Предыдущая публикация
არნემის "ვიტესმა" ლონდონის "ჩელსისგან" ერთწლიანი იჯარით ნათან აკე გადაიყვანა. ეს ჰოლანდიელი ცენტრალური ნახევარმცველია და 18 წლის გახლავთ, თუმცა გასულ სეზონში 3 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში.
აკე ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა 1995 წელს დაბადებულთა შორის.
აკე ქართველებსაც არცთუ სასიამოვნოდ გვახსოვს: მან შარშან ევროპის 17- წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა ვასილ მაისურაძის გუნდის წინააღმდეგ და გამორჩეული იყო მინდორზე.
"ვიტესის" ქართველთა შესაძლო ტრანსფერებს რაც შეეხება, ამ მხრივ სიახლე არაფერია.
#новости
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев