ბოლო კომენტარები
10:05 10-11-2014
უკვე ერთ ადგილს
ვტკეპნით და ასე
იქნება სანამ
რეგიონებში არ...
საქართველოს
ნაკრები ტონგასთან
დამარცხდა
dd
05:02 10-11-2014
ეს რა გავიგე:(ერთ
სოფელში
გაზდილებივართ:
{ არ მჯერა მაგას რა
მოერია....
M 1-ის მებრძოლი
გურამ გუგენიშვილი
გარდაიცვალა
nodarichi123
02:29 10-11-2014
რა ფეხბურტელი
იყო და როგორ
გაიფუჩჰა თავი
სჰედზლო ამას
სოფლიოს...
ნარკომაფიასთან
კავშირში
ეჭვმიტანილი
ადრიანო ბრაზილიის
სასამართლომ
უდანაშაულოდ...
ირაკლი
რა ხდება ღამით
გოგოლზე?! -
რეპორტაჟი "წითელი
ფარნების"
თბილისური
ქუჩიდან
აფხაზეთის სამი
სექსსიმბოლო
"ეგეთები უკადრია
მაგის გარეწარ
ქმარს" - ფოტო 7
ნომერის აქციიდან
და ნინო სუთიძის
მწვავე კომენტარები
კოდუა-
ჟორჟოლიანის
შესახებ
ასეთი იქნება
მართვის მოწმობის
ახალი ბილეთები
გოგო ფერარის
უროთი ამტვრევს (+
VIDEO)
რიჩარდ ნორლანდი
- როდესაც რუსეთში
ელჩი ვიყავი, ვერ
ვიფიქრებდი, რომ
საქართველოს შსს-
ში მივიდოდი
ფედერიკა მოგერინი
- რუსეთმა უნდა
შეასრულოს
საკუთარი
ვალდებულებები და
უკრაინიდან ჯარები
გაიყვანოს
ყველაზე კითხვადი
სტატიები
საქართველოსთვის
შეუძლებელი უნდა
შევძლოთ - რატომ
მიდის ჭანტურია
მილანში
"ვინმემ
მომხდარიდან
დასკვნა
გამოიტანა? ...ყველაზ
ჭკვიანები სომხები
აღმოჩნდნენ"
თემურ ქეცბაია:
პოლონეთთან
მატჩის შემდეგ
გადავწყვეტ, წავალ
თუ დავრჩები
პორტუგალიაში
საქართველოს
ფუტსალის ნაკრებს
აგინეს და
ბოთლები
დაუშინეს [VIDEO]
არჩევნებამდე დრო
იკარგება -
ექსკლუზიური
ინტერვიუ რომან
ფიფიასთან
საქართველოს
ნაკრები: მაგრამ
მარტო წვრთნა რას
იზამს...
გატუზოს ფაქტორი
და ზარი
კალაძესთან -
ბერძნული ოფი
ქართველებით
კმაყოფილია
არჩილ არველაძე:
არა მგონია,
კალაძეს ეს
ეგულისხმა...
ზიდანი, მალდინი,
ვან დერ სარი და...
სუპერვარსკვლავთა
ვაჟების
სიმბოლური
ნაკრები
არქივის კალენდარი
«« ნოემბერი 2014 »
ორ სა ოთ ხუ პა შა
27 28 29 30 31 1
3 4 5 6 7 8
10 11 12 13 14 15
17 18 19 20 21 22
24 25 26 27 28 29
AutoSharing Option Yes
No
ქართული ფეხბურთი -
ჩემპიონატი
ავტორი : გია ტუხაშვილი
+ 0 | 0 –
შეაფასეთ სტატია
რეკომენდებული
0
მასალების გამოყენების
პირობები
გააკეთეთ კომენტარი
3-ოთახიანი, 94
კვ.მ. ვაჟა-
ფშაველაზე
არქივთან,... 2-ოთახიანი, 60
კვ.მ.
გარემონტებული
კეთილმოწყობილი... "იყიდება
განულებული
სალარო აპარატი.
ტელ.:... "იყიდება
რეგისტრაციიდან
მოხსნილი სალარო
აპარატი....
"ჩემპიონთა თასზე რუსებმა
არ გაგვიშვეს" - "ოქროს
ბიჭის" მოგონება "არწივი" (ვერ) ვნახეთ
დაჭრილი დავით ყიფიანის უცნობი
ფოტო
თაფლმა სასარგებლო
თვისებები რომ არ
დაკარგოს რატომ ვსუქდებით
ზამთარში გამოვიყენოთ თუა არა
ასპირინი პროდუქტის
კონსერვირებისას
მეტალურგი-მერანი 1:2 - ვინ
შეაჩერებს "მერანს"?
10:27 10-11-2014
ადრე თუ გვიან, ეს უნდა
მომხდარიყო: უმძიმეს
ფინანსურ კრიზისში მყოფი
"მეტალურგი" ამ სეზონში
პირველად დამარცხდა საშინაო
შეხვედრაში და ასევე პირველად
მოხდა, რომ გუნდმა ზედიზედ
ორი მატჩი წააგო!
ეგ კი არა, "მერანთან"
დაპირისპირების წინ
რუსთაველთა გუნდის
საწვრთნელი პროცესი,
ფაქტობრივად, ჩაშლილი იყო:
ფეხბურთელებს ორი დღე
საერთოდ არ უვარჯიშიათ,
მთავარი მწვრთნელი ვარლამ
კილასონია კი, თავისი
მოთამაშეების სოლიდარობის
ნიშნად, "მეტალურგიდან"
წასვლას აპირებდა.
მოკლედ, დიდი იყო იმის
ალბათობა, რომ "მეტალურგი"
ამ ტურში მოედანზე არც
გამოსულიყო, მაგრამ,
საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და,
რაც მთავარია, ფინანსური
პრობლემებიც უნდა მოგვარდეს:
როგორც კლუბის
ხელმძღვანელმა ვალერი
ქოქიაშვილმა გვითხრა,
უახლოეს ორ-სამ დღეში
სახელფასო დავალიანება
დაიფარება!
ისე, კლუბის სტრუქტურაში სხვა
ცვლილებებიცაა მოსალოდნელი
და თითქმის გადაწყვეტილი
ამბავია, რომ "მეტალურგის"
დირექტორატში დასაქმდებიან
ლერი სულაბერიძე, ვალერი
შალიკაშვილი (ორივე მათგანი
წლების განმავლობაში
თბილისის "დინამოში"
მოღვაწეობდა) და 1981 წლის
თასების მფლობელთა თასის
ტრიუმფატორი ნუკრი
კაკილაშვილი.
ახლა კი უშუალოდ მატჩის
შესახებაც, რომელიც საკმაოდ
საინტერესოდ წარიმართა და
საბოლოოდ, ლოგიკური
შედეგითაც დამთავრდა:
მასპინძელთა ფინანსური
პრობლემები სულაც არ აკნინებს
"მერანის" გამარჯვებას, რამეთუ
მარტვილელებმა ამჯერადაც
მშვენიერი შთაბეჭდილება
დატოვეს და საკუთარი
ქომაგებიც გაახარეს.
ჰო, "ფოლადის" სტადიონის
ტრიბუნებიდან თითქმის მთელი
მატჩის განმავლობაში...
სტუმართა გულშემატკივრების
ომახიანი შეძახილები ისმოდა!
მატჩის დასაწყისი ფრთხილი
იყო, მერე კი კინაღამ ორი
"ავტოგოლი" ვიხილეთ აქეთ-
იქით; ამასობაში "მერანი"
გააქტიურდა და ზედიზედ
რამდენიმე კუთხურს ის მოჰყვა,
რომ მასპინძელთა
თავდამსხმელს, ირაკლი
სიხარულიძეს საკუთარ
საჯარიმოში ბურთი ხელზე
მოხვდა და პენალტი
გამოცდილმა დავით ბოლქვაძემ
უნაკლოდ შეასრულა.
აი, ამის შემდეგ კი სრულ
უპირატესობას მასპინძლები
დაეუფლნენ და მალე ერთობ
თვალსასეირო კომბინაციაც
ვიხილეთ კონსტანტინე
ხიზანეიშვილის, ირაკლი
სიხარულიძისა და გიორგი
ვასაძის მონაწილეობით, თუმცა
"მერანის" გამოცდილმა მეკარემ
ზურაბ მამალაძემ საკუთარი
გუნდი გადაარჩინა.
აი, მომდევნო ეპიზოდში კი
მამალაძე უძლური გახლდათ:
ირაკლი ხუჭუამ მარჯვენა
ფლანგიდან ბურთი მეტოქის
საჯარიმოში გაგზავნა, სადაც
ყველას გიორგი ქავთარაძემ
დაასწრო და თავით, ვარდნაში,
მართლაც ეფექტური გოლი
გაიტანა!
პირველი ტაიმის ბოლომდე
მასპინძლებს კიდევ ჰქონდათ
რამდენიმე მომენტი, როცა
გიორგი ქავთარაძის და ირაკლი
ხუჭუას ჩინებული პასებით
დასარტყამ პოზიციაზე ირაკლი
სიხარულიძე და გიორგი
ალავერდაშვილი აღმოჩნდნენ,
მაგრამ ხან მამალაძე
თამაშობდა უშეცდომოდ, ხან
კიდევ ბოლო დარტყმა იყო
არაზუსტი.
სიხარულიძესა და
ალავერდაშვილს მეორე ტაიმის
დასაწყისშიც შეეძლოთ თავის
გამოჩენა, ისე, როგორც
შეცვლაზე შემოსულ 18 წლის
ოთარ კიტეიშვილს, რომელსაც
უშეცდომოდ მოთამაშე
მამალაძემ დაასწრო.
ერთი შეხედვით, ტერიტორიული
უპირატესობა მასპინძელთა
მხარეს იყო, მაგრამ "მერანმა"
თამაში სწრაფ კონტრშეტევებზე
ააგო და ერთ-ერთი ასეთი მწვავე
იერიში კინაღამ გოლით
დასრულდა - აკაკი შულაიამ
მარჯვენა ფლანგზე გაილაღა,
მერე პაპუნა ფონიავას
ჩინებული პასით ლაშა ჯღამაია
აღმოჩნდა დასარტყამ
პოზიციაზე, მაგრამ ბურთი მცირე
მანძილით ასცდა მასპინძელთა
კარს.
მომდევნო და ასევე გააზრებული
კონტრშეტევა კი შედეგიანი
აღმოჩნდა: გიგა წურწუმიას
ჭკვიანური პასის მერე ბესიკ
ჩიმაკაძე მეურვეებს ოსტატურად
დაუსხლტა და ზუსტადაც
დაარტყა! არადა, ამ გოლამდე
ერთი წუთით ადრე
კონსტანტინე ხიზანეიშვილი
ახლო მანძილიდან თავით
ურტყამდა მეტოქის კარის
მიმართულებით, მაგრამ
კვლავაც ზურაბ მამალაძემ
იყოჩაღა.
მატჩის ბოლომდე მეტოქეებმა
თითო-თითო სახიფათო
მომენტი "გაცვალეს", თუმცა 18
წლის გიორგი კილასონიასაც და
პაპუნა ფონიავასაც გოლის
გასატანად სულ მცირედი
დააკლდათ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1