ხატის ზომაა (ჩარჩოიანად, რაც ფოტოზეა გამოსახურლი) - 67 სმ. სიმაღლე, 57 სმ. სიგანე.
მოგეხსენებათ, გვარის სალოცავია ყანჩაეთის ღმრთისმშობელი, სადაც კასაბურები ყოველ წელს ღვთისმშობლობას, ღვთისმშობლის შობის დღეს, 21 სექტემბერს ადიოდნენ სალოცავად (ყანჩავეთი ახალგორიდან ქსნის გაღმა სოფელია მთაში და დღეს იქ მისვლა შეუძლებელია ცნობილი მიზეზების გამო).
კასაბურების გვარის დალოცვა და ხატის კურთხევა მოხდება წმიდა სამების საკათედრო ტაძარში 2013 წლის 22 სექტემბერს!!!
საოცარი დამთხვევაა ისიც, რომ ღვთისმშობლობას, ღვთისმშობლის შობის დღეს, 21 სექტემბერს, სწორედ ამ დღეს საღამოს ლოცვაზე მიბრძანდება ეს ხატი სამების ტაძრის საკურთხეველში და 22 სექტემბერს, როცა არის ღვთისმშობლის მშობლების - იოაკიმ და ანას ხსენების დღე, კვირის წირვაზე დაილოცება კასაბურების გვარი და მოხდება ხატის კურთხევა. სასურველია ამ მადლიან მოვლენას დაესწროს ყველა კასაბური, არა აქვს მნიშვნელობა მიიღო, თუ რაიმე ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, არა აქვს მიღებული მონაწილეობა ამ ხატის შექმნაში.
პატრიარქის კურთხევით, ამ დღის მერე, ხატი მონაცვლეობით იმოგზაურებს და თავის მადლს და შემწეობას მოჰფენს კასაბურების სხვადასხვა ოჯახს!
ღმრთისმშობელი შეეწიოს კასაბურების გვარს და სრულიად საქართველოს! ამინ! +
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1
კ ა ს ა ბ უ რ ე ბ ო !!! კასაბურების გვარის დალოცვა და ახლადშექმნილი საგვარეულო ხატის კურთხევა: 22 სექტემბერს, კვირას, წირვის ბოლოს!!!(წირვა იწყება დილის 9 საათზე.)