ჭკვიანთა ხელში ძლიერო, გაუტეხელო, მაგარო, მუდამ მშვიდო და კეთილი ჩაგრულთა თავშესაფარო. უგნურთ ხელში უძლურო ძირს დაცემული, ლაჩარო, ქურდო,მკვლელო და ბოროტო, ერო––მთლიანად წამხდარო. ჩემო ბედკრულო სამშობლოვ, დაღუპვის გზაზე დამდგარო, რით მოგიშუშო წყლულები რა გითხრა,რით გაგახარო. თავისითა გჭირს,რაცა გჭირს,სხვას არვის არ დააბრალო მიწაო ბარაქიანო ჩვენივე სისხლით ნაბანო, მტერთან და მოკეთესთანა ყველასთან ალალმართალო როგორც უბრალო საგანო დღეს უპატრონოდ დამრჩალო მტერო,კარებზე მოსულო გადმოთელილო სამზღვარო ქალაქებო და სოფლებო დანგრეულო და დამწვარო სადა ხარ ძველო ქართველო–ერთო––10 კაცის სადარო ომში მრავალგზის ნაცადო უქმად დაყრილო ფარ–ხმალო გმირ წინაპართა მარჯვენავ, ცივ სამარეში დამდნარო ლაფში მოსვრილო სახელო წინაპართ ნაამაგარო, მივიწყებული ხატ–ღმერთო ჩამონგრეული საყდარო ზნედაცემულო კაცებო ნამუსახდილო ქალ–რძალო დედავ შვილების მჟლეტელო იმათ ცოდვაში ჩამდგარო მთლიანად ჩემო სამშობლოვ ცოდვის მორევში ჩამრჩვალო რით გიმკურნალო ,არ ვიცი რა გითხრა, რით გაგახარო .... ისევ შენ უნდა გვიშველო უფალო,ღმერთო მაღალო, დედაო ღვთისავ,მარიამ შენ კალთა გადაგვაფარო!!! შენ მოგვივლინო მშვიდობა სისხლი და ცრემლი გვაკმარო შენი წილხვედრი ქვეყანა სულ კეთილ გზაზე ატარო!!! ჩემო ტანჯულო ქვეყანავ ჩემო ტანჯულო მთა–ბარო ის არ იფიქრო აგშურდი არ მინდა ცილი დამწამო შენ თავს არავის დაუთმობ გინდა მაჩუქონ სამყარო ნუმც მეღირსება სამარე თუკი შენ სხვაზე გაგცვალო...."
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев