Предыдущая публикация
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ ცივა,და მენატრები-
მაგრამ ვერ გხედავ როგორ ციმციმებ.
გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენი სიცხეს.
და მე არ მინდა რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ...
გათავდა,,აღარ ჩამოგეხსნები.
არც მახსოვს ვის რა უთხარი გუშინ.
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე, სულში.....
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც ,ფოთოლიც,წვეთიც..
შენ ხარ აქამდე რაც უნდა მეთქვა,,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტიც
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев