- " შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბაუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს წვიმა რომ მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ არ იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყო, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!.. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ გავს ღმერთს, რომ არ გეუბნება ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია შენთან ერთად. მაშინ უნდა იწამო აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგიყვანა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწოდეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კიარა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ გავს, გასაგებია?-
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2