Предыдущая публикация
მწუხარების გედი, ნაღვლიანი
მზერა ჰქონდა, დარდიანი ბედი.
წვავდა შორი მოგონება და ოცნება
მალი, უშორესი მონატრებით გედი
იყო მთვრალი. ტბა ბურუსით
მოცულიყო, გედის გული ნისლით,
ვერც სიღრმეში
მშვიდდებოდა,ვერც ნაპირზე
მისვლით, ტბაში ჩანდა ზეციური
ლანდის ანარეკლი, ჩანდა გზები
მოფენილი ვარდითა და ეკლით.
გედმა ეკლის გზა ირჩია,არ
გათელა ვარდი, და ამ გზაზე
ეკალივით ესობოდა დარდი,
საკვირველი იყო გედი ,როცა
ამდენს ძლებდა, იმ გედს ერქვა
სიყვარული და შენ დაგეძებდა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев