Предыдущая публикация
www.loveis.ge esaris egskluzivi gacnobis servisi, jer amsaitis analogi arshekmnila sakartveloshi, loveis.ge amsocialuri kselit tkven shedzlebt gaicnot damegobrdet moidziot dzveli megobrebi, shemogviertidit chven bevrni vart
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 53
ღამის ჩრდილიდან გამოთალე
შენი ოცნება და დამამსგავსე,
მერე მოდი და ჩემს მკლავებში
შემოიხიზნე,
უპატრონე ჩემს მონატრებას,
ნუ შეაკავებ შენს ძარღვებში
დამწყვდეულ ვნებას,
რომ ჩემს ხელებზე,ჩემს ტუჩებზე
იძიოს შური,
რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი,
როგორც ზღვის თქეშმა ქოხის
ფანჯრები
და ამ სიზმრიდან საბოლოოდ
ამომათრიოს...
გამომიგონე...
მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან
მოღწევა...
შეყვარებული შემოდგომის
ყვითელ ფოთოლზე,
მეოცნებე შორეულ ზღვაზე და
ყვავილების სიჩუმეზეც
ვნებააშლილი,
მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი
ცეცხლის გაუვალ ალად
მხვდებოდა
შენსკენ მომავალს.
მე ხომ სიზმრებიც
მიკრძალავდნენ შენს გამოჩენას,
მე ხომ დავფლითე სიმარტოვის
მაცდური ბადე
და ჩემს სახეზე შეხორცებული
ხომ კივილით ავიხიე
ყველა ნიღაბი,
მე ხომ შენამდე მოვაღწიე,
მე ხომ დაგნებდი...
გამომიგონე...
შემიყვარე როგორიც გინდა,
დამამსგავსე შენს სურვილებს,
შემიცვალე ყოველი ნაკვთი..
მე ხომ უზომოდ დავიღალე
და წიხლს მაჭერს ქალაქის
სევდა.
მე ხომ ვერაფრით
დავუბრუნდები
მზეს მონატრებულ კედლებს
შორის,
ჩამოხრჩ...Ещёგამომიგონე...
ღამის ჩრდილიდან გამოთალე
შენი ოცნება და დამამსგავსე,
მერე მოდი და ჩემს მკლავებში
შემოიხიზნე,
უპატრონე ჩემს მონატრებას,
ნუ შეაკავებ შენს ძარღვებში
დამწყვდეულ ვნებას,
რომ ჩემს ხელებზე,ჩემს ტუჩებზე
იძიოს შური,
რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი,
როგორც ზღვის თქეშმა ქოხის
ფანჯრები
და ამ სიზმრიდან საბოლოოდ
ამომათრიოს...
გამომიგონე...
მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან
მოღწევა...
შეყვარებული შემოდგომის
ყვითელ ფოთოლზე,
მეოცნებე შორეულ ზღვაზე და
ყვავილების სიჩუმეზეც
ვნებააშლილი,
მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი
ცეცხლის გაუვალ ალად
მხვდებოდა
შენსკენ მომავალს.
მე ხომ სიზმრებიც
მიკრძალავდნენ შენს გამოჩენას,
მე ხომ დავფლითე სიმარტოვის
მაცდური ბადე
და ჩემს სახეზე შეხორცებული
ხომ კივილით ავიხიე
ყველა ნიღაბი,
მე ხომ შენამდე მოვაღწიე,
მე ხომ დაგნებდი...
გამომიგონე...
შემიყვარე როგორიც გინდა,
დამამსგავსე შენს სურვილებს,
შემიცვალე ყოველი ნაკვთი..
მე ხომ უზომოდ დავიღალე
და წიხლს მაჭერს ქალაქის
სევდა.
მე ხომ ვერაფრით
დავუბრუნდები
მზეს მონატრებულ კედლებს
შორის,
ჩამოხრჩობილ ფანჯრის
სიჩუმეს.
დამტოვე შენთან, მხრებით
გამითბე გაყინული
ხელისგულები,
მზე შემოსწირე ჩემს ჭრილობებს,
მოჰბანე ჭუჭყი...
მკითხე, თუ როგორ შემოვაცვდი
ნაწვიმარ ქუჩას,
როგორ ჩამქოლეს, შემატოვეს
დაღუპვას როგორ,
როგორ მივედი უზარმაზარ
ფოლადის კართან,
შიგნითაც როგორ
შემიტყუეს,ჩაკეტეს კარი,
როგორ ვტიროდი უსასრულო,
ნაცრისფერ ზამთარს
და როგორ გაჩნდა ჩემს
სხეულში პირველი ბზარი.
ძველ ლოთობაზე, სიგიჟეზეც
რაიმე მკითხე,
ძველ სიგიჟეზეც, ათასჯერ რომ
შევცვალე ახლით,
თვალებში სევდა როგორ იქცა
უმიზნო სითხედ,
და ხელში როგორ შემომაკვდა
უჯიშო ძაღლი
იტირე დიდხანს, იტირე ჩემში,
ჩემს გარშემო
და კიდევ იქით...
მოვედი შენთან, დაღლილი ვარ,
აღარ მაქვს სახე...
ჩემს მონატრებას უპატრონე,
მაჩუქე ფიქრი...
გამომიგონე...
შეაერთე ყოველი ნატვრა,
გამომიგონე ლამაზი და
ერთგული შენი!
თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე
ყოველი ღამე,
შემომიტყუე, შემომიშვი მეც ამ
საზღვრებში,
მხოლოდ შენს მკერდზე
გამითენე ჩემი დღეები,
შეაკოწიწე ჩემი მზერა, ჩამალე
შენში...
გამომიგონე...
დამამსგავსე შენს ერთ-ერთ
სიზმარს,
შენს ერთ-ერთ ნატვრას, ყველაზე
ტკბილს, ყველაზე ლამაზს...
მე შენთან ვდგავარ, მოვაღწიე,
დამტოვე შენთან!
მე დაცლილი ვარ, მე შიგნიდან
გამომწვარი ვარ,
არ შემრჩა ქარი და არც ცეცხლი
და არც სიჩუმე,
მოვედი შენთან, უპატრონე ჩემს
მონატრებას,
მხრებით გამითბე გაყინული
ხელისგულები!
მე გამაწამა, მე ჩამქოლა
კედლების ხროვამ,
გადააფარე შენი თმები ამ
კედლებს, ქალაქს,
გადააფარე ჩემს სურვილებს
ველური ვნება,
მოვედი შენთან, შემიკედლე,
დამბანე ხელი,
მოვედი შენთან, უპატრონე ჩემს
დაღლილ ცრემლებს,
მერე ზაფხული მომანატრე...
მერე მიჩვენე, ზაფხულში
თვითონ შემიძეხი როგორც
ყვავილი,
შენი ტუჩებით ამომიშრე ყველა
ჭრილობა,
გადააცალე ჩემს ოცნებას მტვერი
და ჭუჭყი,
დამიკრიალე ეს ოცნება და მერე
ჰკოცნე...
დამტოვე შენთან, მიპატრონე,
მიტირე შენში,
გამომიგონე, დამამსგავსე შენს
ლამაზ სურვილს.
შენი ტუჩების ვიგრძნო შეხება.
მე მინდა ვიყო თოვლის
ფანტელი,
შენს წამწამებზე ჩუმად რომ
დნება.
მე მინდა ვიყო კაშკაშა სხივი,
და გაგინათო ცხოვრების გზები.
მე მინდა ვიყო ცრემლები
წმინდა,
შენი თვალიდან
გადმოვარდნილი.
მე მინდა ვიყო მაგ გულის
ფეთქვა,
რომ შენი განცდა ვიგრძნო
ყოველი.
მე მინდა ვიყო წვიმის წვეთები,
შენს ლამაზ სახეს რომ შევეხები.
მე მინდა ვიყო შენი აჩრდილი,
რომ მუდამ,ყველგან თან გდიო
მარად.
სადაც არ უნდა იყო,ყოველთვის
დაგელოდები სამოთხის კართან
ღიმილი კვდება,
კოცნის სურვილიც იკარგება
უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდგული გულსაც
ვეღარ პოულობს
და ვერც სიცოცხლე ვერ
ზეიმობსუსიყვარულოდ.
უსიყვარულოდ დედის ხელსაც
ვეღარ დაკოცნი,
მზის სხივიც კი იკბინება
უსიყვარულოდ,
უსიყვარულოდბაღში ვარდიც
ჭკნება უაზროდ,
წყაროც კი შრება მარტოსული,
უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდსიმღერაც კი
მოსაწყენია,
უსიყვარულოდ დედის ძუძუს
რძეც კი გაურბის
და არც მერცხლები ბერდებიან
უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდარ არსებობს არც
სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
უსიყვარულოდმარტოსული
სიკვდილი მოდის,
საფლავიც ქრება უპატრონოდ,
უსიყვარულოდ
მიშველე რამე.
და თუ მთვარე ხარ,ჩამომაშორე
ეს ბნელი გამე.
ან იქნებ მზე ხარ,შემომხედე,
მცივა გამათბე.
იქნებ ღვინო ხარ,შენი კოცნით
მოდი დამათვრე.
თუ სიკვდილი ხარ,წაიღე სული,
მკვდარი დამაგდე.
ჯადოქარი ხარ? რამედ მაქციე
და გადამაგდე.
და თუ ღმერთი ხარ,შენი მონა
ვარ შენს ფეხრთ მწოლარე.
მონადირე ხარ? შენი მსხვერპლი
ვარ კლდე-კლდე მხტომარე.
იქნებ გველი ხარ,ენა ორკაპი
გულს გამიყარე.
და თუ ქალი ხარ,მაშ შემიცოდე
და შემიყვარე.
gameyina, da shenze pikrebshi
rogor chamezina, mere dilit
roca gamegviza ise
momenatre lamis ametira
ardamcdenia,mxolod
imistvis,leqsi rom metkva.roca
pckarebi pckarebs
devnian,sakutar gulis
mashinebs fetkva
მინახავს, შენი ხმა სადღაც
გამიგონია ჩემო ძვირფასო,
მთელი ცხოვრება შენთან
ვიყავი ასე მგონია....
წინათგრძნობაა ,თუ
მოჩვენება, ნაოცნებარი , ანდა
სიზმარი, მთელი ცხოვრება
ვიღაც რომ მიყვარს,- იმას
გავხარ და რა ვქნა მითხარი?!
siyvaruli ukanaskneli. . . . . . .
Chkneba uazrod, nazad,
magram usixarulod. . . . . Am
qveyanaze ar arsebobs tvit
ukvdavebac, tvit ukvdavebac ar
arsebobs usiyvarulod. . . . . .
agar itqmis. . . . . Xoda
miyvarxar, xoda esec sheni
bralia. . . . . . Drois gadagma
avashenot patara saxli. . . .
Sadac saatebs, usaatod kocnit
datvlian. . . . . .
ძიება რაღაც წმინდა
გრძნობების, უაზრობაა ოცნება
მაშინ როცა სიცოცხლეს
ემშვიდობები, უაზრობაა
გენატრებოდეს ვისაც
არასდროს მოენატრები,
უაზრობაა გიყვარდეს იგი
ვისაც არასდროს
შეუყვარდები...
როგორც ტკივილი მომეძალები.
როცა დაგკარგავ ავტირდები და
როცა გიპოვი მოგეკრძალები.
როცა შეგხვდები დავდუმდები
და
ზეცის ფერებით დავიფარები.
როცა მინატრებ დავბრუნდები
და
როცა გადაგღლი გავიპარები.
არდავიწყებას დაგპირდები და
შენი სიშორით განა ვიცვლები?
შენი ცრემლებით ავტირდები და
შენი ტკივილით გარდავიცვლები
ვარსებობ , სანამ გულში
ცოცხლობს ამინდი მზიანი
მანამ მომეფერე , მანამ
გამიფრთხილდი , მერე
ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ ძველებურად ბრუნავს
დედამიწა , სანამ არ გამწირავს
იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ
მატკინო , მერე ყველაფერი
იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია
სანამ კვლავ მახარებს
ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის
წერა , მერე ყველაფერი იქნება
გვიანი
მოვა დრო მიხვდები წარსულის
შეცდომებს , აგარ გაგახარებს
ფოთოლთა შრიალი
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა
სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი
ბედის ირონია მწარედ
ჩაგვიცინებს და აგატირებს
sიჩუმის ტრფიალი , მარტო
დარჩენილი სევდით გამიხსენებ
მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ მანამ
მომეფერე მერე ვერ მიშველის
ხსენება ფიალით
გული არ მატკინო , თორემ
ცრემლების ღვრა , როცა არ
ვიქნები იქნება გვიანი...
ცრემლი მიოსებს
თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა
სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა
ვგავარ ბრჭყვიალა
ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი
მუდამ ნაღდია.
მე თუ
ვმეგობრობ,ერთგულებას
ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ
ღალატსაც თავის ფასი
აქვს,
არ ვხურდავდები,არც
არასდროს ვაბრუნებ
ხურდას
და არ ვთამაშობ
ცხოვრებასთან ორმაგ
პასეანსს.
მე თუ ვუჩოქებ,ალალ
გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ,-
სიყვარულის ღმერთია
იგი,
და მე თუ ვნატრობ,შენგან
მოწვდილ ალავერდს
ვნატრობ,
რადგან უშენოდ არსებობა
არაფრად მიღირს.
და გევედრები არ დაიჯერო
მოხდება ასე ვიცი და მინდა,
შენს გვერდზე ყოფნით გული
ვიჯერო.
გეტყვიან ჩემზე გატყუებდაო,
ერთობოდაო შენთან თამაშით
მაგრამ ხომ იცი რომ ჩემნაირად
არ ყვარებიხარ ქვეყნად არავის.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო
სულ სხვა გახდაო მისი რჩეული
მაგრამ ხომ იცი რომ უშენობით
ნატვრას ავყევი გადარეული.
გეტყვიან ჩემზე მიგატოვაო
რომ მობეზრდაო შენი ალერსი
და თუ გაგება ამის მოგინდა,
მხოლოდ ჩამხედე ჩამქრალ
თვალებში.
ვიცი გეტყვიან დაგივიწყაო,
გულში ნაღველი არ გაიჩერო
არ უყვარხარო გეტყვიან მაგრამ
ჩემ თავს გაფიცებ არ დაიჯერო
...მაშინ მზე ვიქნები...
...სიცხე შეგაწუხებს?!.
...მაშინ ზღვა ვიქნები...
...ჩემით თუ გათბები...
...ჩემით გაგრილდები...
...სხვა შეგიყვარდება?!.
...შენ ნუ დაფიქრდები...
...იბედნიერე და...
...მსხვერპლი..მე..ვიქნები
მე უძილობა მჭირს,
ეს უსასრულო წამებია თუ...
მე უშენობა მჭირს,
ყველა უსათუოდ რატომ ხვდება?
გული როცა ებრძვის ფიქრს,
მე, რომ უშენობა მინატრია და
მაინც მონატრება მჭირს,
ეს უსასრულო ღამეა თუ ...
შენი სიყვარული მჭირს
ნუთუ ყველაფერი სიზმარია და
ნუთუ გაღვიძება მიჭირს..???
დაიფიცე!
დაიფიცე, რომ თუ გადმოვხტები-
დამიჭერ,
თუ გავბრაზდები-მომეფერები,
თუ ვიტირებ, თვალებში მაკოცებ,
დაიფიცე, რომ გაიღიმებ და
დამელაპარაკები, როცა შენი
გაგონება მომინდება.
დაიფიცე, რომ ძილის წინ
მაკოცებ.
დაიფიცე, რომ დილით
არასდროს გამაღვიძებ.
დაიფიცე, რომ მიყიდი ფერად
ფანქრებს, ყოველდღე რომ
ვხატო ჩვენი სიყვარული.
დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება,
გამიხსნი ჩემს საყვარელ
კომპოტს, დამიჯდები
სასთუმალთან და გეჭირება ჩემი
ხელი, სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ჭურჭლის
დარეცხვაში მომეხმარები.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც
შენი ხელით მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს
და ერთად ვუყურებთ მზის
ჩასვლას.
დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც
ვიცეკვებთ წვიმაში და
ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და
მანქანაზე მეტ დროს დამითმობ
ყოველთვის,
და ხანდახან, ღამე რომ
გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში
რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.
დაიფიცე, რა!
თითქოს სუნთქვა ხარ,
თითქოს ჩემთან ხარ,
ასე ახლო ხარ,
ასე შორი ხარ,
მე ისე გნატრობ ისე მწყურიხარ
ჩემი ოცნება
სიხარული ხარ.
ჩემი სუნთქვა ხარ,
ჩემი მუზა ხარ,
ჩემი დარდი ხარ
და ოცნება ხარ.
ისე მიყვარხარ–––
ჩემი სიცოცხლე
სიხარული ხარ...
ღამის სიმთვრალეში სიჩუმის მელოდიას,
ფერები დაჰკარგვია.... უსასრულობაში,
სიბნელის ბატონობით ზეცა ჩაკარგულა,
მუქი ფერების უსიყვარულობაში.
წყვდიადის სიღრმეული სიბრძნის აკორდებით,
ტალღები სიხმაურის დუეტში გარეულა,
საოცრად ვერცხლისფერი, უზომოდ ვერცხლისფერი,
სხივები ფუნჯების ფერებში არეულა.
მთვარეს კი მოსწყენია სიბნელის თავხედობა
და მზისგან დღის სინათლის ნაწილი მოუპარავს,
ცოტა სიყვარულის, ცოტა რომანტიკის,
ფერებში გაუხსნია და სიბნელე მოუხატავს.
სიბნელე სიმთვრალეში... სიჩუმის მელოდიას,
ტალღების თქეშის ფონზე რითმებად აჰყოლია,
ყველა მხატვარია, ყველა მხატვარია....
ღამეს კი მთვარის გარდა... მხატვარი არ ჰყოლია
სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს სიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი