მისივე განმარტებით, ინვესტიციებს, ეკონომიკის აღორძინებას და სამუშაო ადგილების შექმნას დიდი დრო და ფული სჭირდება.
"გუშინდელ შეხვედრაზე მე მივმართე საჯარო მოხელეებს და ბიზნესმენებს, რომ გამოასწორონ უკანონობა, რომელიც ჩადენილი აქვთ, სანამ სასამართლომდე მისულან და შეიძლება ზოგიერთმა თავისუფლებაც დაკარგოს ისეთი დანაშაულებია ჩადენილი. მე ვიძლევი იმის გარანტიას, რომ ჩინოვნიკები აღარ იქნებიან იმ განცხრომაში, რასაც ბედავდნენ. ამის მოწესრიგებას არ სჭირდება დიდი დრო და ფული. დიდი დრო და ფული რასაც სჭირდება, ესა არის ინვესტიციები, ეკონომიკის აღორძინება და სამუშაო ადგილების შექმნა. პროცესი მძიმეა და მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ 5 წუთში ვერ მოხდება, ყველამ სამუშაო იშოვოს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან მან ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარანტიას ვერ იძლევა, თუმცა ჰგონია, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები მალე აღდგება.
"მე არ მიმიცია ამის პირობა და გარანტია, მაგრამ საერთო სიტუაციის შეფასება კარგად ვიცი და მგონია, რომ არ უნდა იყოს პრობლემა კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის. ვფიქრობ ეს სწრაფად უნდა მოხდეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/62837-bidzina-ivanishvili-vidzlevi-garantias-rom-chinovnikebi-aghar-iqnebian-im-ganckhromashi-rasac-bedavdnen.html#ixzz3qGrmMv2Q #новости
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев