Предыдущая публикация
ჩემთვის კალამი შენი ხელია,
ხოლო მელანი შენი თვალები.
ჩემთვის ფურცელი შენი სახეა
და ჩემი მუზა შენი სახელი.
ჩემთვის ლექსები შენი თმებია
რა ლამაზია შენი წარბები?
ჩემი ხალისი შენი ეშხია,
ჩემი სევდა კი შენი ცრემლები.
ჩემი ოცნება შენი-ტუჩია,
ჩემი გონება შენი-სხეული.
ჩემი სიტყვები შენი-გულია
და ამიტომ ვარ ალბათ გრძნეული
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев