Предыдущая публикация
მედგრად დავუხვდი მტრის ცივ ქარავანს,
ცაზე ყმუოდა მთვარე მყეფარე
და საქართველოს ყველა გალავანს
უნდოდა მკერდით რომ დავეფარე...
შიგ გულში მომხვდა მაინც ოხერი,
რას იზამ, ძმაო, როცა ომია,
დავეცი, მაგრამ ციხე ყოველი
ერთგულად მხრებში ამომდგომია...
არ დავიკვნესე, ხმა არ დავძარი,
უფლისციხელი ვარ უსახელო,
წავიქეცი და ყველა ტაძარი
ცდილობს, რომ ფეხზე წამომაყენოს...
ნელ-ნელა უკვე მიწას ვშორდები,
ცამდე სინათლით სავსე ხევია
და საქართველო ვაზის ფოთლებით
ზედ ჭრილობაზე შემომხვევია...
სოსო ნადირაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев