ნაპირზე გახვედი.
წახვედი?....წადი შორს წადი,
იქნებ სულ გადამავიწყდე...
ადრე თუ ვიან ინანებ..
იქნებ ოდესმეც წამოგცდეს,
რომ სიყვარული არ იცი,
სიცივე რატომ ჩაიცვი????
ჩემს გულში თბილად იჯექი,
ახლა ვიცი რომ იქ არ ხარ,
ლექსს როცა ვწერდი მიყვარდი,
ახლა კი.......აღარ მიყვარხარ!
შენს მკერდზე ჩამეძინა, მეჩვენა სიზმარი,
თითქოს სიყვარულის მემოსა მანტია,
მშვენოდა ყვავილთა რძისფერი სურნელი,
და შენს მოლოდინში დრომ თითქოს დამხია.
გშვენოდა შენ ჩემი სურვილი ქარიანს,
ზღვის პირას სილაში ვიჯექით ფეხმორთხმით,
ოცნება ლამობდა მოფრენას ბურუსში,
მზესთან საზიარო ალერსით ჩვენ მოვკვდით.
მესმოდა მოტკბილო გალობა ფრინველთა,
და შენით მეწვოდა გამშრალი ტუჩები,
ცა იყო ცისფერი, უსაზღვროდ კამკამა,
და არ მასვენებდნენ თითები – ურჩები.
ბუნებას ვნებისგან სიშიშვლე დაკრავდა,
აკრთობდა ხეობას სხეულთა შიშინი,
სიყვარულს თან ახლდა გიჟური ჩურჩული
და ქარის სანაცვლოდ ციმციმა ფიქრი ქრის .
დღეს ისევ დასდევდა მსუბუქი ნიავი,
ზღვა კი მოჰგავდა ქარიშხალს, იქუხებს,
ტალღები ეხურა სიყვარულს თეთრ საბნად,
მის ქვეშ კანკალებდა სიტკბო და სილურჯე.
----------------------------
შენს მკერდზე მეძინა ბავშვივით ჩამალულს,
სხეული შენს სითბოს შეერწყა ფარულად,
და ძილში ლურჯ სიზმრებს ვხედავდი, საოცარს,
შენმა ჩახუტებამ (ძილშიც კი ) მაცდუნა..
Он хочет мне сказать люблю.
А я хочу забыть про чувства.
Быть может я опять бегу,
Страшно, холодно и грустно.
Боюсь ему боль причинить,
Боюсь свою не излечить.
С пути свернуть - тупик.
Моё сердце молчит.....
Впустить кого-то,поверить вновь?
Кому нужна эта любовь?
Пустые слёзы, переживания,
Мечты забыты, лишь желанья.
То чистое и нежное куда-то испарится,
И утром ранним возможно не приснится.
А сердце будет ждать,а сердце будет верить.
Я не могу понять,на что закрыты двери.
მე გადავწყვიტე ვიქცე ჰაერად,
რომ ჩამისუნთქო,
მე ჩემს სურვილებს ოცნებებივით
ჩუმად ვინახავ,
მე გადავწყვიტე ვიქცე მთვარედ,
ცაში ვიქნები,
და “ღმერთო ჩემო”-ს როცა იტყვი,
ხომ დამინახავ…
მე გადავწყვიტე ვიქცე ლექსად,
რომ წამიკითხო,
მერე დადუმდე…
დაგადუმებს დროის დაკარგვა,
მე გადავწყვიტე ამ ქვეყნიდან გადავიკარგო,
რომ ერთხელ მაინც მოგენატროს
ჩემი დანახვa
ისე მენატრები,ისე მენატრები
მაგრამ ვერავის ვერ ვუმხელ ნატვრას,
მხოლოდ ნარცისები
პრანჭია ნარცისები,
გულში დამცინიან ალბათ,
რადგან იციან ისე მენატრები
ახლა რომ გნახო,სიხარულით გავგიჟდები
მერე კისერზე ჩამოგეკიდები
ასე გავყუჩდები მთელი სიცოცხლე
და არ გაგიშვებ არსად
მე წავალ, გესმის? ნიავთან წავალ,
ღიმილს ვისესხებ სავსე მთვარისგან,
ზეცის კარებთან გავიშლი კარავს
იმედს დავანთებ ნაპერწკალისგან.
წავალ უჩუმრად, ცისფერ წვიმებთან
უხმოდ, უჩუმრად, ვით სიზმარიდან.
წავალ მეჯლისზე მთვარის სხივებთან
გამოქცეული სიმწუხარიდან...
თუ აგტკივდება ჩემი სიშორე,
თუ დაგწვავს კითხვა რატომ წავიდა
ყველა სატკივარს ჩამოვიშორებ
და... მომღიმარი წავალ თავიდან!