Предыдущая публикация
დრო დადგა, მტერი გახდა ისევ დრო და გონება
არვის ეგონა თუ ოდესმე გაიგონებდა
რომ დრო სიყვარულს ასე მწარედ დაიმონებდა
როცა სიტურფე სიყვარულის არის ქონება
შენთვის ძვირფასი გვერდით არვინ არ გეყოლება
ადამიანი ცაში ღმერთს თუ გაეტოლება
მაშინ გრძნობები მარტო თვალებს დაემონება.
მაგრამ ვერასდროს ვერ გახდები ღმერთი იცოდე
სჯობს რადაც გაჩნდი ის იყავი, იმად იცოცხლე
რომ დააფასო არამარტო შენი სიცოცხლე
მთელი ცხოვრება სანთელივით უნდა იწვოდე
და თუკი სანთელს შეადარებ ცხოვრებას შენსას
სიამოვნებას სიყვარულის ფიალით შესვავ
თუმცა მეტისმეტს ნუ მოელით ამ ცხოვრებისგან
ვით ოქროს ზოდებს კაცი ბრიყვი მათხოვრებისგან.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев