მადლობა. წერის გარეშე ძალიან მიჭირს. უბრალოდ, ყოფითმა პრობლემებმა მაგრად ჩამაგდო. შენ კარგად იცნობ ჩემს ამ პრობლემებს. ეგაა, რომ ლექსებს არ იცნობდი. იმედია, დავბრუნდები პოეზიის წიაღში!
აღარ განვიცდი ხიბლს ტკბილი თრობის, დაითრგუნა და ჩაცხრა ვნებანი... ო, რა საზარლად მიჰქრიან დრონი! აღარც ნაპირი!.. აღარც გემბანი!... სულს მოენატრა აპრილის კოცნა და გაზაფხულის მთვრალი თვალები... რა კოშმარია ამგვარი ყოფნა! ვაგლახ, ლექსო, რომ შენც ფერმკრთალდები!.. ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/
გააცისკროვნე, მზით აავსე მთელი სამყარო, ყველა სურვილზე, ყველაფერზე უფრო მაღალო! შენი არსობით ამაყი ვარ და ვქედმაღალობ... შენ, ერთადერთო, ჩემს საფლავზე გარდამავალო!..
არ გაჩერდა გიჟი წვიმა, გულისგულში შეჭრას ლამობს... მტკივა, როგორ არა მტკივა, ვნანობ, როგორ არა ვნანობ!.. ვტირი, მაგრამ უხმოდ ვტირი, ვცდილობ, ცრემლი გადავმალო; ღმერთო, სული როგორ კივის, იბრძვის, გადარჩენას ლამობს...
ირმის რქებივით დაგრეხილი ხეები დგანან მარტოობის უსაზღვრო მინდორს და გატრუნულნი მოელიან ხასხასა ფერებს... მიწის გულიდან სარქველს აწყდება თვალაუხელელ ბალღის სიცოცხლე, დილის ნამივით წმინდა და თოთო... მერე მხრებს გაშლის და კვირტებად შემოასკდება ზამთრისაგან გაძარცვულ სხეულს...
იის პერანგით მორთულა ზეცა, მისძინებია ტკივილსაც ლამის; მთვლემარე ზღვაზე კრუტუნებს მზე და ნაპირზე ვნებას ნებდება ქალი... დაბანგულია ფიქრები ლურჯი, მორთხმულა სიცხე მიწაზე ხვატად; მხატვარი მოლბერტს ამბორჰყოფს ფუნჯით და რულმორეულ ღრუბლებსა ხატავს...
რა დრო დაგიდგა, ქალშავავ, სიცოცხლეს ემათხოვრები, მხრებს რომ აღარ შლი ამაყად, დარდია დაგიდგამს გორები. შემოგძალვიან ფიქრები, ვით მუხანათი მსტოვრები... ქალაქს თუ დაავიწყდები, სოფელს ხომ ემახსოვრები...
შენ, მარტოობის ბინადარი, აწყდები საკანს და გაზაფხულზე სევდიანად გითოვს ბაღებში... ტკივილით სავსეს ფეხს გადგამენ და ტყვიანაკრავს გჩრიან ყელში ბურთს სიკეთეზე ავად ნაგეშნი. ო, მზეს, ცხრათვალას, ცხრა თვალიდან ცხრა ცრემლი წვეთავს, როგორც დევნილი, ქარი ეძებს სადგომს სიმშვიდის... შენ, მარტოობის მძიმე ხვედრი, აწყდები სენაკს და სული კვდება მონატრების თეთრი შიმშილით...
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 181
. . .
სურვილი ჩემი, თოთო და წრფელი,
ახალშობილის ჩამოჰგავს ტირილს...
აბა რა გითხრა, ეს ყველაფერი
ისე რთულია და ისე ტკბილი.
ვინ არის ახლა ჩემი გამგები,
გაიწელება დარდი სადამდე?
ალბათ, ყველაფერს თვითონ განგების
რეჟისორული ხელი განაგებს.
ბარბაცებს სული, მისი ამბოხი,
ვით დავიჯერო, აღარ იმძლავრებს?
ვერ შევიფერე ზეცის ამბორი
და ვეწირები ყოფით წვრილმანებს...
ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/
რ ე ქ ვ ი ე მ ი
მოკვდა...
იქნებ ახლაც კვდება,
კვნესით ინავლება ფიქრი,
იქნებ გასაყართან შვებაც
იგრძნო მიმავალმა იქით.
იქნებ გადატეხეს წელში,
იქნებ სიხარულით მიდის,
იქნებ გაიარა კვნესით
ქვეყნის გულგრილობის ხიდი.
ტანში მყინვარება მივლის,
იქნებ რა ტკივილი მიაქვს,
ბაგეს შემორჩენილ ღიმილს
იქნებ ღიმილიც არ ჰქვია.
იქნებ ხორციელთა შურით
გული - დაღალული - მოკვდა,
ახლა გამოხსნილი სული
სანთლის გარეშემო როკავს...
ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/
. . .
ჩემი დროის ქარტიებს
ახლავს ხან მზე, ხან თოში...
ვერაფრით ვერ ჩავტიე
სული ყოფით ჩარჩოში.
რის სურვილი მაწვალებს,
რად ვარ ასე ურჩი მე?
ლექსს,დრო-ჟამით ნაწამებს
რიტმი ვერ შევურჩიე...
ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/
. . .
ეს რა ტკივილი ბატონობს
ამ სულის საბინადროში...
სიცოცხლე, ჩემო ბატონო,
არ ღირებულა არც გროში.
დარდით სავსეა მიდამო,
გული ცვილივით მიდნება...
იქნება გამოიდაროს,
არ დამიღამდეს იქნება... ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/
. . .
სულის ტკივილი ისე მძიმეა,
ხსნა არსით არ ჩანს!
მიაბოტებენ დღეები რიგით
და იფერებენ დრო-ჟამის ფარჩას.
გაწყვეტილია სამყაროს სიმი,
მე უაზრობის ვიქეცი ხარჭად...
და უცებ: მხსნელად გამოჩნდა ლექსი,
გმადლობ, უფალო, იმედი დარჩა!.. ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/
სახლი, ტაძარი, ცის და მიწის მყუდრო სამეფო, სადაც ყველაზე კარგად გრძნობენ თავს პოეტები.../ მომეწონა/
madloba.
მადლობა. წერის გარეშე ძალიან მიჭირს. უბრალოდ, ყოფითმა პრობლემებმა მაგრად ჩამაგდო. შენ კარგად იცნობ ჩემს ამ პრობლემებს. ეგაა, რომ ლექსებს არ იცნობდი. იმედია, დავბრუნდები პოეზიის წიაღში!
mtvarisa koveltvis niwid gamoirzeodi zemo megobaro.mikvarxar da geperebi shoridan
gmertma daglozos.. . .
სევდა ჰფენია ღამეს,
იწვის იდუმალ ალით,
ცაზე ჰკიდია მთვარე_
სასომიხდილი ქალი.
ვარსკვლავს ვარსკვლავისხელა
სწყდება ლამაზი ღვენთი
და დრო, ცბიერი მელა,
მიიპარება ეტლით.
ეშმა მოჰყვება ხითხითს,
ღამე დაიტევს წუხილს,
აღსარებას არ იტყვის
ვნებადამცხრალი წუთი.
ველურ სიშმაგით ბორგავს,
კედლებს აწყდება გული,
ყოფა არ გვაკლებს ბოღმას,
ვით შინაბერა მული.
რაღაც უცნაურს ვწუხვართ,
კარზე აგვიკრავს ნალი...
და მოღუღუნე ბუხარს
ნატრობს დამზრალი ქალი...
მოგვიახლოვდა ხვალე,
კვლავ იმედებით ხვალის...
გათენებამდე ბარემ
ერთსაც იტირებს ქარი...
ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/
. . .
ისევ ტკივილი, ისევ გაქცევა,
ისევ უარი სურნელზე რითმის,
აგონია და თავზარდაცემა,
მიიცვალება ტყვიისფრად ფიქრი.
შემომისახლდნენ ჭინკები სულში,
ისევ მერევა მაცდური ეშმა,
რაღაცა დიდი დამთავრდა გუშინ,
დაიწყო ისევ ჭკუიდან შეშლა.
ისევ ღალატი საკუთარ თავის,
ისევ კოშმარი მიფლითავს სიზმრებს,
კვდება სურვილი ყოფასთან დავის,
დავიკარგები ქარივით ისევ.
კვლავ დამსხვრეული ვეშვები ფერდობს,
ანგელოსები აღარ მიცავენ...
ეს მერამდენედ დამსაჯე, ღმერთო,
ეს მერამდენედ გარდავიცვალე!..
ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/
პოეტს
ყოველი ბწკარი, ალბათ, სისხლია,
იღვრება შვებად ქაღალდზე რაიც,
ამგვარ ზვარაკად ყოფნის მისია
სასჯელია და გამაღლებს მაინც.
წვა არის, ალბათ, ყოველი სიტყვა,
რაიც არ ითქმის ჩვეული წესით,
ნაჟურს, ზეციდან მოვლენილს რითმად,
სამკაულივით იფერებს ლექსი.
ეს ფორიაქი, დარდი და ეჭვი
მოურჯულებელ სურვილებს ხედნის,
მარადიული ტკივილით იწვი
და ეშაფოტზე ადიხარ ნებით...
ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/
. . .
არხევს ღამის აბლაბუდას
უტიფარი ქარი...
მხრებზე მწოლი დარდის გუდა
ისე მძიმე არის...
მიინავლა თითქოს ხმები,
არცრა დარჩა ვალად,
როცა ქართან ნაბრძოლები
ჟამი მიიცვალა...
ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/
madloba, leila!
madloba, leila!
ა ღ ა რ
აღარ განვიცდი ხიბლს ტკბილი თრობის,
დაითრგუნა და ჩაცხრა ვნებანი...
ო, რა საზარლად მიჰქრიან დრონი!
აღარც ნაპირი!..
აღარც გემბანი!...
სულს მოენატრა აპრილის კოცნა
და გაზაფხულის მთვრალი თვალები...
რა კოშმარია ამგვარი ყოფნა!
ვაგლახ, ლექსო, რომ შენც ფერმკრთალდები!.. ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/
გ ი ო რ გ ი ს
გააცისკროვნე,
მზით აავსე
მთელი სამყარო,
ყველა სურვილზე,
ყველაფერზე უფრო მაღალო!
შენი არსობით ამაყი ვარ
და ვქედმაღალობ...
შენ, ერთადერთო,
ჩემს საფლავზე გარდამავალო!..
ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/
. . .
არ გაჩერდა გიჟი წვიმა,
გულისგულში შეჭრას ლამობს...
მტკივა, როგორ არა მტკივა,
ვნანობ, როგორ არა ვნანობ!..
ვტირი, მაგრამ უხმოდ ვტირი,
ვცდილობ, ცრემლი გადავმალო;
ღმერთო, სული როგორ კივის,
იბრძვის, გადარჩენას ლამობს...
ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/
სიზმრად ნანახი ეტიუდი
ირმის რქებივით დაგრეხილი ხეები დგანან
მარტოობის უსაზღვრო მინდორს
და გატრუნულნი მოელიან ხასხასა ფერებს...
მიწის გულიდან სარქველს აწყდება
თვალაუხელელ ბალღის სიცოცხლე,
დილის ნამივით წმინდა და თოთო...
მერე მხრებს გაშლის
და კვირტებად შემოასკდება
ზამთრისაგან გაძარცვულ სხეულს...
ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/
. . .
იის პერანგით მორთულა ზეცა,
მისძინებია ტკივილსაც ლამის;
მთვლემარე ზღვაზე კრუტუნებს მზე და
ნაპირზე ვნებას ნებდება ქალი...
დაბანგულია ფიქრები ლურჯი,
მორთხმულა სიცხე მიწაზე ხვატად;
მხატვარი მოლბერტს ამბორჰყოფს ფუნჯით
და რულმორეულ ღრუბლებსა ხატავს...
ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/
ხალხურ კილოზე თქმული
. . .
რა დრო დაგიდგა, ქალშავავ,
სიცოცხლეს ემათხოვრები,
მხრებს რომ აღარ შლი ამაყად,
დარდია დაგიდგამს გორები.
შემოგძალვიან ფიქრები,
ვით მუხანათი მსტოვრები...
ქალაქს თუ დაავიწყდები,
სოფელს ხომ ემახსოვრები...
ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი
. . .
შენ, მარტოობის ბინადარი,
აწყდები საკანს
და გაზაფხულზე სევდიანად
გითოვს ბაღებში...
ტკივილით სავსეს ფეხს გადგამენ
და ტყვიანაკრავს
გჩრიან ყელში ბურთს
სიკეთეზე ავად ნაგეშნი.
ო, მზეს, ცხრათვალას, ცხრა თვალიდან
ცხრა ცრემლი წვეთავს,
როგორც დევნილი,
ქარი ეძებს სადგომს სიმშვიდის...
შენ, მარტოობის მძიმე ხვედრი,
აწყდები სენაკს
და სული კვდება მონატრების
თეთრი შიმშილით...
ავტორი: /მთვარისა კევლიშვილი/