მიდის, არ გელოდება, არ გეკითხება არაფერს. ზოგჯერ უბრალოდ გინდა რო გაჩერდეს, გაჩერდეს რაღაც წამი, წუთი, მომენტი როცა ბედნიერი ხარ. ზოგჯერ პირიქით გინდა სწრაფად გავიდეს გაასწროს ყველას და ყველაფერს, მაგრამ ის შენ არ გეკითხება როდის როგორი ტემპით ივლის ის უბრალოდ მიდის და ხვდები რომ შეუძლებელია მისი უკან დაბრუნება. უკან დაბრუნება რომელიც ხშირად გვინატრია რომ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოგვესწორებინა, მაგრამ ნატვრა ნატვრად რჩება სამწუხაროდ, მაგრამ ზოგჯერ ისეც ფიქრობ, რომც დაბრუნდეს დრო ყველაფერს ისე გააკეთებდი როგორც გააკეთე. ეს ის მომენტია როცა არაფერს ნანობ უბრალოდ გინდა კიდევ განიცადო ის რასაც განიცდიდი. არვიცი რამდენად დამეთანხმებით (მაგრამ ამას არც აქვს მნიშვნელობა) კარგია დრო უკან რომ არ ბრუნდება მაშინ ცხოვრებას ზრი დაეკარგებოდა თუკი ადამიანი შეცდომას არ დაუშვედა და ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტად გააკეთებდა,, ასეთ ცცხოვრებას უაზრ შემიძლია ვუწოდო გამომდინარე იქედანნ რომ თუკი შეცდომას არ უშვებ შენ ვერაფერს ისწავლი, თუკი ტკივილი არ იგრძენი შენ ვერ დააფასებ ყველა უმტკივნეულო მომენტს. ისე კი დროს ერთი მახასიათებელი თვისებაც აქვს: მიდის მაგრამ კვალს გიტოვებს მოგონებების სახით. მოგონებების რომლებიც ზოგჯერ არცთუ ისე სასიამოვნოა მაგრამ არის სასიამოვნო მოგონებებიც რომლის გახენებისას სახეზე გულწრფელი ღიმილი გადგება. ის ღიმილი რომელსაც სიყალბე არ უევია და ღიმილი რომელიც შეუძლია მხოლოდ განსაკუთრებულმა ადამიანებმა გაჩინონ შენს სახეზე. ეს დროის ფაკტორია ზოგჯერ ეს მოგოონებებიც დროსთან ერთად იკარგება ხოლმე და შვვებას თუ არა სინამდვილეს მაინც გგვრის, სინამდვილის განცდას გიტოვებს და გახსენებს რომ ის უკვე იყო კარგი ან ცუდი მაგრამ "იყო" ახლა უნდა მიყვე ცხოვრებას რადგან დრო არ გელოდება. იმიტო კიარა რომ სწრრაფია იმიტომ რომ შენ არ მიყვები. მოგონებებს ვერ წაშლი. ისინი ან მტკივნეულია ანნ სასიამოვნო და ყოველთვის იქნება თუკი შენ რამეს აკეთებ. თ არ გინდა მოგონებები უბრალოდ დაჯექი და არ გატოკდე. თემას კი დასასულისკენ წავიყვან. არც კი ვიცი რატომ დავწერრე უბბრალოდ მიყვარს წერა და ამ თეემაზეც მინდოდა ჩემი აზრი მეთქვაა. ამ სურათს რაც შეეხბა რავი უბრალოდ მომეწონა სასიამოვნოა :)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев