Предыдущая публикация
ვერ შეედრება ყანაში გაზრდილს,
მაგრამ ის მაინც უარს არ არის
ფანჯრის რაფაზე, ბამბაზე გაზრდის,
ალბათ არ იცის, რომ საბოლოოდ
ვერ დასრულდება, არ მომწიფდება,
რომ პური მისგან არ გამოცხვება
და რომ არ ღირდა ეს წამოწყება.
მხოლოდ წყალი და მზის სხივი ურტყამს
და უმიწოდაც ის ბედავს სუნთქვას...
მეც მარცვალივით სარკმელთან ვიცდი,
ყარაული ვარ გაშლილი სივრცის.
არც ჩემი ლექსით იქმნება საზრდო,
ის უბრალოა, მარტივი, სანდო,
და ვით მარცვალი ნათელ სარკმელთან,
თუნდაც დროებით, სიცოცხლეს ნატრობს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев