ცოდვის სახილე
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
დაიქუხა, პირქუში ღრუბლები შეკრებილიყვნენ და თითქოს რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად ემზადებიანო, მათი ცქერა კი მიპყრობილი იყო დედამიწისაკენ, სადაც სანდროს ცხედარი იაქესავით მიეტოვებინათ , საბრალო ბიჭს თვალები გახელილი დარჩენოდა და თითქოს გაკვირვებული სახით საყვედურობდა იღბალს რა დავაშავეო, გათავხედებული წვიმის წვეთები კი მას სახეში უმოწყალოდ სცემდნენ, ან კიდევ რა ვიცი, იქნებ მის გაცოცხლებას ლამობდნენ,
,,,,,,,,,,,,,,,,,,,
განთიადზე ხეებზე მოწკაპულ ფრინველთა საამო გალობა ისმოდა, თუმცა ზოგიერთი მათგანი ურევდა . მაშინდელი მთავრობასავით , მაგრამ საერთო ჯამში ეს საგალობელი მაინც ჰარმონიული გამოსდიოდათ, დაღლილი და გაძარცული მოსახლეობა ამ მომღერალ ფრთოსნებზე ადრე იღვიძებდა და ხვალინდელი უკეთესი დღის მოლოდინში ხვდებოდა ალიონს.ეს ხომ მე 20 ს-ნის მძიმე 90 იანი წლები გახლდათ,არსაიდან ხსნა.
პურის რიგები, შაქრის არარსებობა,ხოლო თუ შუქს შემთხვევით დაიჭერდნენ , სადგურის მსუბუქი ყოფაქცევის ქალივით, ჩართავდნენ ტელევიზორს , და ისმოდა სიმღერა, აი ასეთი , სწორედ ასეთი, მართლაც ასეთი მწამს კომუნიზმი, და ეს სიმღერა მაღაზიის ცარიელი დახლების ფოტო კოლაჟის ფონზე განსაკუთრებით ნერვებმომშლელი გახლდათ, უპატრონო ცხოველივით მიტოვებული მოსახლეობისათვის,
გიო , ქალაქში წავიდეთ დღეს რა, კაი ძმა, იყო სანდროს პასუხი. რა , პარლამენტის სხდომაზე მელოდებიან თუ ვეფხისტყაოსანი მაქვს დასამთავრებელი ,
ძმა ხარ , ექვსზე გამომიარე რა ,
სანდრო ხტუნვით წავიდა ბოსლისაკენ, რომ ქვრივ დედას მოხმარებოდა.
ადექი შვილი?
კი დედი,
ნათელამ ჯიბიდან ასანთი ამოიღო , ქაღალდს მოუკიდა და რაღაც ბუტბუტით თავზე სამჯერ შემოივლო,
ცუდი სიზმარი ნახე დე ?
კი შვილო, რა ვიცი რაღაც უაზრო შიშმა და სევდამ შემიპყრო,
კაი რა დედი, მოეხვია სანდრო მშობელს,
ახალგაზრდები საღამოთი უკვე ქალაქში აბირჟავებდნენ,მათი თანატოლების მსგავსად,სანდრო არც ისე ხშირი სტუმარი გახლდათ ხმაურიანი ქუჩებისა, გიო მას აცნობდა ახალგაზრდებს,
სანდრო აი იმ ბიჭს იცნობ?
რომელს ? ყვავს რომ ჰგავს ბიჭო,
არა , არ ვიცნობ, წამოდი გაგაცნობ, ეს ხომ ჩორნაა,
გამარჯობა ჩორნა , ეს სანდროა, ჩორნა სანდროს თვალებით წონიდა, თან ისეთი მედიდური ცქერით რომ არწივსაც კი შეშურდებოდა,
გავისეირნებთ ჩვენ, კაი გიო, თუ გინდა იცი სადაც , ცოტა გავერთოთ .
იცი რომ ჩორნა კაი ტიპია? კარტსსაც მაგრა თამაშობს, შენ რა გიო ყომარობ ,თუ სად გეპატიჟებიდა, ხანდახან, გასართობად, ეხლაც ცოტა წავითამაშებ, აი ამ შენობაში ვთამაშობთ ხოლმე.
შენობაში შევიდნენ,
აუ რა გახურებული სეკაა, ფიქრობდა სანდრო, ან რა ჰქნან , საქმე შემოხლეწილია მთელი მოსახლეობა, აგერ, მილიციის შენობის გვერდით კარტის თამაში? თუმცა რა მილიციაა, იარაღი მაგათ არა აქვთ, და ტრანსპორტი კი არა, კარგად დაჭედილი ვირიც არა ჰყავთ, დამნაშავეს მოვალეობის მოხდის მიზნით რომ გამოუდგნენ,
გიო იგებდა და იგებდა,მოთამაშენი გვირილის ფურცლებივით მიმოიფანტნენ, ორი აზარტული შემორჩა სუფრას, გიო და ჩორნა, ბოლო დარიგებაა, გიომ სამი კაროლი გაჩითა და მოგებით გათამამებულმა ისეთი ფსონები
შეთავაზა მეტოქეს რომ თვითონაც გაუკვირდა, იცოდე გააღე , პრისტავკა რთულია, დაარიგა ჩორნამ, კონში იმდენი იყო ნათქვამი რომ გიოს თუნდაც თავისი საგვარეულო გაეყიდა, მაინც ვერ გადაიხდიდა წაგების შემთხვევაში.
სამი ტუზი გიო, სამი ტუზი. , გიომ ხელები თავზე მოიჭირა და ეხლაღა მიხვდა რომ აზარტმა დაღუპა,
ოხ როგორ მინდა შენი ცემა , აი ამ ბებერი მუშტით. იმუქრებოდა სანდრო, მგონი ჩამიწყო, რა ბიჭო ? ერთ კვირას გაძლევ, ერთი კვირა, ჩამიწყვე და წამაგებინე, ვიცი,
ჩორნამ გიოს სილა შემოკრა , ერთმანეთს დაეტაკნენ და ჩორნა მოსხლეტილი დაეცა ძირს,
ეს რა ქენი ბიჭო,მგონი მოკალი, გიომ კიდევ რამდენჯერმე დაარტყა დანა,
არ უნდა გარარჩეს თუ არა დარხეული მაქვს, წაგებულს ვინ მაპატიებს, ხოლო ფუმფლედ ყოფას სიკვდილი ჯობია, მაგ ფულს ვერ ჩავაბარებდი,
სანდრო შეშინებული დაცქეროდა გვამს,
წავიდეთ
აქაურობას გავეცალოთ, მე გავაკეთე და პასუხს მე ვაგებ ძმაო, შენ ნამუსი უნდა შემინახო,,
მილიციას არ გაჭირვებია დამნაშავის დაჭერა, მით უმეტეს რომ გიოს წინააღმდეგობა არც გაუწევია, მასთან ერთად სანდროც დააკავეს,
ჩორნა სიკვდილის შემდეგ უცოდველ კრავად გადაიქცა,
და მთელი მისი სანათესავო მილიციის შენობის წინ შეიკრიბა და დამნაშავის გადაცემას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობის დარბევით უმუქრებოდნენ .
გიო ითხოვდა სანდროს გაშვებას, მე დავარტყი დანა მე, ყვიროდა ის და
ენანებოდა ობოლი მეგობარი, მაგრამ მილიციის უფროსს უშანგის სხვა გეგმები ჰქონდა..
რევაზ ეხლა წადი და გიოს მამას კალისტოს ეს წერილი გადაეცი, მაყუთი თუ გინდა უნდა გაისარჯო, კაი უფროსო, უკანა კარიდან გავალ,
,, ბატონო კალისტო შენი გიო აქ მყავს დაკავებული, მკვლელობაზე, მოკლულის ნათესავები ცადაცაა აქ შემოვარდებიან და ნაკუწებათ აქცევენ შენს ვაჟს, იცი რაც უნდა გააკეთო, რევაზიმ უთხრა უნდა ვიჩქაროთ. წერილი მომეცი. . უნდა დავწვა.
წავედით აქედან გიო, ეს რა ქენი , მღუპავ? არა მამა, მე აქედან სანდროს გარეშე ვერ წამოვალ, კალისტომ ისეთი დაჰკრა ვაჟს რომ იმ წამს რეანიმაციასაც კი გაუჭირდებოდა მისი მობრუნება,
სანდროს ვინ დაეძებდა,ის ხომ ერთი ღარიბი ბიჭი იყო, რომელსაც ქოხისა და დედის მეტი არავინ გააჩნდა, ხოლო მისი სიღარიბე მილიციის უფროსის თვალში ზღვა ოქროდ გადაიქცა ამ სიტუაციაში ,
სანდრო კი ყოფილი ფერმის გამგის შვილი გახლდათ, და რაც მთავარია ფულიანი ოჯახის ვაჟი.
რეზო გააპარე? კი უშანგი, ეხლა გადი და უთხარი რო დამნაშავეს გადმოგცემთ ხალხო, და გაუყვანე მაგ ბიჭი, გათიშულია ისევ ? კი მაგრა არის ნაცემი, ერთი მაგისიც, არც მაგია წმინდა წყლის დამლევი,
სანდროსათვის თითო წიხლი არც ერთმა არ დაიშურა, წევს უდანაშაულო ობოლი ბიჭი მკვდარი ღია ცის ქვეშ და მთელ ქვეყანას საყვედურობს,
ისე კი არავის მოსვლია აზრად რომ სანდრო არ იყო მკვლელი,
მეორე დღეს პოლიციის უფროსი იპოვეს მკვდარი, პირში მას ფულის კუპიურები ჰქონდა გაკეთებული,
გიო კი უკვე შორს იყო, გიო კი არა უკვე ის ცოდვის სახილე რომელიც ნელ ნელა მძიმდებოდა და აუტანელი ხდებოდა იმ დამნაშავე ჩინოვნიკებთან ერთად,რომელიც სამწუხაროდ ყველა დროში მრავლად
გვხვდებიან და სინდისსა და პატიოსნებას ურცხვად ეღობებიან წინ..
,, გერმანე თურქაძე. ,,საზანოელი,, თერჯოლა, სოფელი საზანო,
ტელ... 593 022913
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев