მე თუ ვტირივარ, ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს, მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია, მე თუ ვიყვარებ, არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს და რაც ჩემშია, ყველაფერი მუდამ ნაღდია. მე თუ ვმეგობრობ, ერთგულებას ელოდე, უნდა, მე თუ ვღალატობ, იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს, არ ვხურდავდები, არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს. მე თუ ვუჩოქებ, ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო, მე თუ ვაღმერთებ, -სიყვარულის ღმერთია იგი, და მე თუ ვნატრობ, შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ, რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს...
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე. არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი, არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.
მაგრამ განგებამ, ასე ინება და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე, უსიყვარულოდ და უიმედოდ, დავეხეტები ცალი მიწაზე.
ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე, ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე. ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე
მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ, მატოს დამადგა მძიმე უღელი, მარტოს მაწვალებს გადასარჩენად, მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი. რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?! რატომ დამტოვა მარტო, ეული?! რატომ არ მომცა მე სიყვარული, რომ გამიმთელოს გული სნეული?! გაივლის წლები, დრო შეიცვლება, მარტო დავრჩები, ისევ წყეული. ასე ყოფილა ეს ბედისწერა, უნდა დამტოვოს მუდამ ეული..........."
იცით კაცებო, ქალი ცუდი ჯერ არ შობილა, ქალი ვინ არის?– ნორჩი ყლორტი თქვენი გრძნობისა, უდაბნოს მწირი, ოაზისი მამრის ცხოვრების, მარადიული სასწაულიც ქალით შობილა. ქალი გრძნობაა, ქალი ზღვაა, ქალი ქარია, ქარიზმატული ქარიშხალიც, ქნარიც ქალია, ხან აღელდება, ხან იცინის, ხან მწარედ ტირის, ცვალებადობაც ხასიათის თქვენი ბრალია. კაცი უქალოდ ვერ ეწევა მომავლის მიზანს, ქალი ვაზია, ნორჩი ყლორტი, მტევანი მზისა, როგორც მოუვლი, როგორც გაზრდი, ისე ამოვა და დაეხვევა ჭიგოს თქვენი ნაყოფი ცდისა. და რადგან ქალი არის ქნარი, ქარი, გრიგალი. . ნურაფერს ეტყვი, ჩაიხუტე და მიიკარი. არ მოგწონს ქალი?– ესეც, ალბათ, შენი ბრალია, იცი რატომაც, იმიტომ, რომ ქალი ვაზია.
გემუდარებით, ნუ დადებთ ყურმილს,ძლივს მივაკვლიე მისამართს თქვენსას,ნუ ახსნით ცუდად იმ კაცის სურვილს,რომელსაც ისევ უყვარხართ დღესაც, იცოდეს ღმერთმა, მსურს საუბარი, შვილების დედას რას გკადრებთ აბა,მე დღესაც მახსოვს თქვენი უბანი,გაშლილი თმები და ჩითის კაბა. ახლა ძნელია დაბრუნდეს ისევ აპრილის სუნთქვა,, იების ფერი,გამწირე რისთვის,დავეძებ მიზეზს,და სიყმაწვილე შორიდან მღერის, ოოო ქალბატონო, გეძებდით დიდხანს, გახსოვთ,მჯეროდა მუდამ იმ ხატის...მთელი ცხოვრება მაწუხებს კითხვა,მართლა გიყვარდით თუ არ გიყვარდით?გათავდა, მორჩა მთავრდება ამით ჩვენი ცხოვრების ბოლო აკორდი,არ გაგიკვირდეთ, აპრილის ღამეს,ოცი წლის შემდეგ რომ მომაგონდით...ახლა კი დასდეთ თქვენი ყურმილი,რომ ერთმანეთი სახტად დავტოვოთ ,მე ვიცი ფასი თქვენი დუმილის და პატიებას გთხოვთ ქალბატონო...
გულში გადაღლილი ქარების მარტი დადგომიათ სტრიქონებს... წავალ...დავიცალე უკვე და თვალებს მხოლოდ შენ ერთს გიტოვებ! ხელში შემრჩენია პეპელა სულს რომ გაქცევია ფარფატით... წავალ...არ მეძებო დღეიდან ხელი გამიშვი და...ნახვამდის! მცივა...მოგონება მამცივნებს ფიქრშიც ვერ ვბრუნდები წარსულთან, წავალ...ძაფი გაწყდა სულში და შენთან ჩახუტებაც დასრულდა! გულში გადაღლილა ქარები მარტი დადგომიათ სტრიქონებს... წავალ...ცარიელი სხეულით რადგან გულს მხოლოდ შენ გიტოვებ
ხშირად ჩემზე გეცინება და მეც სულელივით განვიცდი, შენგან არაფერი მეწყინება,შენ ხომ სიყვარული არ იცი. . . მინდა ყველაფერი დავივიწყო,გაქრა სუყველაფრის ხალისი. . . მერე რა რომ მტკივა ყველა სიტყვა,შენ ხომ სიტყვის ფასი არ იცი. . . ცუხელ შენზე ფიქრში დამათენდა,თავქვეშ დარდის მედო ბალიში. . . იქნებ მოგენატრე???ოი,გამახსენდა . . . .შენ ხომ მონატრება არ იცი. .
..მე შენ მჭირდები.... ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა... მჭირდები იმისთვიის რომ ვიცხოვრო, ვიარსებო... მჭირდები რათა ყოველი დღე შენზე ფიქრით დაიწყოს და დამთავრდეს.... დღე ცხადში გნახო, ღამით სიზმრად.... მაშინ როდესაც აღარაფერს ექნება მნიშვნელობა შენ დამჭირდები... დამჭირდები რომ მომცე ძალა ბრძოლისთვის, არ დავნებდე რათა კვლავ და კვლავ ვიხილო შენი თვალები, მზერა..... გავიგონო შენი ხმა, რომელიც ასე ძვირფასია ჩემთვის.... როცა გისმენ ასე მგონია არ მოიძებნება ქვეყნად ჩემზე ბედნიერი ადამიანი..... მე არასდროს ვრჩები მარტო, შენზე ფიქრები მუდამ ჩემთან არიან... და ეს სიტყვები.... სიტყვები რომლებსაც ვწერ მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც მინდა გითხრა..... და რასაც ოდესმე აუცილებლად გეტყვი.... მჭირდები ჩემო სიყვარულო.........!
მიყვარხარ, მიყვარხარ, მილიონჯერ გაგიმეორებ, და მილიონჯერ გეტყვი: მხოლოდ შენთვის ვიცოცხლებ, მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს არ ყვარებიათ, შენი გულისთვის, მხოლოდ შენთვის მიღირს სიცოცხლე. მინდა ვიყვირო, ყველამ გაიგოს როგორ მიყვარხარ, ყველამ გაიგოს ცოცხლად იცვის გული, უცეცხლოდ, ცას გავცქერი, მარტოდ მარტო ვდგევარ და ვფიქრობ: რისთვის ვარსებობს, ან საერთოდ ვინ ვარ უშენოდ.
იცი? გელოდი... თითქოს ყურში ჩამჩურჩულებდა დიდხანს რაღაც ხმა. შენზე ფიქრში კი დრომ, როგორც ქარმა გადამატარა ცხრა ზღვა და ცხრა მთა... დამაგვიანდა? ალბათ ესეც საჩუქარია ბედის; ან ტანჯვა. უშენოდ სულში აღარც ქარია, აღარც წვიმაა და აღარც გვალვა. შემოდგომაა. ფოთოლცვენაა. მუქი ღრუბლები ცაზე შეკრულა. წვიმას აპირებს, მაგრამ... აღარც წვიმს და... იცი? უკვე დაზამთრებულა. გავყვები ჩემს გზას... არ მოვიხედავ, მაგრამ გამყვება შენზე ფიქრები. არ დამიძახებ, მაგრამ ოდესღაც, როგორც არასდროს,
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ, დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ, ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე? შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს, ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი, ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი, თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია, მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია, ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. . .
ძნელია როცა გიყვარს და იცი ეს სიყვარული აკრძალულია, როცა ცხოვრობ და ბედნიერების ყოველი წამი დაკარგულია, ძნელია როცა გჯერა ტყუილის და სინამდვილეს თვალს ვერ უსწორებ, გრძნობ როგორ ქრება და შენს სიყვარულს გადასარჩენად ხელს ვერ უწოდებ. ძნელია როცა შეგცვალა დრომ და გულს არაფერი არ შეუცვლია, ძნელია როცა გიყვარს და იცი მას სიყვარული არ შეუძლია....
მაკლიხაააარ!..... გავყვირი დახშული ბაგით და... ვერავინ გაიგებს ამ კივილს სულისას! მჭირდებიიიი!..... ცრემლებად იღვრება გული და უცრემლო თვალები მალავენ სურვილსაც!
არ ვიცი, რა მინდა... ვიცი, რომ შეხვედრა კვლავ ტკივილს მომიტანს, ოცნებაც გაქრება... და მაინც მიყვარხარ,,, და მაინც მაკლიხარ... და მაინც მჭირდები იმედის სანთლებად.
შენ თუ მეძებდი არ მახსოვს, მე რომ გეძებდი, ვიცი! გენატრებოდი? - არ მახსოვს... მენატრებოდი ვიცი! შენ თუ ტიროდი არ მახსოვს, მე რომ ვტიროდი ვიცი! მართლა გიყვარდი? არ მახსოვს... მე რომ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ვიცი!
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 55
მე თუ ვტირივარ, ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ, არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია, ყველაფერი მუდამ ნაღდია.
მე თუ ვმეგობრობ, ერთგულებას ელოდე, უნდა,
მე თუ ვღალატობ, იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები, არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.
მე თუ ვუჩოქებ, ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ, -სიყვარულის ღმერთია იგი,
და მე თუ ვნატრობ, შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ,
რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს...
ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.
მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.
ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე
მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ,
მატოს დამადგა მძიმე უღელი,
მარტოს მაწვალებს გადასარჩენად,
მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი.
რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?!
რატომ დამტოვა მარტო, ეული?!
რატომ არ მომცა მე სიყვარული,
რომ გამიმთელოს გული სნეული?!
გაივლის წლები, დრო შეიცვლება,
მარტო დავრჩები, ისევ წყეული.
ასე ყოფილა ეს ბედისწერა,
უნდა დამტოვოს მუდამ ეული..........."
აგირჩიე ჩემს წმინდა ხატად,
გულის სიღრმეში ჩემად გაქციე,
მე შენთვის მინდა ეს გული წმინდა,
გრძნობა შენ მსხვერპლად გადამიქციე,
მაგრამ მე მაინც ისევ მიყვარხარ
ჩემს საწამებლად დიდხანს იცოცხლე,
და დაიხსომე რომ მე გიწოდე
ზედმეტ სახელად ”ჩემი სიცოცხლე”. .
მონატრება ტკივილამდე გაგიგია?_
ჰო და სწორედ ასე ძლიერ მენატრები...
გაგიგია, მონატრება გაგიჟებით? _
გავგიჟდები, ისე ძლიერ მენატრები.
შენ ცრემლები მონატრების გაგიგია? _
ცრემლად დავდნი ისე ძლიერ მენატრები!
აჰა, უკვე მეტი აღარ შემიძლია,
მინდა გითხრა____
მიყვარხარ და მენატრები!!!
სხვამ დამიჩოქა,მე შენ გარჩიე,
ბედნიერებას ტანჯვა ვარჩიე,
ჩემს თვალებს ცრემლი რად შეაჩვიე,
რომ შენ მიყვარხარ,რომ შენ გარჩიე?
ვერვინ მოკრიფა უეკლოდ ვარდი,
მე ფუფუნების არა ვარ ხარბი,
ცოდვაა თუ კი შენ შემიყვარდი?
ცოდვაა?რომ შენში სიყვარულს ვრგავდი?
მე ვეღარაფერს,არავის ვგავდი,
როცა მაჩუქე ტანჯვა და დარდი,
შენ ჩემს წინაშე არა გაქვს ვალი,
თუ არ გიყვარვარ,ნუ მოხვალ,წადი..
იცით კაცებო, ქალი ცუდი ჯერ არ შობილა,
ქალი ვინ არის?– ნორჩი ყლორტი თქვენი გრძნობისა,
უდაბნოს მწირი, ოაზისი მამრის ცხოვრების,
მარადიული სასწაულიც ქალით შობილა.
ქალი გრძნობაა, ქალი ზღვაა, ქალი ქარია,
ქარიზმატული ქარიშხალიც, ქნარიც ქალია,
ხან აღელდება, ხან იცინის, ხან მწარედ ტირის,
ცვალებადობაც ხასიათის თქვენი ბრალია.
კაცი უქალოდ ვერ ეწევა მომავლის მიზანს,
ქალი ვაზია, ნორჩი ყლორტი, მტევანი მზისა,
როგორც მოუვლი, როგორც გაზრდი, ისე ამოვა
და დაეხვევა ჭიგოს თქვენი ნაყოფი ცდისა.
და რადგან ქალი არის ქნარი, ქარი, გრიგალი. .
ნურაფერს ეტყვი, ჩაიხუტე და მიიკარი.
არ მოგწონს ქალი?– ესეც, ალბათ, შენი ბრალია,
იცი რატომაც, იმიტომ, რომ ქალი ვაზია.
გემუდარებით, ნუ დადებთ ყურმილს,ძლივს მივაკვლიე მისამართს თქვენსას,ნუ ახსნით ცუდად იმ კაცის სურვილს,რომელსაც ისევ უყვარხართ დღესაც, იცოდეს ღმერთმა, მსურს საუბარი, შვილების დედას რას გკადრებთ აბა,მე დღესაც მახსოვს თქვენი უბანი,გაშლილი თმები და ჩითის კაბა. ახლა ძნელია დაბრუნდეს ისევ აპრილის სუნთქვა,, იების ფერი,გამწირე რისთვის,დავეძებ მიზეზს,და სიყმაწვილე შორიდან მღერის, ოოო ქალბატონო, გეძებდით დიდხანს, გახსოვთ,მჯეროდა მუდამ იმ ხატის...მთელი ცხოვრება მაწუხებს კითხვა,მართლა გიყვარდით თუ არ გიყვარდით?გათავდა, მორჩა მთავრდება ამით ჩვენი ცხოვრების ბოლო აკორდი,არ გაგიკვირდეთ, აპრილის ღამეს,ოცი წლის შემდეგ რომ მომაგონდით...ახლა კი დასდეთ თქვენი ყურმილი,რომ ერთმანეთი სახტად დავტოვოთ ,მე ვიცი ფასი თქვენი დუმილის და პატიებას გთხოვთ ქალბატონო...
იცი?- შენთან იოლია სუნთქვა და
იცი? შენთან იოლია ყოფნა...
ალალია შენთვის ჩუმად ნათქვამი
"მომენატრე, ნეტა როდის მოხვალ?
ღმერთები? _ღმერთები არა ვართ და...
ჩვენს თავს თვითონ უნდა ვუშველოთ...
თბილისი? კარგია თბილისი...
მაგრამ სულ არ ვარგა უშენოდ....
ვიაროთ დე იყოს ივლისი...
ოცნებას ფრთები უნდა ვუშენო...
მე მიყვარს, ხო მიყვარს თბილისი....მაგრამ
.............სულ არ მიყვარს უშენოდ...
...გაავდრდა წვიმაა, ბილიკს შლის...
ნეტა თქვენ არ გცივათ ნუშებო?
რამდენი ხალხია თბილისში,
მაგრამ მე ვერ ვამჩნევ უშენოდ...."
ნეტა მოხვიდოდე, ახლა...
ისევ, ამიშლიდე ფიქრებს...
ვიცი მაკოცებ და წახვალ....
მე კი, გაკოცებდი იმდენს....
ისევ მიმაწყვდიე, კართან...
ისე მომაცქერდი მტრულად...
ოღონდ მაკოცე და მართლა
თუნდაც, მიმატოვე სულაც....
ტუჩებს გაუფრთხილდი, მაინც...
იქნებ გამოგადგეს, ისევ...
მე ხომ, იმედი მაქვს ხვალის...
და დღეს, უშენობით ვიწყებ...
თვალებს დაგიკოცნი, ურჩებს...
და გულს დაგიამებ, სიტყვით,,,
რჩევას ვუკარნახებ, ვურჩევ...
ისევ შენს სიყვარულს ვიტყვი...
მაინც გაკოცებდი იმდენს...
ვიცი, მაკოცებ და წახვალ...
მე ხომ, უშენობას ვითმენ...
ჰოდა, გამიღიმე ახლა..
გულში გადაღლილი ქარების
მარტი დადგომიათ სტრიქონებს...
წავალ...დავიცალე უკვე და
თვალებს მხოლოდ შენ ერთს გიტოვებ!
ხელში შემრჩენია პეპელა
სულს რომ გაქცევია ფარფატით...
წავალ...არ მეძებო დღეიდან
ხელი გამიშვი და...ნახვამდის!
მცივა...მოგონება მამცივნებს
ფიქრშიც ვერ ვბრუნდები წარსულთან,
წავალ...ძაფი გაწყდა სულში და
შენთან ჩახუტებაც დასრულდა!
გულში გადაღლილა ქარები
მარტი დადგომიათ სტრიქონებს...
წავალ...ცარიელი სხეულით
რადგან გულს მხოლოდ შენ გიტოვებ
ხშირად ჩემზე გეცინება და მეც სულელივით განვიცდი,
შენგან არაფერი მეწყინება,შენ ხომ სიყვარული არ იცი. . .
მინდა ყველაფერი დავივიწყო,გაქრა სუყველაფრის ხალისი. . .
მერე რა რომ მტკივა ყველა სიტყვა,შენ ხომ სიტყვის ფასი არ იცი. . .
ცუხელ შენზე ფიქრში დამათენდა,თავქვეშ დარდის მედო ბალიში. . .
იქნებ მოგენატრე???ოი,გამახსენდა . . . .შენ ხომ მონატრება არ იცი. .
..მე შენ მჭირდები.... ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა... მჭირდები იმისთვიის რომ ვიცხოვრო, ვიარსებო... მჭირდები რათა ყოველი დღე შენზე ფიქრით დაიწყოს და დამთავრდეს.... დღე ცხადში გნახო, ღამით სიზმრად.... მაშინ როდესაც აღარაფერს ექნება მნიშვნელობა შენ დამჭირდები... დამჭირდები რომ მომცე ძალა ბრძოლისთვის, არ დავნებდე რათა კვლავ და კვლავ ვიხილო შენი თვალები, მზერა..... გავიგონო შენი ხმა, რომელიც ასე ძვირფასია ჩემთვის.... როცა გისმენ ასე მგონია არ მოიძებნება ქვეყნად ჩემზე ბედნიერი ადამიანი..... მე არასდროს ვრჩები მარტო, შენზე ფიქრები მუდამ ჩემთან არიან... და ეს სიტყვები.... სიტყვები რომლებსაც ვწერ მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც მინდა გითხრა..... და რასაც ოდესმე აუცილებლად გეტყვი....
მჭირდები ჩემო სიყვარულო.........!
მიყვარხარ, მიყვარხარ, მილიონჯერ გაგიმეორებ,
და მილიონჯერ გეტყვი: მხოლოდ შენთვის ვიცოცხლებ,
მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს არ ყვარებიათ,
შენი გულისთვის, მხოლოდ შენთვის მიღირს სიცოცხლე.
მინდა ვიყვირო, ყველამ გაიგოს როგორ მიყვარხარ,
ყველამ გაიგოს ცოცხლად იცვის გული, უცეცხლოდ,
ცას გავცქერი, მარტოდ მარტო ვდგევარ და ვფიქრობ:
რისთვის ვარსებობს, ან საერთოდ ვინ ვარ უშენოდ.
იცი?
გელოდი...
თითქოს ყურში ჩამჩურჩულებდა დიდხანს რაღაც ხმა.
შენზე ფიქრში კი დრომ, როგორც ქარმა
გადამატარა ცხრა ზღვა და ცხრა მთა...
დამაგვიანდა?
ალბათ ესეც საჩუქარია ბედის; ან ტანჯვა.
უშენოდ სულში აღარც ქარია,
აღარც წვიმაა და აღარც გვალვა.
შემოდგომაა.
ფოთოლცვენაა.
მუქი ღრუბლები ცაზე შეკრულა.
წვიმას აპირებს,
მაგრამ...
აღარც წვიმს და...
იცი?
უკვე დაზამთრებულა.
გავყვები ჩემს გზას...
არ მოვიხედავ,
მაგრამ გამყვება შენზე ფიქრები.
არ დამიძახებ, მაგრამ ოდესღაც,
როგორც არასდროს,
მ ო გ ე ნ ა ტ რ ე ბ ი ...
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,
ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,
ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. . .
ძნელია როცა გიყვარს და იცი ეს სიყვარული აკრძალულია,
როცა ცხოვრობ და ბედნიერების ყოველი წამი დაკარგულია,
ძნელია როცა გჯერა ტყუილის და სინამდვილეს თვალს ვერ უსწორებ,
გრძნობ როგორ ქრება და შენს სიყვარულს გადასარჩენად ხელს ვერ უწოდებ.
ძნელია როცა შეგცვალა დრომ და გულს არაფერი არ შეუცვლია,
ძნელია როცა გიყვარს და იცი მას სიყვარული არ შეუძლია....
მაკლიხაააარ!.....
გავყვირი დახშული ბაგით და...
ვერავინ გაიგებს ამ კივილს სულისას!
მჭირდებიიიი!.....
ცრემლებად იღვრება გული და
უცრემლო თვალები მალავენ სურვილსაც!
არ ვიცი, რა მინდა...
ვიცი, რომ შეხვედრა
კვლავ ტკივილს მომიტანს, ოცნებაც გაქრება...
და მაინც მიყვარხარ,,,
და მაინც მაკლიხარ...
და მაინც მჭირდები იმედის სანთლებად.
შენ თუ მეძებდი არ მახსოვს,
მე რომ გეძებდი, ვიცი!
გენატრებოდი? - არ მახსოვს...
მენატრებოდი ვიცი!
შენ თუ ტიროდი არ მახსოვს,
მე რომ ვტიროდი ვიცი!
მართლა გიყვარდი? არ მახსოვს...
მე რომ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ვიცი!
"ნამდვილი სიყვარული ის კი არაა მასთან ყოფნისთვის რომ გაწირავ ყველას და
ყველაფერს, არამედ მისი ბედნიერებისთვის რომ დათმობ თავად მას..."