,აქ ნამდვილი იმერული
მასპინძლობა სხვაგვარი
თითქოს ზღვაზე მზის ამოსვლის
ან მზის ჩასვლის მაგვარი
სიყვარული ჩვენ ორს შორის
გზად და ხიდად იდება
ჩემს მშობლიურს კოხტა მხარეს
საუკუნო დინება
და ეს მხარეც მუდამ სუნთქავს
მუდამ სუნთქავს , სხვა სულით
მე ვამაყობ თერჯოლლების
უჩვეულო წარსულით
მოძმეების გვერდით მდგომი
გადამრჩენი ბერისა
წმინდა სულის, უკვდავმყოფი
სიმბოლოა ერისა
ქორწილებით განთქმულია
ჩვენი მხარე მზიანი
თუმცა ზოგი ბლომათა სვავს
ზოგს კი მოდის ზიანი
აქ მგოსნებთან მოქეიფეს
ათრობს გრძნობა დიადი
და მაყრიონს ალიონზე
აცილებს განთიადიც
მერე , ვაჟის დაბადება
და თამადის გუგუნი
ნორჩი დედაც იავნანას
მღერის როგორც ბულბული
ამ ლამაზი კოხტა ცის ქვეშ
გელოდებათ სხვა დარი
თერჯოლაა ბრილიანტის
და ბაჯაღლოს სადარი
თერჯოლაა ფირუზი და
ქარვა, ზურმუხტ ლალიო
მოდი ძმაო თერჯოლლების
სადღეგრძელო დავლიოთ
,, საზანოელი,,,22,10, 2015
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев