შემადგენლობა:
ზეითუნის ზეთი-60 მლ;
დაჭრილი ნიორი-3 კბილი;
რეჰანი-15 გ.
მარილი-1, 5 ჩ/კ
ბადრიჯანი-4 ცალი მსხვილი;
ლიმონის გახეხილი ცედრა 1 ს/კ.
მომზადება:
გააცხელეთ ზეთი საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ ნიორი და მოთუშეთ, დროდადრო მოურიეთ, მიიყვანეთ ოქროსფერამდე.
გადმოიღეთ ქვაბი ცეცხლიდან, დაამატეთ რეჰანი, მარილი და პილპილი.
გააცხელეთ გრილი. დაჭერით ბადრიჯანი სიგრძეზე 2 სმ-ის სისქის ნაჭრებად. ოდნავ ჩაჭერით ნაჭრები ჯვრისებურად.
დააწყვეთ ბადრიჯანი გრილის ცხაურზე. ოდნავ გადაუსვით მომზადებული ზეითუნის ზეთი ქვაბიდან.
შეწვით 10 წთ ცეცხლიდან 10 სმ-ით დაშორებით.
გადააბრუნეთ, კიდევ წაუსვით ზეითუნის ზეთი, ფრთხილად ჩააწყვეთ ნიორი და რეჰანი გაჭრილ ნაწილში.
შეწვით კიდევ 10 წთ, ბადრიჯანი დარბილდება.
გადაიტანეთ თეფშზე.
კიდევ წაუსვით დაჭრილი რეჰანი და ზეითუნის ზეთი.
მოაყარეთ ლიმონის ცედრა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1