ცხოვრება არაა სულ ერთი დინებით..
ხან გაგიწვიმდება ხან კი მზე გაგათბობს,
ხან იმედს დაკარგავ... ხან კვლავ გაბრწყინდები.
თუ დღეს არ გიმართლებს... ნუ დასვავ იქ წერტილს,
იცხოვრე ხვალით და... ისწავლე ოცნება
ვინ თქვა რომ ყოველდღე იქნება აპრილი...
ვინ თქვა რომ გრძნობები ასაკით იწყება.
გიყვარდეს... ეს ნიშნავს ცხოვრება გრძელდება...
ლამაზად თენდება... ლამაზად ღამდება
ამბობენ ღმერთებსაც ქონიათ გრძნობები,
გრძნობები რომელიც არასდროს არ ქრება.
არ თქვა, რომ სიყვარულს ქონია ასაკი...
და არც მანძილი აბრკოლებს ამ გრძნობას,
მას არ სჭირდება ფიცი და ძახილი...
მოვა და დაგიპყრობს, სულ შენთან დარჩება.
ნუ იტყვი ცხოვრება რომ უკვე მთავრდება,
სიყვარულს არა აქვს არც დრო... არც ასაკი...
თუ გულში ლამაზი გრძნობები ჩასახლდა...
მერწმუნეთ ცხოვრებაც გახდება ლამაზი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев