გტკივა? სისულელეა, მიაფურთხე ყველაფერს...
მზემ სხივებით დაკაწრა გული, ვერ მოვიცილე,
თუ ეცდები ცხოვრებას თავად გაიფერადებ,
შენ უბრალოდ არ იცი,როგორ უნდა იცინო!
მომეჩვენა გჭირდება ერთი ბოთლი განწყობა,
ჩემსკენ ახლა დარდია და ვერაფრით გიშველი.
მზე მინარეთს ჩაეშვა და წვიმები აეწყო,
შენ უბრალოდ არ იცი ხმალი როგორ იშიშვლო!
გზებზე დგანან ფარნები, ცრუ ღიმილებს კეცავენ,
თავად ცდილობ სიარულს და მიყვები ნაბიჯებს
ლექსით, სულის ჭრილობას მერამდენედ აკვნესებ,
შენ უბრალოდ არ იცი რანაირად გაგიჟდე.
წერ და თავად იჯერებ , ყველა მიდის მარტივად,
გტკივა გვირილებივით დაპუტული ნერვები,
ბედის გაჩერებაზე დგები, მატარებლიდან...
შენ უბრალოდ არ გახსოვს, ვაგონები გერევა...
წამო, გავისეირნოთ, დრო მოუკლავთ ამინდებს,
მომაქვს გადანახული ერთი ბოთლი განწყობაც,
რაც შევძელ და ვერ შევძელ, გული გულში ჩაგიდე,
მე არ ვიცი, ეს ლექსი იქნებ სულ არ გაწყობდა?!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев