ტელეკომპანია "მე-9 არხის" ინფორმაციით, ექიმების თქმით, 9 თვის ბარბარე რაფაიანცი სავარაუდოდ ნახევარი საათის წინ დაიხრჩო.
ახალშობილი, რომელიც მშობლებთან ერთად დეიდას სტუმრობდა, დაახლოებით ერთი საათის წინ გაუჩინარდა. არსებული ცნობით, 9 თვის ბარბარე რაფაიანცი მშობლებმა საძინებელში დაძინებული დატოვეს, თავად კი სამზარეულოში სავახშმოდ გავიდნენ, თუმცა, უკან დაბრუნებულებს ჩვილი ადგილზე აღარ დახვდათ. დაახლოებით ერთსაათიანი ძებნის შემდეგ გოგონა ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, სოფლის მოსახლეობა კი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. ჩვილის ახლობლები მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნიან. დაღუპულის დეიდა "ქართული ოცნების" აქტივისტი და არჩევნებზე დამკვირვებელია. "მე-9 არხის" ცნობით, მას სისტემატურად საკუთარი შვილების გატაცებით ემუქრებოდნენ და რადგან ეს ვერ შეძლეს, ჯავრი მის დისშვილზე იყარეს.
#новости
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2