ამბობდი _ თვალებიც ბერდებიან, და მუდამ ამაზე ვკამათობდით, ჩვენ შორის სიშორის ის წლებია, რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს. ახლაღა ბრუნდები, ვედრებიან წამებს და საათებს ვგავარ ოდეს, არ ამბობ _ თვალებიც ბერდებიან, გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს. მიყურებ, გაცვეთილი მზერებია, ნიღბიან ერთგულებას თამაშობენ, ვიჯერებ _ თვალებიც ბერდებიან, როდესაც გულები ღალატობენ...
სადღაც გაგაქრო სიამაყემ, კვალი სიყვარულმა დატოვა, შემდეგ დავიწყება მეწვია, თუმცა მანაც მალე დამტოვა. შემომინახე ეგ თვალები. მზერა არავის ანდო... შენი დუმილიც, სევდიანი, გახსოვს? მე მიყვარდა მარტო. მომნატრებია ყველა სიგიჟე. შენი სურნელი, ხმა.. ნეტავ იცოდე, როგორ მინდოდა მომესწრო "მიყვარხარ"-ს თქმა. მაპატიე, რომ ვერ გავუძელი და რომ მიგატოვე, მაპატიე.. შენს სახელს ვარქმევ ყოველივეს, ქვეყნად თუკი რამე მაბადია.. ჩემო უცნაურო, გაგიკვირდება და,, ახლა,როცა ქუჩებს ათოვს, ქალაქი ძილში ჩაძირულა, მე კი, შენით არსებობა მათბობს. უკანასკნელად ჩაეძინებათ ამ თითებს ქერა თმებში, უკანასკნელად გავბედავ გითხრა: "ყოველთვის დარჩები ჩემში"
Показать картинку რა ლამაზი ხარ, ალბათ ყველა ლამაზს გეძახის, ნება მომეცი ეგ სახელი მეც დაგიძახო, რა თვალები გაქვს ალბათ ყველას აჯადოვებენ, მეც შემომხედე... თუმცა უკვე მომაჯადოვეს. რა ტუჩები გაქვს, მაგრამ ყველას როდი აკოცებ, რაც გინდა მთხოვე, მხოლოდ ერთხელ, ერთხელ მაკოცე, რა ჭკვიანი ხარ, სიყვარულში არვის უტყდები, რამე რომ გითხრა მეც უზომოდ გამებუტები. მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ამას ვერ გეუბნები, ჩემი რომ იყო, გულში მაგრად ჩაგიხუტებდი.,,
"დრო წავა და ბევრ რამესაც წაშლის წარსულს რჩება ამ წუთების სევდა, ჩვენი ერთად დაფიქრების წამებს, სიხარული განა ცოტა სდევდა? დრო წავა და ბევრ რამესაც წაშლის, არ გვექნება ერთად ყოფნის ნება, ბუნებრივად, უფლის ნებით ვივლით, ცალ–ცალკე და სულ ვიქნებით ერთად."
მინდა ბედნიერი იყო, დარდმა არ დაგიმონოს მცირედმა, გრძნობისგან არასოდეს დაცლილიყო, ბოლომდე გიმეგზუროს იმედმა. მინდა სასმისივით დაგეცალოს, სადმე, მტერი თუ გყავს ათიოდე, წუხილი სიხარულში გაგეცვალოს,
ფანჯარა გამოვაღე, მზე უკვე ჩადიოდა... ცხოვრებას ერთი დღე კიდევ აკლდებოდა. ვინ იცის,
იქნებ ბოლო დღე ღამდებოდა და ამით ჩემი ცხოვრება მთავრდებოდა. მაგრამ, რატომღაც, ეს არ მადარდებდა, ერთი რამ მაფიქრებდა, ერთი რამ მადარდებდა : შენ ვერ გაიგე, _ აი, ეს მადარდებდა... ისე მოვკვდებოდი, ვერავინ გაიგებდა რომ შენზე ფიქრები იმ ქვეყნად მიმყვებოდა... ო, ღმერთო ჩემო, რა იქნებოდა ისე მოგეკალი, არვინ მყვარებოდა.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 56
ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სილამაზის საზომი,ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი ოცნებების წონა.
ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა,ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა.
ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...
ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია,ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია
..ქალი ხარ..დილის ნამის სადარი..
..ქალი ხარ..ნუშის გამოგვიძება...
.ქალი ხარ..მზის და მთვარის ნაზავი...სხვა სიყვარულის
უცხო ნაპირი
არ არსებულა ქვეყნად
მომენატრე და ისევ
მოვედი! ისევ,
მოვედი შენთან!!!
მიყვარხარო!!!
ერთმა ბრძენმა თქვა:
წარსულს ვერ დაიბრუნებ,
მომავალი წინ არის,
ხოლო აწმყო ჩვენ ხელშია!
იცხოვრეთ აწმყოთი და გაიხარეთ
თითოეული წამით!
ამბობდი _
თვალებიც ბერდებიან,
და მუდამ ამაზე ვკამათობდით,
ჩვენ შორის სიშორის ის წლებია,
რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს.
ახლაღა ბრუნდები,
ვედრებიან
წამებს და საათებს ვგავარ ოდეს,
არ ამბობ _
თვალებიც ბერდებიან,
გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს.
მიყურებ,
გაცვეთილი მზერებია,
ნიღბიან ერთგულებას თამაშობენ,
ვიჯერებ _
თვალებიც ბერდებიან,
როდესაც გულები ღალატობენ...
ჩემო უცნაურო...
სადღაც გაგაქრო სიამაყემ,
კვალი სიყვარულმა დატოვა,
შემდეგ დავიწყება მეწვია,
თუმცა მანაც მალე დამტოვა.
შემომინახე ეგ თვალები.
მზერა არავის ანდო...
შენი დუმილიც, სევდიანი,
გახსოვს? მე მიყვარდა მარტო.
მომნატრებია ყველა სიგიჟე.
შენი სურნელი, ხმა..
ნეტავ იცოდე, როგორ მინდოდა
მომესწრო "მიყვარხარ"-ს თქმა.
მაპატიე, რომ ვერ გავუძელი
და რომ მიგატოვე, მაპატიე..
შენს სახელს ვარქმევ ყოველივეს,
ქვეყნად თუკი რამე მაბადია..
ჩემო უცნაურო, გაგიკვირდება და,,
ახლა,როცა ქუჩებს ათოვს,
ქალაქი ძილში ჩაძირულა, მე კი,
შენით არსებობა მათბობს.
უკანასკნელად ჩაეძინებათ
ამ თითებს ქერა თმებში,
უკანასკნელად გავბედავ გითხრა:
"ყოველთვის დარჩები ჩემში"
სანთელი უყვარდა პეპელას
დაჰფარფატებდა თავზე,კოცნა მოუნდა აკოცა
დაიწვა ცეცხლის ალზე,სანთენსაც გული ჰქონია
ცრემლი მოდგა თვალზე,
სიკვდილიც კარგი ყოფილასატრფოს მხურვალე მკლავზე.....
ოცნებად მექცა მე შენი ნახვა
ნატვრად კი მხოლოდ შენი ღიმილი
შენმა ლოდინმა ფიქრი მასწავლა
უშენობამ კი ჩუმი ტირილი.
მე მინდა!
ხშირად იცინოდე!
შენი თვალებიდან ცეცხლი ცვივოდეს!
ეს ბრწყინვალება შენი სულისა,
არ ჩამქრალიყოს
მუდამ ღვივოდეს!!!
რა გისურვო?
რა თქმა უნდა-ბედნიერება
ის ყველგანაა...ყვავილებში,ოცნებებში,თუნდაც მუსიკებში,შენთვის ძვირფას თვალებშიც იპოვი!
არასოდეს არშეგხებოდეს გაჭირვება და იყავ მუდამ ბედნიერი!!!
ქალი რომელსაც ქვია სიცოცხლე,
ქალი რომელსაც უნდა იცნობდე, ქალი რომელზეც უნდა ფიქრობდე, ქალი რომელიც უნდა გიყვარდეს, ეს ქალი შენ ხარ! მინდა იცოდე
ვხედავშენს ლამაზ გულში სიკეთეს
მე შენი მსგავსი ვერ ვნახე
ვერსად
არ შეგეშინდეს არაფრის ქვეყნად
მე შენთვის ჩუმად ვილოცებღმერთთან.
=::=
რა ლამაზი ხარ,
ალბათ ყველა ლამაზს გეძახის,
ნება მომეცი ეგ სახელი მეც დაგიძახო,
რა თვალები გაქვს
ალბათ ყველას აჯადოვებენ,
მეც შემომხედე...
თუმცა უკვე მომაჯადოვეს.
რა ტუჩები გაქვს,
მაგრამ ყველას როდი აკოცებ,
რაც გინდა მთხოვე,
მხოლოდ ერთხელ, ერთხელ მაკოცე,
რა ჭკვიანი ხარ,
სიყვარულში არვის უტყდები,
რამე რომ გითხრა მეც უზომოდ გამებუტები. მე შენ მიყვარხარ,
მაგრამ ამას ვერ გეუბნები,
ჩემი რომ იყო,
გულში მაგრად ჩაგიხუტებდი.,,
ისე ლამაზია ჩვენი ნაცნობობა...
მსურს ამ სილამაზით სუნთქვა გავაგრძელო...
ისე მიხარია შენი არსებობა, –
რომც არ შეგიყვარდე, –
ღმერთმა გადღეგრძელოს!
"დრო წავა და ბევრ რამესაც წაშლის
წარსულს რჩება ამ წუთების სევდა,
ჩვენი ერთად დაფიქრების წამებს,
სიხარული განა ცოტა სდევდა?
დრო წავა და ბევრ რამესაც წაშლის,
არ გვექნება ერთად ყოფნის ნება,
ბუნებრივად, უფლის ნებით ვივლით,
ცალ–ცალკე და სულ ვიქნებით ერთად."
რადგან მთელ ღამეს ჩემთან ერთად ფიქრში ატარებ, მე მზის პირველ სხივს, შენთან კოცნა გამოვატანე!!!
მინდა ბედნიერი იყო,
დარდმა არ დაგიმონოს მცირედმა,
გრძნობისგან არასოდეს დაცლილიყო,
ბოლომდე გიმეგზუროს იმედმა.
მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე, მტერი თუ გყავს ათიოდე,
წუხილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.
ქალი ვარ,
ტანით დამაქვს შენი მხურვალე მზერა,
ჩამოქნილ მკლავებს
მიწვავს ცხელი ნათითურები,
დატალღულ თმაში
გამბნევია მღელვარე სუნთქვა
და ფიქრად მოსულს
სურვილისფრად გაგიყუჩდები...
ჰო, ქალი ვხდები
შენს სუნთქვასთან გაყუჩებული,
ათვინიერებ
ცხრა მთას იქით მიმომქროლ ფიქრებს...
მოვდივარ შენგან...
მომაქვს თმაში შემძვრალი სუნთქვა,
ვატარებ ტანით
შენი მზერით მოსეულ ჭინკებს..
ფანჯარა გამოვაღე,
მზე უკვე ჩადიოდა...
ცხოვრებას ერთი დღე კიდევ აკლდებოდა.
ვინ იცის,
იქნებ ბოლო დღე ღამდებოდა
და ამით ჩემი ცხოვრება მთავრდებოდა.
მაგრამ, რატომღაც,
ეს არ მადარდებდა,
ერთი რამ მაფიქრებდა,
ერთი რამ მადარდებდა :
შენ ვერ გაიგე, _
აი, ეს მადარდებდა...
ისე მოვკვდებოდი, ვერავინ გაიგებდა
რომ შენზე ფიქრები იმ ქვეყნად მიმყვებოდა...
ო, ღმერთო ჩემო, რა იქნებოდა
ისე მოგეკალი, არვინ მყვარებოდა.